ალბათ საინტერესოა ვისაუბროთ ამ მსახიობზე.
ვფიქრობ კინოისტორიაში იშვიათია მსახიობი, რომელსაც ასეთი ექსპრესიით და ბოლომდე დახარჯვით შეეძლოს "თამაში".
" " - იმიტომ რომ რასაც ის ეკრანზე აკეთებს უბრალო თამაში არ შეიძლება ეწოდოს.
მისი კინოკარიერა დაიწყო 70 წლების დასაწყისში. იმ დროის ფრანგული კინოს ერთ-ერთ საეტაპო ფილმში
ვალსის მოცეკვავენი (1974).

ბერნარ ბლიეს ამ შემოსავლიან ფილმში იგი, თავისი ძალიან პატარა როლით (ჭორფლიანი გოგონა რომელიც ბლუზკას მაღლა იწევს და შიშველ მკერდს ანახებს გამვლელებს) პარტნიორობას უწევს ასევე ამომავალ ვარსკვლავებს- უდროოდ დაღუპულ პატრიკ დევაერს, ჟერარ დეპარდიეს და მიუ-მიუს. ფილმში პატარა როლს თამაშობს ასევე ლეგენდა-ჟანა მორო. ვალსის მოცეკვავენი ფაქტიურად იქცა ახალი ფრანგული კინოს მანიფესტად.
ბერნარ ბლიე თავის კოლეგა- ანდრე ტეშინე, მორის პიალა, ბერნარ ტავერნიე და პატრის შერო, ერთად განსაზღვრავს ფრანგული კინოს მთავარ ხაზს -70,80,90 წლებში.
მანამდე ასევე მცირე როლი ქონდა ნათამაშები კლოდ სოტეს გახმაურებულ ფილმში - "სეზარ და როზალი",
César et Rosalie (1972). სადაც მისი პარტნიორები არიან რომი შნაიდერი, ივ მონტანი და სემი ფრეი.

70 წლებში საბჭოთა ეკრანებზე დიდი წარმატებით გადიოდა "რაც ოთარი წავიდა" რეჟისორის მამის ფილმი
ექიმი ფრანსუაზა გაიანი
სათაც თავის ერთ-ერთ კარონნი როლს თამაშობს ერთადერთი და განუმეორებელი ანი ჟირარდო. იუპერი მისი ქალიშვილია. (მიხაელ ჰანეკე ამას გამოიყენებს "კლავესინის დამკვრელ ქალში").
იუპერი ფურორს ახდენს თავისი პირველივე მთავარი როლით შვეიცარიელი კლოდ გორეტას ფილმში,
მემაქმანე (1977) . (ჩვენში ფილმი შეიძლება უფრო ცნობილია დამახინჯებული სათაურით - კრუჟევნიცა).

ის ამ ფილმისთვის იღებს მაყურებლის, კინოკრიტიკის უზომო ხოტბებს. ჯილდოვდება ყველა არსებული პრიზით თუ პრემიით.
შემდეგ წელს გამოსული კლოდ შაბროლის ფილმი

ფაქტიურად ამტკიცებს რომ მსოფლიო ეკრანს უდიდესი კინომსახიობი მოევლინა.
ქალბატონი იუპერი 1979 წელს, მაისში იმყოფებოდა თბილისში ფრანგული კინოს რეტროსპექტივაზე. კინოთეატრ "რუსთაველში" მან პერსონალურად წარადგინა თავისი ერთერთი ახალი ფილმი.
This post has been edited by highway on 4 Mar 2007, 17:07