#16446668 · 13 Nov 2009, 17:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდთან ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი. მეტეხის ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორიები სავსეა მომლოცველობით, ისინი ხატებით, ჯვრებით, სანთლებით, ყვავილებით მოემართებოდნენ მეტეხის ხიდისკენ. მომლოცველთა სიმრავლის გამო, ქალაქის ქუჩებში ყველა მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. თავად მეტეხის ხიდზე, მთელ სიგრძეზე დგანან სხვადასხვა ეკლესიების მამები, სტიქაროსნები, მათაც ხელში უჭირავთ ხატები, ჯვრები, საეკლესიო და ეროვნული დროშები. ხიდის ცენტრალურ ადგილზე დაბრძანებულია წმინდა 100 ათასი მოწამისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორი იქ უკვე მიბრძანდა და პარაკლისს გადაიხდის. მეტეხის ხიდზე იმყოფება დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც. 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან მომლოცველთა მსვლელობა 12.00 საათზე დაიწყო. მსვლელობა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართა. რამდენიმე დღის წინ მან მიმართა ეკლესიის მოძღვრებს, მრევლთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ ამ მსვლელობაში ერის სიძლიერისა და ერთსულოვნებისთვის. წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. |
ნაკადულიდატკბი. This post has been edited by Johan Cruyff on 13 Nov 2009, 17:19
--------------------
საქართველოს ნაკრები სინამდვილეში არ არსებობს და არის ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. © ჰექტორ რაულ კუპერი
|