ნათელაშვილი ხაინდრავას ნარკომანს უწოდებს, ბურჯანაძე და კაკაბაძე კი - რუსეთის აგენტს ავტორი ლევან ჯავახიშვილი
თუმცა ხაინდრავა ასე არ ფიქრობს. „დევიატკა“ იყო ძალიან წესიერი ადამიანების ერთობა, რომელიც აეროპორტის რეგიონებში ანძების დაცვით და მსგავსი ტიპის საქმიანობით იყო დაკავებული. სამოქალაქო ომში „დევიატკას“ მონაწილეობა ამით არ ამოიწურებოდა.
მერე როცა მე ვიყავი აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრი, „დევიატკის“ ნაწილი იქ ჩამოვიდა და იქაც წესრიგის დაცვა ევალებოდა“ (ასავალ-დასავალი - 2009). რაღა „დევიატკა“ და რაღა „წითელი ჯვარი“. ხაინდრავა დედა ტერეზა ყოფილა და არ ვიცოდით.
არადა, სხვები სხვაგვარად ყვებიან ამ რაზმის ისტორიას. ხაინდრავას ავიწყდება რომ „დევიატკა“ სამოქალაქო ომის დაწყებამდე შეიქმნა. ის და „მხედრიონელები“ კი ომამდეც და ომის მერეც შეხმატკბილებულნი იყვნენ.
ხაინდრავას „დევიატკა“ ქაშუეთის ტაძართან იყო დაბანაკებული 1992 წლის 22 დეკემბერს, როცა პირველი ტყვია გავარდა. „პირველმა გოგა ხაინდრავამ ისროლა ქაშუეთის მხრიდან მთავრობის სასახლის მიმართულებით, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა არ არის“, - ამას ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია აცხადებს. არიან სხვა თვითმხილველებიც, რომლებიც იგივეს ადასტურებენ.
თუ 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების სამართლიანი გამოძიება ოდესმე გვეღირსება, დიდი შანსია გოგა ხაინდრავამ საქართველოს მოღალატეთა იმ სიაში დაიმკვიდროს „საპატიო“ ადგილი, რომელსაც ხან სერგო ორჯონიკიძით იწყებენ, ხან კი გიგლა ბერბიჭაშვილით. ეს უკვე გემოვნების საკითხია. ხაინდრავა იმავე გაზეთში, იმავე ნომერში აცხადებს - „ის რომ თითქოს „დევიატკამ“ ბარათაშვილის ხიდზე ზვიადისტების ავტობუსი ჩაცხრილა, არის სიცრუე, „დევიატკა იქ არ ყოფილა, იქ იყო „მხედრიონი“.
გოგა ხაინდრავა აქაც ცრუობს, ბარათაშვილის ხიდზე გამსახურდიას მომხრეთა კოლონამ 1992 წლის 6 იანვრის გამთენიისას გაიარა, მათ ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს ჯაბა იოსელიანმა, თენგიზ სიგუამ და თენგიზ კიტოვანმა. ჯაბა იოსელიანი თავის მემუარებში წერს, რომ სწორედ ხაინდრავას `დევიატკამ~ და გია სვანიძემ გაუხსენეს ცეცხლი ზვიადისტებს.
ჯაბა მემუარებშიც კი არ არიდებს პასუხისმგებლობას თავისი გარემოცვის უახლოეს წევრს, გია სვანიძეს, მაგრამ ხაინდრავაც იქ იყო და ისროდაო – ამასაც ამბობს.
სხვათაშორის, ნოდარ ნათაძესაც არაერთხელ აღუნიშნავს რომ ბარათაშვილის ხიდზე ზვიადის მომხრეებს ცეცხლი ხაინდრავამაც გაუხსნა, თავის დროზე ამაზე გურამ პეტრიაშვილიც ლაპარაკობდა. აი ასე დაასრულა ეროვნული მოძრაობის პერიოდში „მოღვაწეობა“ ხაინდრავამ – პირველი ტყვიაც მან ესროლა მთავრობის სახლის დამცველ კანონიერი ხელისუფლების მომხრე გვარდიელებს და ბოლო ტყვიაც მან დაადევნა დევნილობაში მიმავალთ.
