VASKA88
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3560
წევრი No.: 28200
რეგისტრ.: 12-January 07
|
#16656152 · 26 Nov 2009, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,მაესტრო~ - ჩვენი (?) პიარაგენტი!
აგვისტო მიწურულიყო. უჩვეულოდ გრილოდა, ლამის ციოდა. პარტიული შტაბბინა, რომელსაც მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრები უკვე ოცი წელია მოფერებით ოჯახს ეძახიან, როგორც ყოველთვის, ახლაც სავსე იყო საქართველოს სხვა და სხვა კუთხიდან ,,ოჯახში~ ჩამოსული და დამხვდური კოსტაველებით, რომლებიც თავიანთი ტემპერამენტისა და პარტიული ჩვეულებისამებრ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარების ირგვლივ ისე ცხარედ ბჭობდნენ, ავის მჩხრეკელიც კი ვერ შეატყობდა, რომ მათი თავმჯდომარე, აგერ უკვე ოთხი წელი სრულდებოდა, რაც რუსთავის ევროსაპყრობილის პრესტიჟულნომრიან სამარტოო საკანში ჰყავდა გამომწყვდეული თვითმარქვია ნაციონალ ხელისუფლებას. დიახ! სწორედ იმათ, ილიას, აკაკისა და ვაჟას შემოქმედებას, კაკალაშვილისა რომ ამჯობინეს! ამასობაში კი, მერაბ კოსტავას საზოგადოების პრესსამსახურის ერთი, როგორც ჩანს, სხვებზე უფრო გაზეთის მკითხველი და აქტიური წევრი მოკამათეებს შეუმჩნევლად თავს წამოსდგომოდა და რახანია მათი ყურადღების მიპყრობას ამაოდ ცდილობდა. არც იხტიბარს იტეხდა; მათი ხმის დათრგუნვისა და საუბარში ინტრიგის შეპარების მიზნით საკუთარი, არც თუ უსიამო ტემბრის მქონე ბანი ისე მაღალ ნოტზე აეწია, რომ ჭერზე ჩამოკონწიალებულ ოცდაშვიდმანეთიან ხუთსანთლიან ჭაღს შემაშფოთებელი ზრიალი გაუდიოდა, მაგრამ ის მაინც არ ცხრებოდა: ,,რომ წუწუნებდით, ,,ლოტბარი~ დავკარგეთ, მთლად დაგვივიწყაო, ახლა რაღას იტყვით?~ ამ რიტორიკულ კითხვას უკვე მერამდენედ იმეორებდა ბეჯითი პრესცენტრელი, რომელსაც მარცხენა იღლიაში ქართულენოვანი რუსული ბულვარული პრესის რამდენიმე ეგზემპლარი ამოეჩარა, ხოლო ერთი, მათ შორის ყველაზე უფრო ყვითელი, ზე აწეულ მარჯვენაში ჩაებღუჯა და შეუსვენებლივ აფრიალებდა. არც ის ავიწყდებოდა, სახეზე რაც შეიძლება მრავლისმთქმელი გამომეტყველება აღებეჭდა, რათა იქ მყოფთა ყურადღება საკუთარი პიროვნებისა და მის ხელში მოფრიალე გაზეთისადმი რაც შეიძლება გაეზარდა. _ ჯო! ამ სიცივეში რას გვინიავებ მაგ დასაწვავით?! ემანდ, რაც ნაღველა და შხამია ერთიანად თავზე არ დაგვაწუწო! თვალის ერთ დახამხამებაში გაერკვა მეყსეულად წარმოქმნილ ახალ გარემოებაში და როგორც მოსალოდნელიც იყო, ასეთ დროს დაუყოვნებელი და აუცილებელი პასუხი მოპირდაპირეს სწორედ დვალეთში ომგამოვლილმა ქიზიყელმა კოსტაველმა გასცა! კამათი ანაზდეულად დანარჩენებმაც თითქმის მაშინათვე შეწყვიტეს და პირი პრესცენტრელისკენ კი იბრუნეს, მაგრამ უნებლიედ იჭვნეული მზერა ჯერ ისევ ჰაერში მოფრიალე გაზეთზე შერჩათ მიყინული. _ ჩვენ გვკბენენ ხომ ისევ მაი აბდლები? იკითხა ,,წინასწარულად~ლანჩხუთელმა კოსტაველმა ისე, რომ გაზეთისთვის ჯერ თვალი არ მოეწყვიტა, თან მარცხენაზე გადადებული