აბა ვინ ნახა ეს ფილმი?
http://www.imdb.com/title/tt1068646/ 
ერთ საკლასო ოთახში 25 ბავშვის ერთი სასწავლო წელი..
თავად სწავლის პროცესი, მოსწავლე-მასწავლებლის ჭიდილი, იმედი და იმედგაცრუება..
შარშან ჟურნალ "კინო-ცხელ შოკოლადში" წავიკითხე რეჟისორის ლორან კანტესა და წიგნის ავტორის ფრანსუა ბეგოდოს (რომელიც მასწავლებლის როლს თამაშობს ფილმში) ინტერვიუ..
მოსწავლე-მსახიობები "ნაღდი" მოსწავლეები არიან პარიზის ერთ-ერთი სკოლიდან, იერთი წელი უწვალიათ შერჩევისთვის..
გადაღებების პროცესი ხომ საინტერესოზე საინტერესო

ხშირად ექსპრომტები, მუდამ ჩართული კამერა და ა.შ.
უხერხული სიტუაციები კი იცოცხლეთ ბევრია. მოკლედ რომ ააღAარ გავაგრძელოთ,
"სკოლაში გამუდმებით იქმნება შესანიშნავი სიტუაციები. თუმცა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საბოლოოდ აქ მაინც ხდება დისკრიმინაცია, უთანასწორობა. ეს დაძაბულობაა ფილმის საფუძველი. უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, ჩემს საყვარელ ყველა ფილმში ვხედავ ამგვარ დაძაბულობას. ყველა სცენაში არის იმდენი ენერგია, რომ ყველანი გადარჩნენ. მაგრამ, სცენარის განვითარებასთან ერთად განხეთქილებამდე, შეუძლებლობამდე, კატასტროფამდე მივდივართ. თითოეული სიტუაცია უტოპიაა, სიტუაციების ჯამი კი მაინც ტრაგიკულია. ასე ხდება ლორანის ფილმშიც - მასში მარცხის ისტორიაა მოთხრობილი." --- ფრანსუა ბეგოდო
მაშ ასე, 2008 წლის კანის კინო ფესტივალზე ოქროს პალმით დაჯილდოებული ფილმი
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=1939785რუსული სუბტიტრებით
This post has been edited by lamazi_gogos_deda on 27 Jun 2009, 08:03