ამის შემდეგ შევარდნაძე ჩამოდის საქართველოში და ხაინდრავასაც უფასებს ღვაწლს – აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრის პოსტი მიიღო რუსული სპეცსამსახურების დადგმულ სპექტაკლში თავისი როლის უნაკლოდ შესრულებისთვის. ხაინდრავამ „დევიატკა“ აფხაზეთში წაიყვანა, ენა ვერ მომიბრუნდება ვთქვა რომ ამ რაზმის წევრებმა იქ ვაჟკაცურად არ იბრძოლეს, კი, ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ იმჟამინდელი ქართული პრესა აჭრელებული იყო ხაინდრავაზე ბრალდებებით – გოგა იქ აფხაზურ მაფიას შეეკრა და ციტრუსი ერტად გააქვთ რუსეთში, კაი გვარიანი ფული იშოვაო.
ამ კითხვებზე ხაინდრავას პასუხი არ გაუცია. არადა, რაზეა ხალხო ლაპარაკი, როცა ქართველი ბიჭები იხოცებოდნენ, ქვას ქვაზე ადუღებდნენ გადამთიელები და ქართველების მოჭრილი თავით აფხაზები და ჩრდილოკავკასიელები ფეხბურთს თამაშობდნენ გაგრის სტადიონზე, რა დროს მანდარინით ფულის კეთებაა?
ჰო, ხაინდრავას მინისტრობისას დაეცა გაგრა. ცხადია ამაში მას არ ვადანაშაულებთ, მაგრამ დღეს, როცა აცხადებს ხელისუფლების მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა პასუხი ერთად უნდა ვაგოთო, შევარდნაძის ხელისუფლებაში რომ იყო, რა პასუხი აგო, ახლა რომ იქაჩება განსასჯელის სკამისკენ? თუმცა პასუხსაგები მას სააკაშვილის მთავრობაშიც აქვს და ამაზე ქვემოთ.
გოგა ხაინდრავა კარგა ხანს გაქრა პოლიტიკიდან, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინ გამოჩნდა ისევ, შევარდნაძეს მიეტმასნა, ავთანდილ ჯორბენაძესთან მრავალდღიანი მოლაპარაკების მერე მიაღწია შეთანხმებას, შევარდნაძის ბლოკის საარჩევნო სიის ოცეულში ჩასვეს, პარალელურად თბილისის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ზურაბ ბიბილეიშვილის საარჩევნო შტაბს თავკაცობდა.
სწორედ ამ დროს დაურეკა ზურაბ ჟვანიამ და შეხვედრა სთხოვა. არ ვიცი რა ილაპარაკეს, მაგრამ მეორე დღესვე ხაინდრავა ჟვანიას გვერდზე დადგა, რომელიც იმ დროს სააკაშვილზე უფრო აგრესიულად უპირისპირდებოდა შევარდნაძეს.
ავთო ჯორბენაძე პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. ბიბილეიშვილის შტაბი უფროსის გარეშე. აი ეგეთი პრინციპული და იდეების ერთგული კაცია გოგა ხაინდრავა. მთავარი იყო ხელისუფლებაში მოსულიყო თორემ შევარდნაძის გვერდით იდგებოდა თუ ჟვანიას უკან, მისთვის ერთი ფასი ჰქონდა.
ვარდების რევოლუციის ტალღას მიჰყვა გოგა ხაინდრავა და კონფლიქტების მინისტრიც გახდა. „ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი უომრად დავიბრუნოთ სამხრეთ ოსეთი. კოკოითი სულაც არ არის ისეთი ბუა, როგორსაც გვიხატავენ“ (ინტერპრესნიუსი 2005 16 მაისი). რა ბუაც გამოდგა კოკოითი, ყველამ კარგად ვნახეთ, ეს ისტორიული შანსი კი მანამდე გვქონდა ვიდრე გოგა იყო მინისტრი, მისი მოხსნის მერე ყველაფერი ბნელმა და უკუნმა მოიცვა საქართველოში.
მკითხველმა მაპატიოს ქრონოლოგიურად თუ არ მოვუთხრობ ხაინდრავას „საგმირო საქმეებს“ ის იმდენად ბევრია, რომ შეუძლებელია ამ რუბრიკაში ჩატევა.
