#16361387 · 8 Nov 2009, 01:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მეგობრებო...
"ვისოლი", მოგეხსენებათ საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელსაც, როგორც თავად ამბობენ, ევროსტანდარტის ტექნოლოგიით გადამუშავებული საწვავი აქვს შეთავაზებული ქართველი მომხმარებლისთვის...
როგორც თავიანთ საიტზე წერია, ხარისხის დამდგენი ლაბორატორია თავად აქვთ და, თვითონვე ადგენენ, თუ რომელი მარკის ბენზინი რა დონეზე აკმაყოფილებს კონკრეტული მარკის ხარისხის მოთხოვნებს...
რეალურად კი, საქართველოში საწვავის ხარისხის მარეგულირებელი არც ერთი უწყება არ არსებობს...
როგორც უცნობი წყაროებიდან გავიგეთ, ვისოლი სააკაშვილის ძმის კომპანიაა და თავად პრეზიდენტის ოჯახი "კრიშავს", თუმცა, როგორც თავად ვისოლის თანამშრომლები ამბობენ, სააკაშვილის ძმა იქ რიგით თანამშრომლად მუშაობსო...
მეგობრებო, რა იცით ვისოლის შესახებ, როგორი ბენზინი აქვთ და, საერთოდ - თავდაპირველად ვისი ინიციატივით დაარსდა ეს კომპანია, ვინ არის ნამდვილი მფლობელი და მართლა უვარგათ საწვავის ხარისხი ისე, როგორც საიტზე უწერიათ თუ მაიმუნობენ, როგორც ყველა?
This post has been edited by ierofan on 8 Nov 2009, 02:17
--------------------
http://forum.ge/?showtopic=34089821&f=&st=0&#entry18466892
|