კიდევ ერთი მშვენიერი პროექტი Fanebi.com-ისა და სტუდია "ჯი აი ბი" გრუპის მიერ.
გთავაზობთ ქართულ Football Fantasy-ს ანუ საფეხბურთო მენეჯერს.
აქ თქვენ გევალებათ აირჩიოთ თქვენი სასურველი 11 კაციანი გუნდი.ამ ფეხბურთელების რეალურ ცხოვრებაში თამაშის მიხედვითა და ჩვენი სპეც ფორმულებით,რომლის ხილვაც საიტზე ინსტრუქციაში შეგიძლიათ,დაიწერება ქულები.
ამ ქულების მიხედვით დაჯამდება საუკეთესო გუნდის შემდგენელი და მიიღებს პრიზებს.
კარგი ისაა,რომ პრიზები იქნება არა მხოლოდ ყოველთვიური არამედ ყოველკვირეული.ანუ ყოველ კვირას გამოვლინდება ზუსტად იმ კვირის გამარჯვებული,რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ იმ კვირის ქულებზე.
საიტი ამჟამად სატესტო რეჟიმშია,თუმცა პრიზები მაინც დავაწესეთ .
ეს იქნება წამახალისებელი პრიზები და კვირის საუკეთესოს გადაეცემა 30 ლარი,ხოლო მეორე ადგილოსანს 20 ლარი.
ტესტირების რეჟიმი გასტანს 2 კვირა.ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები თუ ნაპოვნი შეცდომები.
2 კვირის შემდეგ გაეშვება სრული ვერსია,რომელსაც რამდენიმე სერიოზული სპონსორი ეყოლება და მინდა გახაროთ,რომ უკვე რამდენიმესთან მიღწეულიცაა შეთანხმება,რომლის მიხედვითაც საკმაოდ სოლიდურ პრიზებს მიიღებენ გამარჯვებულები.ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით.
ახლა შემობრძანდით და ითამაშეთ.გთხოვთ გაავრცელოთ,რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დატესტოს.თანაც რაც უფრო მოთხოვნადი იქნება,გპირდებით სრულ ვერსიაში მით მეტი და დიდი პრიზები გელით.ამიტომ დაგვეხმარეთ საიტის გავრცელებაში.ბევრი რამ არის ამ ტესტ რეჟიმზე დამოკიდებული,მათ შორის საპრიზო თანხების სიდიდე.
დანარჩენი შეგიძლიათ თვითონ საიტზეც იხილოთ.
პლუს ამას,შეცდომების პოვნის შემთხვევაში გთხოვთ გვაცნობოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში,ის ადამიანები ვინც ზიანს მიაყენებენ თავისი ყალთაბანდობით საიტსა თუ სპონსორებს დაისჯებიან კანონით გათვალისწინებული ზომებით.
დასაკავშირებლად გამოიყენეთ ჩვენი ფორუმი
საიტის მისამართი :
http://man.fanebi.comფორუმის მისამართი :
http://forum.fanebi.com/index.php?showtopic=5680 This post has been edited by ptgtate on 2 Nov 2009, 19:47