2008 წლის 21 მაისის არჩევნებში გოგა ხაინდრავამ კრწანისში იყარა კენჭი, მისი მთავარი კონკურენტი ნაცმოძრაობიდან დილარ ხაბულიანი იყო. მაჟორიტართა ბრძოლა ხაბულიანის გამარჯვებით დასრულდა, მაშინ ნაციონალებმა ორი - დიდუბისა და ვაკის საარჩევნო ოლქები წააგეს თბილისში, დანარჩენი 8 კი მოიგეს. ამ 8 ოლქიდან დილარ ხაბიულიანმა ყველაზე მეტი პროცენტით, ყველაზე დამაჯერებლად მოუგო კონკურენტს, ვიდრე დანარჩენ 7 ოლქში ნაციონალთა კანდიდატებმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრებს.
გოგა ხაინდრავა 28 მაისის „რეზონანსში“ წერს: `ძალად ძველი ბიჭების ომი დაიწყო და ეს ყველაზე ნათლად კრწანისში ჩანდა. ეს იყო კრიმინალური გადატრიალება“.
მოკლედ ხაინდრავამ კრწანისში ძალით წამაგებინესო, რეალურად კი იცით რა მოხდა? არჩევნების მეორე დღესვე ხაინდრავა ესტუმრა ოფისში დილარ ხაბულიანს, მოიულოცა გამარჯვება, ჭიქა შამპანურითაც დალოცა და ისიც უთხრა, ალალად მომიგე და ალალი იყოს შენზე ეს გამარჯვებაო. დილარ ხაბულიანმა თავის ინტერვიუშიც ახსენა ეს ფაქტი და მადლობა გადაუხადა ხაინდრავას, რაინდულად მოიქცაო! ესეც შენი რაინდობა! მედიით ხალხს აბუნტებს და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. არჩევნები გაყალბდა და ხელახლა უნდა ჩატარდესო!
მანამდე კი სხვა არჩევნები და საპროტესტო აქციები იყო, რომელშიც ბადრი პატარკაციშვილი იყო ჩართული.
როცა საზოგადოებამ სერიოზულად იეჭვა 2007 წლის ნოემბრის აქციებს ბადრი აფინანსებდა, ხაინდრავამ ლამის ვენები გადაიხსნა, ბადრის კაპიკი არ დაუხარჯავს აქციებზეო. მერე, როცა შეიტყო პატარკაციშვილის მიერ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერისთვის ლონდონიდან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობსო, დაასწრო და აღიარა „კი ბადრიმ მცირედი შემოწირულობა გაიღო, მომიტინგეებს ხომ ჭამა-სმა და ელემენტარული რაღაცები სჭირდებოდათ? აი სულ ეს იყო მეტი არაფერი” - (ალია - 2007).
გოგა ხაინდრავა უპრინციპო კაცია, როცა ნინო ბურჯანაზე ხელისუფლებაში იყო, ხელაღებით ლანძღავდა მას, ახლა კი... „ბურჯანაძე ალბათ ოფისს იმ ტერიტორიაზე მოიწყობს, რომელიც სააკაშვილმა ერთ ლარად აჩუქა... ვფიქრობ დადგება დრო და მოეკითხება ამ აღვირახსნილობისთვის“ (ასავალ-დასავალი - 23 2008). „ნინო ბურჯანაძე ჩვეულებრივი კრიმინალია“ (კვირის ქრონიკა - 2007). ამის მიუხედავად ხაინდრავა 9 აპრილს ნინო ბურჯანაძეს გვერდით ედგა, როცა ის ნიანგის ცრემლებით წარსულ ცოდვებს ინანიებდა და ხალხს სთხოვდა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად მიმიღეთო.
ხაინდრავას აღარც ის ახსოვს, 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციასა და ხელისუფლების მოლაპარაკების ერთი რაუნდი იმიტომ ჩაიშალა (მოლაპარაკებას ხელისუფლებიდან ბურჯანაძე აწარმოებდა), რომ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა - მე რუსეთის აგენტებთან და ნარკომანებთან მოსალაპარაკებელი არაფერი მაქვსო. აგენტსა და ნარკომანში კი ხაინდრავა იგულისხმა.
