llusi
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 492
წევრი No.: 112670
რეგისტრ.: 13-February 10
|
#19840390 · 27 May 2010, 21:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოხდა ისე, რომ სახლიდან ვიყავი წასული,... თავისუფლების დასაცავად!,... საცხოვრებელი და სამსახური იმ დღეს გაცნობილი ადამიანების დახმარებით მოვძებნე, - P.S; - სხვათა შორის, - ისინი ქართველები არ არიან,... საქმე იმაშია, რომ წასვლა იმ ადგილას მომიხდა, სადაც ქართველები თითქმის არ არიან,... თუმცა ეს საქართველოს ტერიტორიაა!,... P.S; - ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ვგულისხმობ!,... იქ ერთი ქართველი ბიჭი დაგვეხმარა, რომ ღამის გასათევი და სამსახური მქონოდა,... - იმ ბიჭს ვუთხარით, თითქოს ბიძაშვილები ვიყავით,... მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩემი ეგრეთ-წოდებული ,,ბიძაშვილი" ჩემს გაკონტროლებას ცდილობდა!, - ჯერ ,,აღარ მოწიო!" მერე ,,მიდი ,,ჩააბოლე!" ეგღა მაკლია მისი განწყობის მიხედვით მოვიქცე! - მით უმეტეს, რომ სახლიდან სწორედ იმის გამო წავედი, რომ ჩემი გაკონტროლების უფლება არავისთვის მიმეცა!,... გარდა ამისა, - რაღაც ისეთიც იყო, რამაც მასში დამაეჭვა,... - მკითხა, - ,,გათხოვება არ გინდა?”-ო,... დაახლოვებით 1 საათის შემდეგ კი მითხრა, რომ მეორე დღეს თავის სოფელში, მის სახლში წამიყვანდა, მიზეზიც დაასახელა, იქ თუ დავრჩებოდი, ფული არ მეყოფოდა, რომ ოთახში გადამეხადა,... არადა იქამდე მითხრა, შენ თუ იმუშავებ შეაგროვე, მე დაგეხმარებიო,... - რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, - არ მინდოდა, მისგან დავალებული ვყოფილიყავი!,... მერე კი ქართველ ბიჭს ვუთხარი, რომ მისი ბიძაშვილი არ ვიყავი, ჩემი ეჭვებიც გავუმხილე, და ვთხოვე თუ შეძლებდა, საცხოვრებლის მოძებნაში წასვლამდე დამხმარებოდა, რადგან მეშინოდა და წასვლა არ მინდოდა!,... იმ ოთახში კი, სადაც იმ ღამეს ვრჩებოდი, ვიცოდი, რომ მეორე დღეს სხვები ჩამოდიოდნენ, თანაც ოთახში ვიღაც მთვრალი კაცი შემომივარდა, - გინდა თუ არა ,,ხელი ჩამომართვი!”-ო, და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, და ეს ინციდენტი მათ სახლში მოხდა, - სახლის პატრონებმა აქეთ დამადეს ვალი!,... - თურმე არ უნდა მეყვირა! - ,,რას იტყვოდნენ მათი მეზობლები!”,... სულ არ ,,მეკიდა” მათი მეზობლების აზრი”?!,... სხვა ბინები კი, 5-10 ლარი ღირდა დღეში!,... ქართველი იყო, და მეგონა გამიგებდა!,... თითქოს ეს ასეც მოხდა, - მაგრამ, რადგან გაიგო, რომ იქ ნათესავები არ მყავდა,... ჯერ მითხრა, - ,,იქ თუ წახვალ, უკან ატირებული დაბრუნდები!”-ო,... მერე კი, ჩემთან ,,ზასაობა” მოუნდა!,... ასე პორდაპირ არაფერი უთქვამს, მაგრამ, მოხდა ისე, რომ 2 დღის შემდეგ, ვიღაც ,,ახვრები”-ს გამო სამსახური დავკარგე! უფროსს დაელაპარაკა, რადგან იმ მომენტში ისიც ,,კაფე”-ში იყო და ამ ფაქტს შეესწრო!,... მაგრამ ვერ დაარწმუნა, რომ არ ,,გავენთავისუფლებინე”,... არც დავრჩებოდი!, რადგან ამის მოთმენა არ შემეძლო!,... წასასვლელი არ მქონდა,... დამამშვიდა და თავის ოთახში წამიყვანა,... მოხდა ისე, რომ მასშიც დავეჭვდი და ვთხოვე; - ,,შენს იქით გზა არ მაქვს, და ცუდად ნუ მომექცევი” - მეთქი,... მან ,,დამამშვიდა” მაგრამ,... მერე მაკოცა,... ამაზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს დავწერ: - 2 ტელეფონი მქონდა და ერთერთის ელემენტს მეორეში ვტენიდი,... აბა გამოიცანით ვის აქვს ახლა!,... ასე არავის არ დავუმცირებივარ!,...
--------------------
,,არაკაცებად ხალხი არ ჩნდება, არაკაცებად ზოგჯერ კვდებიან!”
|