ყველამ კარგად იცით ლიკანის მინერალური წყალი ხომ?
აი იმ ლიკანის რომანოვების სასახლეში რომ ტურისტებსაც კი აღარ უშვებენ რადგან სრულიად (ორი რეგიონის გამოკლებით) საქართველოს პრეზიდენტმა დაისაკუთრა უკვე.
აი მაგ ლიკანის მინერალური წყლის ბოთლის ეტიკეტზე არის ზუსტას აი ეს წარწერა:
"თქვენს მიერ შეძენილი ყოველი ბოთლის ღირებულების ერთი თეთრი გადაირიცხება საქართველოს პატრიარქის ფონდში"ევროპის ქვეყნებში (საითკენაც ჩვენ გვინდა რო მივდიოდეთ) ნებისმიერ მოქალაქეს აქვს არჩევანის უფლება, იხადოს ეკლესიის გადასახადები თუ არა.
განსხვავებით suckართველოსგან, იმ ქვეყნებში, თითოეულ მოქალაქეს მიუწვდება ხელი იმ ქაღალდებზე სადაც აღწერილია თუ რაში და რისთვის დაიხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადები.
ხარჯები არის როგორც წესი ძალიან კონკრეტული, მაგალითად:
რომ მოკვდები საფლავის ქვის, საფლავის მიწის, დაკძალვის ცერემონია და მსგავსი რამეები გექნება უფასოდ, რადგან შენ უკვე გადაიხადე ამის საფასური და შეიძლება მეტიც.
ან
შეგიძლია აირჩიო რომ შენს მიერ გადახდილი ფულით ეკლესია დაეხმარება მაგალIთად უპატრონო ბავშვთა სახლებს ან უპატრონო ძაღლებს ან კატებს ან ლოკოკინებს და ა.შ...
ეხლა გადავხედოთ ჩვენ სიტუაციას:
უპატრონო ბავშვთა სახლები გაპარტახებულია, ერთი ორი ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი თუ შეივლის წინა საარჩევნოდ და ერთი ორ ჩინურ სათამაშოს მიუგდებს წირპლიან ბავშვებს.
დაკრძალვის ცერემონიაზე მღვლები ერთმანეთს ეჯიბრებიან სტავკებში
საფლავის ქვებს და საფლავის მოწყობას ცეცხლის ფასები ადევს, ჯობია ნავთი გადაისხა სიკვდილის პირას და ფერფლად იქცე.
აღარ ვლაპარაკობ ჯვრისწერის, როგორც ჩვენში ბოლო დროს იტყოდნენ "სექსის გაპრავების" ცერემონიის ხარჯებზე და ბავშვის მონათვლის სტავკებზე რომლებიც 100 ლარს უკაკუნებს და კიდევ ზევითაც ადის.
რისთვის არსებობს ეს "პატრიარქის" ფონდები და იმის გარდა რომ ბიუჯეტიდან იღებს საპატრიარქო ფულს, რატომ ვურიცხავთ თითო თეთრს თითო ბოთლის შეძენაზე????
ვინმე მეტყვის სად მიდის ეს ფული?
