Geronti
License to Drill

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24823
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
|
#16433456 · 12 Nov 2009, 19:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დასავლეთი მოუმზადებელი შეხვდა სოცბანაკის დანგრევას. მათთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა.
სრულიად მოუმზადებელი იყო ამისთვის კონკრეტულად ეკონომიკური სამეცნიერო აზრიც. ფაქტის წინაშე დადგნენ და სასწრაფოდ დაიწყეს გამოსავლის ძიება, ექსპერიმენტებისა და შეცდომების გარდაუვალი შლეიფის თანხლებით.
საქმე ძალიან სერიოზულად იდგა - მრავალი ქვეყანა, ათეულობით და მეტი მილიონი მოსახლეობით, უმწეოდ დარჩა სასტიკი სიღატაკის პირისპირ.
სისტემა გამოიფიტა და თავის შემდეგ დატოვა საწარმოების ჯარი, რომლებიც იყვნენ არაკონკურენტული. აწარმოებდნენ პროდუქციას, რომელიც ან არავის უნდოდა, ან ანალოგებზე ძვირი ჯდებოდა და, შესაბამისად, მაინც არავის უნდოდა (ცხადია, იყო გამონაკლისებიც). ამ საწარმოების - ანუ მილიონობით და მილიონობით ხელოვნური სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო ილუზია, რომელიც მასებში ბევრგან დღესაც ცოცხალია, როგორც გამოსავალი. არადა, წამგებიანი საწარმოების ხელოვნური შენარჩუნების ერთადერთი შედეგი კუპონიზაციაა, რადგან მეტი დოტაცია ხდება საჭირო, ვიდრე შემოსავალი შეიძლება არსებობდეს. და ამგვარი პრაქტიკა თუ დიდხანს გაგრძელდა, ყველაფერი ისე დაინგრევა, რომ ფიზიკური შიმშილის პრობლემა დგება.
"წმინდა" ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოსავალი იყო წამგებიანი საწარმოების გაკოტრება და მომგებიანთა გაჩენა (სხვათა შორის, სანამ წამგებიანებს ბიუჯეტი ხელოვნურად აცოცხლებს, მომგებიანი სექტორი ვერ ვითარდება).
მაგრამ "წმინდა" სამეცნიერო ეკონომიკური ვითარება ბუნებაში არ არსებობს. ეს მილიონობით და ათეულმილიონობით ადამიანის ბედსა და კუჭს ეხება. ეს პოლიტიკური დანაღმული ველია. მისი გავლა შეუძლებელია სწრაფად. ვერც გვერდის ავლა მოხერხდებოდა. ის ყველა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ გაიარა (ან დღესაც იქ ფორთხიალობს) და ეს რამდენად გაუჭირდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
მოკლედ, სასწრაფო პრივატიზაცია, თუნდაც უფასოდ, ოღონდ კი რამე ამუშავებულიყო ეკონომიკის ბუნებრივი კანონების შესაბამისად, იყო ერთადერთი გზა. ცხადია, ძალიან მტკივნეული, ხშირად უმწარესიც.
ჰოდა, ახლა პრივატიზაციისთვის იმის შედეგების დაბრალება, რისგან თავის დასაღწევადაც იყო საჭირო პრივატიცაზია, რბილად რომ ვთქვათ, არამეცნიერულია.
დავუშვათ და პრივატიზაცია საგრძნობლად გაეწელათ. ეს ნიშნავდა, რომ გაცილებით მეტ ხანს უნდა შეენახათ წამგებიანი საწარმოები. ეხადათ ხელფასები ხალხისთვის და არაკონკურენტული საქონლით საწყობები გამოეტენათ.
ვინ და საიდან გადაიხდიდა ამის საფასურს?
იქნებ, დასავლეთს უნდა ერჩინა ეს სამყარო, სანამ ის ფეხზე მყარად არ დადგებოდა?
დასავლეთმა იმხელა დახმარება გაიღო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ საყვედური მაინც არ მგონია ეთქმოდეს. ახლა თუ იმას ვთხოვთ - რაკი სოცბანაკი ისე დაასუსტე, რომ ჩამოიშალა, მაშინ კიდეც გვარჩინეო... მაშინ ჰო, მაშინ ჰო. * * * ეს რაც შეეხებოდა, ასე ვთქვათ, თეორიულ ნაწილს. თუ ცოდვილ მიწაზე დავეშვებით, - ე.წ. გარდამავალი ეკონომიკა, პოლიტიკური თვალსაზრისით - კატაკლიზმების, ომებისა და კრიმინალის აღზევების დროა. სადაც ისინი ითბობენ ხელს, ვისაც უფრო მსხვილკალიბრიან იარაღზე მიუწვდება ხელი. აგრეთვე, ნომენკლატურის წარმომადგენლები, რომლებსაც ბერკეტების არსენალი აქვთ შემორჩენილი უკანონო წნეხის მოსახდენად. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
This post has been edited by Geronti on 12 Nov 2009, 20:05
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|