დღეს ვიყავი სტუმრად ერთი იმპერატორთან. მთელ სასახლეში მარტო ცხოვრობს, დიდი ბუხარი უნთია და ზის მთელი დღეები მოწყენილი, არაფერი არ ახალისებს. თაგვები გამოძვრებიან ხოლმე სოროებიდან და კაკლები მოაქვთ ამასთან და ეს კარების ღრიჭოში ჩადებს და უტეხავს ამათ კაკლებს და ისინი მადლობის ნიშნად წრიპინებენ მერე და ფეხებზე ახტებიან. ხოდა გული დამწყდა, მინდა როგორმე გავახალისო ეს იმპერატორი და რა ვქნა?