გამარჯობათ

მე კი ვიცი ეხა ჩემს სიტუაციაში რა უნდა გავაკეთო მაგრამ მაინტერესებს თქვენ როგორ მოიქცეოდით...
დავიწყოთ..
პოპულში ერთი ორჯერ შევედით მე და ძმაკაცები,ფული გვქონდა და მართლა ძალიან ბევრი რამე ვიყიდეთ..გვინდოდა სახლში ჩვენით მოგვემზადებინა ყველაფერი და გვეშთანთქა

მოკლედ 3 ჯერ მოგვიწია ასე... თანაც ყოველ მესამე დღეს..
უკვე პოპულის გოგონებმა დაგვიმახსოვრეს და ასე თუ ისე ცოტა გაიხსნენ ჩვენს მიმართ..
ერთ ერთი ჩემს მიმართ რაღაც საყვარელი და თბილი გახდა..
უკვე პრივეეტებით მესალმებოდა..
ერთხელაც როგორ ხართქო ვკითხე და ცუდადო..მეთქი რატო :O
აი არახისს ვხსნიდი და ხელი გავიჭერიო..
მეც ზუსტად მაგით მქონდა გაჭრილი ნეკა და შრამიც მაქვს მაგის გამო.. ვაჩვენე და რაღაც გულზეც მოეშვა..
მოკლედ მერე უკვე თავში ამივარდა და ძმაკაცებს ვუთხარი მეთქი სემიძლია ნისიად ავიღო პოპულში რაღაცეებთქო..ამათმა კაიფი დამიწყეს.. ბოლოს გავჩუმდი და რომ შევედით ფული დაგვაკლდა.. ამ გოგომ შემომხედა გამიღიმა და თქვა:თუ ფული გაკლდებათ შემიძლია დაგიმატოთო.. ნუ ამაზე ძმაკაცებს დავცინე მაგრად

ამ გოგოს უარი ვუთხარით და წამოვედით.. ბოლოს რომ შევედი თბილისობა მივულოცე,ამანაც და მითხრა რომ თან დაბადების დღე მაქვსო..
მე ფული ძალიან ცოტა მქონდა 40 თეთრი სადღაც.. ხოდა 11 საათი იყო..ვუთხარი ტეხავს რომ ვერაფერს გჩუქნითქო.. არაუშავს სამაგიეროდ მე გაჩუქებ ლარიანსო და თითით მიმანიშნა იმ ლარიანზე.. მეც დაშტერებულმა ავიღე და მადლობა გადავუხადე. ხურდა მეგონა..
სინამდვილეში 40 თეთრო მეკუთვნოდა და ამან ლარი მომცა... ეს იმად მივიღე რომ ამ გოგომ ამაგდო და საჭიროდ ჩამთვალა რომ რამე მეჩუქნა მეც.. ავდექი და სადღაც 12 ის ნახევარზე რომელიღაც მაღაზიაში ვიყიდე ამ ლარის ბუშტები 20 ცალი

გავბერე,თოკი მოვაბი და შევუტანე პოპულში

მე ძლივსღა ვჩანდი.. ძალიან გაუხარდა..მადლობები მიხადა

ამის შემდეგ ეს გოგო წავიდა პოპულიდან და მე როგორღაც მისი გვარი გავიგე.. ადნაკლასნიკებში ვიპოვე და ეგრევე დაეწერა რომ ჩემი ძველი ძმაკაცის მეგობარი ყოფილა..
მოკლედ მივწერე. გაუხარდა ამ გოგოს და ჩემს ძმაკაცზე რომ მივდექი მიპასუხა რომ მისი მეგობარი იყო და მეტი არაფერი..
მოკლედ ამ ბიჭს დავუკავშირდი და ვკითხე ვინ იყო ეს გოგო მისთვის.
მან კი მიპასუხა ეს გოგო ჩემი დაღუპული ძმაკაცის მეუღლეაო..
შვილიც კი ყავთო და გირჩევნია შეეშვაო..
წლისთავიც არ გასულა და მოკლედ იცის რა ტიპიც ვარ და ამიტომ მირჩია...
მისი ბავშვის სურათი ვნახე.. მისი ქმრის საფლავის სურათიც ვნახე..
ეს გოგო არანაიარდ არ გავს გათხოვილს და შვილიანს.სულ რაღაც19 წლისაა.
ჩემი აზრით ნელ ნელა უნდა ჩამოვიშორო იმიტომ რომ მას ხანგრძლივი ურთიერთობა ენდომება,, მე კიდევ ჯერ მაგისთვის არ ვარ მზად და ცოლის მოყვანა საერთოდ არ მინდა..
მოკლედ საღამოს შემოვა ნეტში და არც კი ვიცი რა ველაპარაკო...
თქენ როგორ მოიქცეოდით? ჩემს ადგილას?
მე მაგრად მომწონს ეს გოგო გაითვალისწინეთ