ფორუმელებო!
ერთი იდეა მომივიდა.
არ ვიცი რამდენად წარმატებული იქნება, მაგრამ...
ეხლავე აგიხსნით რაშია საქმე:
დღეს დღეისობით მშობლების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ბანკებში თავიანთი შვილებისათვის ხსნიან საბავშვო ანაბარს.
ასეთი მშობლების რაოდენობა შეიძლება ეხლა არც ისე ბევრია, მაგრამ თუ დალაგდა ცხოვრება და ხალხს მიეცა ფულის გადადების საშუალება, საბავშვო ანაბრების რიცხვიც გაიზრდება.
დავდოთ ამ თემაში იმ ბავშვების საანაბრე ანგარიშის ნომრები, ვისიც მოგვეპოვება...
როგორც ვიცი, მინიმალური შესატანი უმეტესობა ბანკებში 10 ერთეულია (ლარი, დოლარი, ევრო - გააჩნია, ვის რომელ ვალუტაში აქვს ანაბარი გახსნილი).
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ფორუმელს ექნება შესაძლებლობა თუნდაც ერთხელ მაინც შეიტანოს თანხა რომელიმე ბავშვის ანაბრის ანგარიშზე. (უცხოსთვის, ახლობლისთვის).
ამითი ჩვენ დიდი არაფერი დაგვაკლდება, სამაგიეროდ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, 18 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება გარკვეული თანხა მოვუგროვოთ მომავალ თაობას ...