გიგლაშენ რაც გგონია დამახინჯებული, გგონია შენი გადმოსახედიდან. იქიდან რაც ეკლესიის დოგმატებიდან გაგიგია.
თქვენ კათოლიკურ ეკლესიაშიც არსებული სწავლებები და რელიგიური ადათწესების გარკვეული ნაწილი დამახინჯებული მიგაჩნიათ, მაგ. პაპიზმი.
მასე ყველა რელიგია სხვა რელიგიურ სწავლებებს დამახინჯებულად მიიჩნევს. აი ის სექტა კი, რომელსაც შენ მიეკუთვნები, სხვების თვალში დამახინჯებულად ასწავლის. ის კი, თუ რომელია დამახინჯებული და რომელი არა რომ გაიგო, მართლმადიდებლური თვალსაწიერით კი არ უნდა შეხედო და განსაზღვრო, არამედ მიუკერძოებელი და ობიექტური, საღი მიდგომით.
სექტა შეგნებულად გიწოდე, რადგან მართლა სექტანტებად მიმაჩნიხართ. ეს თავისუფალი ფორუმია, ყველა იმას წერს, რასაც ფიქრობს და რაც სწორი მიაჩნია. შენ თუ სხვა რელიგიის მიმდევრებს უწოდებ სექტას და ეს ამ ფორუმში არ ითვლება სხვების შეურაცხყოფად, მაშინ მე რომ სიმართლე ვთქვა და სექტანტად მოგიხსენიოთ, არაფერი დაშავდება.
სექტად პირველ რიგში იმიტომ მიმაჩნიხართ, რომ თქვენ გადახვეული გაქვთ იმ სწავლებიდან, რასაც იესო და მისი მოწაფეები ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ I საუკუნეში. ახლა რამდენიც გინდა იყვირე, წერე და იკითხე, სიმართლე გითხარი და სიმართლეში დასარწმუნებლად, მოიხსენი მართლმადიდებლური "სათვალეები" და დიდი შანსი გექნება რეალობა დაინახო.
წარმატებები.
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.