ყელის კიბო -ასეთ დიაგნოზს ვერც იპოვიდი.ალბათ, გინდოდა ან ხახის, ან ხორხის კიბო.
ხორხის კიბო შეადგენს დაახლოებით 2%-ს ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. მამაკაცებში იგი 8-9-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ლოკალიზებული სიმსივნეები აღინიშნება ავადმყოფთა 60%-ში; შემთხვევათა 30%-ში ვლინდება რეგიონალური მეტასტაზები, და 10%-ში – შორეული მეტასტაზები. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა – ბრტყელუჯრედოვანი კიბო. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ხორხის ნაოჭზედა ნაწილი (70%), შემდეგ ნაოჭისა (28%) და ნაოჭქვედა ნაწილი (2%).
ხორხის ნაოჭზედა ანუ ვესტიბულური კიბო გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით. სიმსივნე ჩვეულებრივ ვრცელდება ზევით და წინ ენის ვალეკულებზე, ენის ფესვსა და ხორხსარქველის წინ. დასაწყისში დაავადება

მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შემდგომში წარმოიქმნება უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მოგვიანებით ვლინდება ტკივილიც. დათვალიერებისას აღინიშნება ბორცვისებრი წანაზარდი ან ინფილტრატი. მბგერავი იოგების კიბოს დროს ძირითადი სიმპტომია ხმის ჩახლეჩა, რომელიც გადადის აფონიაში. ფიბროლარინგოსკოპიით ვლინდება ახალწარმონაქმნი, რომელიც ახდენს მბგერავი იოგის ინფილტრირებასა და გამოდის ხორხის სანათურში.
ნაოჭქვედა კიბოს დროს ძირითადი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება და ხმის ჩახლეჩა. გავრცელებული კიბოს დროს-ხველა ნახველით, ლპობითი სუნი პირიდან.
I და II სტადიის ვესტიბულური კიბოს მკურნალობა სხივური თერაპიაა, მესამე და მეოთხე სტადიაში-კომბინირებული მკურნალობა (სხივური თერაპია + ლარინგექტომია), ზოგჯერ რეზექცია ან ლარინგექტომია. მბგერავი იოგების კიბოს პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია სხივური თერაპიის გამოყენება ან ქირურგიული ოპერაცია. მესამე და მეოთხე სტადიის კიბოს დროს ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა. ნაოჭქვედა კიბოს, პირველ და მეორე სტადიაში, მკურნალობენ ოპერაციული გზით, მესამე და მეოთხე სტადიებში ოპერაციის შემდეგ ატარებენ სხივურ თერპიას. დაავადების გავრცელებულ სტადიებზე შესაძლებელია ქიმიოპრეპარატების დანიშვნა.
რაც შეეხება ხახას:
ცხვირ-ხახის სიმსივნეების ძირითად ჰისტოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს ბრტყელუჯრედოვანი კიბო. გვხვდება არადიფერენცირებული კიბო (30%), ლიმფოსარკომა და ლიმფოეპითელიომა. სიმპტომები დამოკიდებულია მეზობელი ორგანოების ინვაზიის ხასისხზე. ცხვირ-ხახის კიბო ვრცელდება ხახის კედელზე ქვევით, მოიცავს რბილ სასას, ამასთან გაძნელებულია ყლაპვა, აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, ხველა. ავადმყოფთა 30%-თან სიმსივნე იზრდება ცხვირის ღრუში, იწვევს გამონადენს ცხვირიდან, დუდღუნაობას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. სიმსივნის წარმოქმნისას გვერდით ნაწილებში ირღვევა ევსტაქის მილის გამტარობა, ქვეითდება სმენა. სიმსივნის გავრცელებისას ქალას ღრუში ვითარდება თავის ტკივილები, დიპლოპია, მხედველობის დაკარგვა და სხვა სიმპტომები. საბოლოოდ, დიაგნოზის დაზუსტება ხდება მხოლოდ ქირურგიული ბიოფსიის შემდეგ.
მკურნალობის ძირითადი მეთოდია პირველადი კერისა და რეგიონალური მეტასატაზირების ზონების სხივური თერაპია.
This post has been edited by niniaa on 16 Nov 2009, 18:32