ქართველი დიზაინერის აქცია მსოფლიოს მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. დიზაინერ მარიკა კორკელიას პროექტი "მშვიდობის პოდიუმი ენგურის ხიდზე“ ორგანიზაცია "ორიენტ გლობალის" "მსოფლიოს მშვიდობის პრემიაზე" ერთ-ერთი მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. დაჯილდოების ცერემონიალი 25 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის სახელგანთქმულ მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებას ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტი 100 ქვეყნის 1015 პროექტიდან შეირჩა და 5 ფინალისტს შორის მოხვდა. ის წარდგენილია ნომინაციაზე "საუკეთესო ახალგაზრდული აქცია." პროექტის ავტორის განცხადებით, მსგავსი აქციის ჩატარების იდეით სამოდელო სააგენტოს აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა მიმართეს, რომლებიც მოდელობაზე ოცნებობდნენ. "ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო და სწორად ამ ბავშვების დამსახურებაა" – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ აქცია "ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას” ენგურის ხიდზე 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. ამ ფორმით პატარა მოდელებმა აფხაზ თანატოლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და შერიგების ნიშნად სპეციალური საღებავით თეთრ პოდიუმზე ფერადი ნაკვალევი დატოვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ცაში მშვიდობის მტრედები გაუშვეს, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა აფხაზურ ენაზე დაწერილი სურვილები გაატანეს.
http://mynews.ge/index.php?option=com_news...=gourl&id=90138კარგია ასეთი აქციები. მითუმეტეს ამხელა დონის ფესტივალზე რომ მოხვდება.
უფრო აქტიურა უნდა ვიმუშავოთ ამ მიმართულებით
ვისაც არ უყვარს - არც ენატრება. ვისაც არ ენატრება, არც არასოდეს ყვარებია და არც არავის ელოდება.