Toyota-მ და Subaru-მ საერთო პირმშო წარმოადგინეს -- კონცეპტი Toyota FT-86

ვიმედოვნებთ სერუული ავტომობილი Toyota FT-86-ის ბაზაზე ისეთივე საინტერესო გამოვა გარეგნულად. ახლა დაგვრჩენია ველოდოთ -- 2010 წლის მეორე ნახევარს.
გახსოვთ Toyota Corolla Levin AE86-ს კუპე, რომლებსაც იაპონელები 1983 დან 1987 წლამდე უშვებდნენ? აუცილებლად გაიხსენებთ, თუ დრიფტით ერთობით და მისი მიმდევარი ხართ. ეს ორკარიანი მოდელი მარტივი კონსტრუქციისა და უკანა ამძრავის გამო ავტოსპორტის ლეგენდად იქცა, ხოლო 86 (იაპონურად "ხაჩიროკუ") -- მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ახალი -- კარგად დავიწყებული ძველია? მოდით გავერკვეთ. ახლა კი მივეგებოთ კონცეპტს Toyota FT-86.
ჯერ-ჯერობით მის შესახებ მწირი ინფორმაციაა, არადა ჯობდა ბევრი ყოფილიყო

. მაგრამ რაღაცეები მაინც ცნობილია. მაგალითად, გარეგნობა, რაღაცით სუპერქარ Lexus LF-A-ს მსგავსი, ტოიოტას ევროპული ცენტრის ED2-ის მიერ დახატული, რომელიც ნიცაშია განთავსებული.

სპორტული ავტომობილი იაპონური სამუხრუჭე ფირმა Advics-ის მექანიზმით არის აღჭურვილი.
ჰეჩბეკის თუ კუპეს სიგრძე შეადგენს 4160 მმ-ს, სიგანე 1760 მმ, ხოლო სიმაღლე 1260 მმ. ამასთან ღერძებს შორის მანძილი 2570 მმ-ია. მაგალითისთვის Volkswagen Scirocco 96 მმ-ით გრძელია, 50 მმ-ით განიერია და 144 მმ-ით მაღალი, ხოლო მისი ბაზა მხოლოდ 8 მმ-ით მეტია ამ მოდელისაზე.

გარეგნობისგან განსხვავებით, მონაცემები სავსებით სერიული მანქანის აქვს, ინტერიერი კი თითქოს ყვირისო : "მე კონცეპტის სალონი ვარ!"

მაგრამ, თუ Volkswagen Scirocco სრულამძრავიან პლატფორმაზეა აწყობილი, კონცეპტ FT-86-ს ამძრავი უკანა ღერძზე აქვს (ანუ უკანა წამყვანი თვლებითაა). თვლების ბრუნვაზე კი სუბარუს ოპოზიტური ორლიტრიანი ძრავი შრომობს, რომელიც ექვსსაფეხურიან მექანიკასთან ერთად მუშაობს. აგრეგატის სიმძლავრეს არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია რომ ასეთივე (150 ცხ.ძ) ძრავს იმპრეზაში დგავენ.

კომპაქტური კონცეპტ კარის Toyota FT-86-ს დებიუტი ოქტომბრის ბოლოში შედგება ტოკიოს მოტორ-შოუზე. თანამედროვე "ოთხმოცდა ექვსმა", შემქმნელების ჩანაფიქრით, უნდა დაგვაბრუნოს ძველ დროში. იმ დროში, როცა მართვისგან "კაიფის" დაჭერა ბენზინის და დამწვარი საბურავების სუნით იყო შესაძლებელი.
ისტორია

კუპე Toyota Corolla Levin AE86, ან Toyota Sprinter Trueno, პირველად კონვეირიდან ჩამოვიდა 1983 წელს. იმ დროისთვის კონსტრუქცია საკმაოდ მაღალტექნოლოგიური იყო: წინ McPherson-ის "სტოიკები" ჰქონდა, მრავალბერკეტიანები უკანა, ამძრავი უკანა ღერძზე იყო. და ყველაფერ ამას ოთხცილინდიანი 1,5 და 1,6 ლიტრიანი ძრავები უძღვებოდნენ, რომელთაგან ყველაზე მძლავრი გამოყოფდა 130 ცხენის ძალას და 140 ნიუტომ მეტრს. მასა მერყეობდა 880 - 940 კილოგრამის ფარგლებში (დამოკიდებული იყო ვერსიებზე). "ოთხმოცდა მეექვსე" 1987 წლიდან აღარ გამოდის, მაგრამ დრიფტერებს შორის დღესაც ძალიან პოპულარული მოდელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით
http://news.drive.ge/index.php?m=70&newsid=563
Vorsprung Durch Technik...