გოგა ხაინდრავა თანასწორობის ინსტიტუტის წევრიც იყო, მაგრამ ეს ინსტიტუტი მან დაშალა. ირაკლი კაკაბაძე არც მეტი, არც ნაკლები, იარაღის უკანონო ვაჭრობაში ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორობასა და მისგან უკანონოდ 5 მილიონის აღებაში ადანაშაულებდა ხაინდრავას. აი, რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე: „თავიდანვე შევცდი, არ ვიცოდი ვინ იყო ბატონი ხაინდრავა...
შევცდი, რომ გრუ-ს კადრი ავიყვანე... გოგა ხაინდრავას ვამხელ. უკვე ვიცი რომ იარაღის გამყიდველ რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან თანამშრომლობს და კრემლის ინტერესების სასარგებლოდ იარაღის ბიზნესშია ჩართული...
ბერეზოვსკის დამქაშმა გოგა ხაინდრავამ ვითომდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარეებისათვის იარაღის ბიზნესს მიჰყო ხელი. ამასთანავე, ოლიგარქს 5 მილიონ დოლარად გაურიგდა და ამ თანხის მოზიდვა თანასწორობის ინსტიტუტში განიზრახა.
თანასწორობის ინსტიტუტის წევრმა ნინო პეტრიაშვილმა კი სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გოგა ხაინდრავამ ბერეზოვსკის ფონდიდან ეს ფული არაბი შეიხის, ვინმე აბდულა ბინ ზაიედ ალ შაქრ ალნაჰინისგან მიიღოო. თანასწორობის ინსტიტუტმა ეს თანხა არ აიღო შეიხისგან. შეიხმა კი პირდაპირ განაცხადა რომ ხსენებული თანხა გოგა ხაინდრავამ აიღო. ახლა დადგა დრო თანასწორობის ინსტიტუტმა გრუ-ს აგენტი ამხილოს. ეს 5 მილიონი ხაინდრავას თითქოსდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში უნდა ჩაედო“ (ვერსია - 17-18 ნოემბერი 2008).
გოგა ხაინდრავა კოლეგა ოპოზიციონერ-ლიდერშიფებიდან სხვა რამითაც გამოირჩევა. შალვა ნათელაშვილს მოვუსმინოთ: „ახლა მე ნარკომანის გამონათქვამებს კომენტარს არ უნდა ვუკეთებდე, მაგრამ ეს ხანდრავას პირადი უბედურება და ავადმყოფობაა.
გოგა ხაინდრავა არის კაცი, რომელიც ავტომატით დარბოდა გადატრიალების დროს და ავტომატით დაამხო ზვიად გამსახურდია. სწორედ ამ დამსახურებისთვის დანიშნეს ის აფახაზეთის სახელმწიფო მინისტრად იმ პერიოდში, როცა ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ და მის ნამუსზეა ეს ყველაფერი!.. ნაცვლად იმისა, რომ გოგა ხაინდრავას საქმე ეკეთებინა აფხაზეთის ომის დროს, მან ჯართის ბიზნესი ააწყო თურქეთში და ჰუმანიტარულ ფქვილს გაჭირვებულ მოსახლეობაზე ჰყიდდა. ასეთი კაცი რომ გამოჩნდება ხალხში და მას სიტყვა ეთქმის, მე იქ უკვე დამთავრებული მაქვს ყველაფერი“ (ასავალ-დასავალი - 8-14 მაისი 2006).
http://www.#####.##/?article_id=138&lang=geoმე არც დევიატკის შესახებ ვიცოდი რაიმე და არც ის თუ ხაინდრავას შეიარაღებულუ ხალხი ყავდა........
ეს ყოველივე, ჩემთვის ახალია, მაგრამ დაუჯერებელი ნამდვილად არ არის..............
This post has been edited by G-111 on 8 Nov 2009, 20:39
"Не говори слепому, как прекрасен мир, глухому, как божественны звуки музыки, убогому, как красив человек - они тебя не поймут. Каждый видит мир таким, каким пропускает через себя".