#16513598 · 18 Nov 2009, 09:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არის არა მონეტა, არამედ მედალი, - ე.წ. "სამაგიდო მედალი" მართალია ჰოლანდიურია და კუნძულ ტექსელთანაა დაკავშირებული, მაგრამ II მსოფლიო ომის დროინდელ ქართველ სამხედრო ტყვეებთან თუ აქვს კავშირი, არ ჩანს. ჰოლანდიური წარწერა კი ასეთია:
1945-1985 (ანუ გამოშვებულია 1985 წელს) ტექსელი გიხმობთ მშვიდობა და თავისუფლება
შეიძლება იყოს კიდეც კავშირი. ყოველ შემთხვევაში თანამედროვე მედლების შემგროვებლები ძალიან ცოტაა საქართველოში, მით უმეტეს, თუ საქართველოსთან არაა დაკავშირებული. თანაც ჟანგი აქვს-სამი დიდი ლაქა, რაც საბოლოო ჯამში ლითონის შეჭმით მთავრდება. მიუხედავად ყველაფრისა, თუ დავრწმუნდი, რომ ქართველ ტყვეებთან კავშირშია, შეიძლება ავიღო კიდეც, რადგან მე ნუმიზმატი ვარ და მონათესავე დარგია.
This post has been edited by babalana on 18 Nov 2009, 09:27
|