ამ ბოლო დროს ხშირად მიდის ამ რიცხვის ხსენება, ამიტომ ცალკე თემის გახსნა გადავწყვიტე
ეს რიცხვი ნახსენებია სამჯერ იოანეს გამოცხადებაში:
4. და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი:
ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:
5. იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი,
6. ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი,
7. სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი,
8. ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...apokalips-7.htm1. და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან
ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.
2. და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
3. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი,
ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
4. ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
5. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...pokalips-14.htmამ მონაკვეთზე არის შემდეგი მოსაზრებები:
* რიცხვი 144 000 სიმბოლურია და ზოგადად ასახავს სამოთხეში მოხვედრილთა რაოდენობას.
* რიცხვი 144 000 ზედმიწევნით ზუსტია და ასახავს მათ, ვინც მეორედ მოსვლის შემდეგ ცხონდება და დედამიწას დაიმკვიდრებს (ამას ძირითადად იეჰოვას მოწმეები ემხრობიან).
* რიცხვი 144 000 ზედმიწევნით ზუსტია და გამოხატავს ან იაკობის შთამომავლებს(ბიბლიაში ისრაელად წოდებული), ან სხვებს, ვისაც განსაკუთრებული როლი დაეკისრება მეორედ მოსვლის დროს.
* 144 000 არის ძველი ისრაელის არმიის რიცხვი, რომელიც აღსდგება მეორედ მოსვლისას, რათა გაანადგურონ ყოველივე არაღვთიური.
ისლამში ეს რიცხვი მიჩნეულია მუჰამედის საჰაბების რაოდენობად.
აქვე ერთი რამ
ლაზარე:ლ - 30
ა - 1
ზ - 7
ა - 1
რ -100
ე - 5
ლაზარე = 30+1+7+1+100+5=144.
აბრამა - 1
ბ - 2
რ - 100
ა - 1
მ - 40
აბრამ = 1+2+100+1+40=144.