
სრული სახელწოდება: საფეხბურთო კლუბი რუსთავის "ოლიმპი"
დაარსდა: 2006 წელს
სტადიონი: ქ. რუსთავი, "ფოლადი", ტევადობა 10,720



კლუბის პრეზიდენტი: ზურა ჯაფარიძე (დ. კირკიტაძე

)
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დაარსდა 1991 წელს, როგორც "მერანი-91" (თბილისი)
2003 წელს შეეცვალა სახელი: "სკ თბილისი" (თბილისი)
2006 წლიდან: "ოლიმპი" (რუსთავი)
ეს გუნდი შეკოწიწდა იმ დროს ახლად დაშლილი თბილისი-ს "თბილისი"-ს, რუსთავის "რუსთავი"-ს, ბათუმის "დინამო"-ს და სხვა კლუბებიდან წამოსული ფეხბურთელებისგან
საფეხბურთო კლუბმა "ოლიმპმა" დაარსების პირველსავე წელს მოახერხა და საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. იმავე წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ რუსთაველები იმ პერიოდისთვის უძლიერესმა(

) "ასტანამ" დაამარცხა - 0:0, 3:0.
ამავე წელს რუსთაველებმა მონაწილეობა მიიღეს დსთ-ს გათამაშებაში, ჯგუფში მათ სამივე მატჩი მოიგეს, მეოთხედფინალში კი მათი მეტოქე ვორისოვის "ბატე" აღმოჩნდა, რომლებმაც მოახერხეს და ქართულ გუნდს 2:1 მოუგეს. (მეორე წელს "ბატე"-მ ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა.)
2007-2008 წლებში რუსთავის ოლიმპმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ინტერტოტოს თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო რუსთაველების მაგივრად გათამაშებაში მონაწილეობა თბილისის ლოკომოტივმა მიიღო.
და აი ბოლო 2008-2009 წლების სეზონიც, რუსთაველებს საშინელი სტარტის მერე, რაშიც დამნაშავე მთავარი მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილი იყო, მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაენიშნათ. ამის მერე გუნდმა თავისი თამაში იპოვა და რომ არა გასვლით მატჩში დინამო თბილისთან მარცხი (1:2) გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. საბოლოოდ მესამე ადგილი და რუსთაველებს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
ამავე წელს რუსთაველებმა თასის ფინალში გააღწიეს, სადაც მათი მეტოქე თბილისის "დინამო" გახლდათ. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპის ფეხბურთელები ფლობდნენ გარკვეულ უპირატესობას ძირითადი და დამატებით დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი დინამოელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 2:0.

ასე და ამგვარად რუსთაველები უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვნენ და მათი პირველი მეტოქე ფარერული ტორსჰავნის ბ36 იყო. პირველი მატჩი რუსთავში მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 მორჩა

მატჩში დუბლი გ. მეგრელაძემ შეასრულა. გეტყვით იმასაც რომ ეს პირველი დუბლი და პირველი გოლები იყო ევროლიგის ისტორიაში.
-----------------------------------------------------------------------------------
გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები:
ალავიძე მიხეილი 05. 11.1987

შეყრილაძე ბექა 28.11. 1983
მცველები:
გილაური აქვსენტი 06.08.1979
მაჭავარიანი ნოდარი 14.01. 1987

ღონღაძე თემური 08.09.1985
რეხვიაშვილი გიორგი 01.02.1988
ლომიძე მამუკა 16.06.1984
ნახევარმცველები:
სეთურიძე გიორგი 01.04.1985

ხუბუა გელა 25.01.1984
ჭელიძე ზაზა 25.01.1984
კაკულია დავითი 05.01. 1991
ბაბუნაშვილი შოთა (კ)17.11.1980

დობროვოლსკი დენისი 10.10. 1985
თავდამსხმელები:
სირბილაძე ირაკლი 27.09.1982
გორდეზიანი გიორგი 02.05.1991
ფიფია გოგი 04.02.1985
მიკუჩაძე აკაკი 30.11.1980
ჩხეტიანი გაგა 24.06.1983
მეგრელაძე გია 21.07.1978

მთავარი მწვრთნელი:

ასისტენტი:
არმაზ ჯელაძე
რუსთავის ოლიმპისა და ბრაზილიური კლუბის ატლეტიკო პარანაენსეს ხელმძღვანელობამ გააფორმეს ხელშეკრულება, რის საფუძველზედაც ბრაზილიელები რუსთაველებს ფეხბურთელებს "ათხოვებენ", მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით, ტრანსფერიდან შემოსული თანხა კი ორივე კლუბზე გარკვეული პრინციპით გადანაწილდება. ცნობილია უკვე იმ 5 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც რუსთავული კლუბის ღირსებას დაიცავენ:
Alex Fraga
Defense (IV), 23 Years
267.000 £
300.000 €
Choco
Forward (MS), 19 Years
89.000 £
100.000 €
Jonatas
Forward (MS), 26 Years
44.500 £
50.000 €

Anderson Aquino
Forward (MS), 22 Years
534.000 £
600.000 €
რუსთავის "ოლიმპის" გულშემატკივრები: მე და ჩემი ძმები

რუსთავი-ოლიმპირუსთავის ოლიმპი, II თემაწარმატებები ევროპაში და ჩემპიონობა საქართველოში