
დღეს ჩემმა დაქალმა ისტერიკაში დამირეკა,ძლივს დავაწყნარე... მერე როგორც იქნა მითხრა ჩემმა შეყვარებულმა მითხრაო რომ 3 წელიწადში მოკვდებაო....
ნუ იდიაში ეს ბიჭი სრულიად ნორმალურია, თან ერთმანეთიც ვიცი რომ მაგრად უყვართ....
მე ინსტიქტურად სიცილი ამივარდა და ამის გამო მგონი დაქალიც დავკარგე......
არადა სასაცილოა აბა რა არის ???
მე პირადად 3 ბიჭმა მითხრა მსგავსი ფრაზა....
აქედან ერთი წესით უკვე დიდი ხნის მკვდარი უნდა იყოს

მეგობრებსაც ხშირად უთქვამთ ვიღაცეებზე ,ასე გვითხრეს ვკვდებითო....
ნუ ძირითაადად სულ კაცები ამბობენ ხოლმე....
რაშია საქმე ????
დავიჯერო სერიალების ბრალია ?