#16676578 · 28 Nov 2009, 01:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორი წლის წინ დამემართა ტირკმელის ანთბა როგორც ვიცი ამას პიოლონეფრიტი ქვია.(ბოდიშით რომ სამედიცინო ტერმინოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი.) მაშინ მგონი კარგად ვერ ამიხსნეს თუ რატო მოხდა ეს, მაგრამ მე დავაფიქსირე რომ როდესაც პირველ შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი, ის მარცხენა ტირკმელის მხარეს მაწვებოდა. თუმცა ანთება რომ დამემართა ის უკვე 1წლის და სამი თვის იყო. ერთი კვირა ვიწექი საავადმყოფოში.ამის მერე ადვილად ვცივდებოდი ხოლმე. ეხლა მყავს მეორე შვილი 8 თვის და ანთება ისევ დამეწყო.უკვე 4 დღეა ნემსებს ვიკეთებ.ვეწევი შინაურ მკურნალობას.ექო გადავიგე უკვე ორჯერ და ექოსკოპისტის მიერ ნათქვამი წამლებით ვმკურნალობ. გამოვკეთდი თითქმის, მაგრამ წამლები, რომლებსაც ვიღებ სამკურნალოდ კუჭს მტკენს. როგორც ჩანს გასტრიტი გამიღიზიანდა. დავლიე წამლებიც კუჭის დასაცავად, მაგრამ დიდი შეღავათი ვერ ვიგრძენი. უნდა აღვნიშნო რომ ის წამალი რომელსაც თირკმელისთვის ვსვამ არც ერთი არაა ანტიბიოტიკი, რადგან პატარა ბუნებრივ კვებაზეა და ვცდილობ რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი კვება. იქნებ გამომეხმაუროთ და მირჩიოთ რა გავაკეთო რომ ასეთმა მკურნალობამ ჯანმრთელობა უფრო არ დამიზიანოს.წინასწარ გიხდით მადლობას.
|