„კანონიერი ქურდი“ პოლიციელების ხელში დაიღუპა - „სიკვდილის მიზეზი უცნობია“ე. წ. კანონიერი ქურდის, უჩა (უშანგი) გოდელაძის სიკვდილის ამბავი ქარელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. თავზარდამცემი ინფორმაცია ოჯახმა მოულოდნელად თბილისის ,,არამიანცის" საავადმყოფოდან მიიღო. მანამდე უჩა გოდელაძის შესახებ ცნობებს ახლობლები ტელეგადაცემა „ვიდეოპატრულიდან“ ელოდნენ. მათ იცოდნენ, რომ „კანონიერი ქურდი“ 3 დღით ადრე ,,სოდმა“ ბათუმში დააკავა. ასეთ „რეზონანსულ საქმეებზე“ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ოპერატიულ ინფორმაციას ყოველთვის აწვდის სამთავრობო არხებს. რამდენიმე დღე ისე გავიდა, უჩა გოდელაძის დაკავების შესახებ ტელეარხებს არაფერი უთქვამთ. საბოლოოდ „კანონიერი ქურდის“ ცხედარი 22 სექტემბერს „არამიანცის“ მორგში აღმოჩნდა.
უჩა გოდელაძის გარდაცვალების მიზეზებზე ქარელში დღესაც ბევრს საუბრობენ. ერთმანეთში მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ირევა. პირველი, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა, ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთია“. მის ვებ-გვერდზე, 22 სექტემბრით დათარიღებული ნიუსი აღმოვაჩინეთ. ტელეკომპანია პირდაპირ აცხადებს, რომ გოდელაძე სამართალდამცველებმა მოკლეს.
სრულად ვაქვეყნებთ „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „ბათუმში კანონიერი ქურდი უჩა გოდელაზე მოკლეს. 35 წლის უჩა გოდელაძის ცხედარს ქარელში დღეს ჩამოასვენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი წუხელ გვიან ღამით ბათუმში მოკლეს. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები მას ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, გოდელაძე „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ადგილობრივების ცნობით, ამ დროის განმავლობაში იგი საზღვარგარეთ იყო გაქცეული. გუშინ კი პოლიციამ მისი დაკავება იმ დროს სცადა, როცა თურქეთის მხრიდან საქართველოსკენ საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა“.
ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია, იხილეთ აქ:
http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=4369&lang=ge
შემოვდგი ფეხი... მეორე ფეხი... ჩემი ფეხები!