ნუ ეხა უცხოპლანეტელების რა გითხრა
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოდ რაღა მაინცა და მაინც მარტო დედამიწაზე იქნება სიცოცხლე?
არ შეილება სხვა გალაქტიკაზე კიდევ იყოს სადმე სიცოცხლე?
მე მაინც მჯერა რომ სხვა გალაქტიკაზეც აუცილებლად იქნება სიცოცხლე და ჩვენ მარტოები არ ვართ კოსმოსში

აი მოჩვენებების რა გითხრა
ცხოვრებაში 2 უცნაური შემთხვევა მქონდა რომელიც დღემდე ვერ ამომიხსნია რა იყო
1. სოფელში ვიყავი. ღამე იყო გვიანი და დავწექი დასაძინებლად. ჩემი სახლის მეორე სართული ხისაა და ისე ვერ გაივლი რომ ფიცარმა არ გაიჭრიალოს. შუქი იასნია ჩამქვრალი მაქ. უცებ შუშაბანდში კარების მხრიდან ნელი ფეხის ხმა ისმის. გამოიარა მთელი შუშაბანდი და სადაც მე ვიწექი იმ ოთახის კარებთან გაჩერდა. ნუ მე ველოდები რომ ეხა კარები გაიგება და ვიღაცა შემოვა. კარები არ გაიღო. ავდექი და მე მივედი კარებთან რომ გამეღო და მენახა ვინაა. კარები გავაღე, შუქი ავანთე და....
ოთახი ცარიელია და არავინაა. ოთახში შემოსასვლელი კარები კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
2. თბილისში ვიყავი. ასევე ღამე იყო და მეძინა. ფხიზელი ძილი ვიცი. უცებ ღამე პიანინოს კლავიშზე თითქოს ვიღაცამ თითი დაარტყაო, პიანინოს ხმამ გამაღვიძა. ჯერ ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი, წყალი დავლიე და ძილის გაგრძელება გადავწყვიტე.
ხმა განმეორდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.
უკვე მივხვდი რომ აღარ მეჩვენებოდა და მართლა იყო პიანინოს ხმა და ეხ ხმა იმდენჯერ განმეორდა რომ მივხვდი შეილება კაი ხანი არ გაჩერებულიყო. არა და ძილი მინდოდა. გავიფიქრე ეტყობა პიანინოს თავსახური ვინმემ დატოვა ახდილი და კატა სეირნობს ზედ და კაიფობს პიანინოს ხმაზე მეთქი. აბა რა მეფიქრა? ძაანაც კი მეზარებოდა ადგომა მარა სხვა რა გზა მქონდა. ავდექი რო პიანინოსთვის თავი დამეფარებინა. შევედი ზალაში და ავანთე შუქი და რას ვხედავ. არც კატაა ახლო მახლო და პიანინოსაც თავი დახურული აქ.
მეორე დღეს ვიკითხე არავის გაგიგიათ მეთქი პიანინოს ხმა? და არა კარგად გვეძინაო.
კაი ვთქვათ რომ პირველად მომეჩვენა სიზმარში მარა მერე ხომ გამეღვიძა და წყალიც ხომ დავლიე? და მერე კიდევ ხო გავიგე რამდენჯერმე
არ ვიცი
ეს 2 მოვლენა დღემდე ვერ ამომიხსნია ცხოვრებაში რა იყო