მარჯვენა ფეხი ნელა ჩამოიღო და იატაკზე მკვიდრად დადგა. შემდეგ სავარძლის საიდაყვეებს ორივე წინამხრით საიმედოდ დაებჯინა და ასე _ დამფრთხალი მთასვლელივით, ხუთ წერტილზე საგულდაგულოდ დამაგრებული მოემზადა გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასასრულს ყველასაგან მივიწყებულ ისტორიულ დვალეთში, ბრძოლის ველზე შექმნილ, სამშობლოს მსახურებაში დამაშვრალ, მრავალ ჭირგამოვლილ, მისი სათაყვანებელი საზოგადოების მიმართ გამიზნულად ნასროლი მორიგი მწყაზარი ცილისწამების მოსაგერიებლად. _ ხომ გეუბნებოდით, აპრილის აქციებზე ნაშოვნ ფულს ამ ზაფხულს სადმე მადაგასკარზე გამოუყვანენ წირვას და ისევ მოუბრუნდებიან საშოვარს, მათივე გამოისობით შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში კი, თუ არა ჩვენზე, აბა ვიღაზე ილაყბონ? ნაცმო და მიშიკო იმდენი თათხეს, ვიდრე ხალხს მათდამი აგრესია სიბრალულითა და თანაგრძნობით არ შეეცვალა. ერთმანეთის შიგთავსიც წინდის ყელივით ამოაბრუნეს – როგორც ეს თუნდაც გ. თორთლაძისა და გ. ხაინდრავას შემთხვევაში მოხდა: რუსების სამ ასოიან სპეცწარმონაქმნებთან უშუალო შეხებაში მუდმივად ყოფნა სრულიად გამჭვირვალედ და დამაჯერებელად რომ დაუსაბუთეს ერთმანეთს _ მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაც დროულად ჩაერია, აუხსნა: ,,ძაღლი ძაღლის ტყავს არ უნდა გლეჯდესო~ და, მიატოვებინეს! თუ სასწრაფოდ ხალხის ყურადღება რაიმე სხვას არ მიაპყრეს, წასულია მაგათი საქმე. ეს მათი ტრიბუნა – ყვითელი პრესაც ჩავარდება! დინჯად ამოთქვა პრესცენტრელმა, თან, დიდი ბრიტანეთის აწ განსვენებულ პრემიერ უ. ჩერჩილის აშკარა მიბაძვით, იქ მყოფთაგან ყველას სათითაოდ, დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში იმის ამოსაკითხად, ამ ყველაფერზე აპრილის აქციებამდე რომ ვწინასწარმეტყველებდი თუ გაიხსენესო? _ თუ ღმერთი გწამს, ნუღა გვტანჯავ, თქვი ახლა, რამე თუა ახალი! თუმცა, ახალი რაღა უნდა იყოს?! ალბათ ჩვენი მოხალისე პიარაგენტი - ,,მაესტრო~ ძველებურად თუ ბჟუტურობს: ,,კოსტაველები ცხინვალში ოსების სისხლს ყანწებით არა, მაგრამ, სირჩით სვამდნენ, საკუთარ თავსაც სახელმწიფო გადატრიალება თვითონვე მოუწყეს, რათა ხელისფლებაში ,,მაესტროსა~ და ჯაბას პერსონალიების, ხოლო საკუთარის – მათ სამწყსოში ხილვით დამტკბარიყვნენო~. როგორც გაწვართული მეომარი ერთ ჯერზე ორი ტყვიის მეტს ავტომატიდან არ გამოუშვებს, ზუსტად ასე, – ორ-ორ სიტყვიან ჯერად დაცალა სათქმელის მჭიდი ქუთაისელმა კოსტაველმა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის ბოლო ოცი წლის მანძილზე გამართულ უკლებლივ ყველა ბრძოლაში მონაწილეობას მხოლოდ მეტისმეტად დაკვირვებული, მახვილი თვალი თუ შეამჩნევდა. ისიც, მხოლოდ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე ხანგრძლივად ბჭობისას, როცა ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი ნერვული სისტემის გადაღლის გამო, მისდა უნებურად თავი – ჩვეულებრივზე ფართოდ დაჭყეტილი მარჯვენა და სანახევროდ მოჭუტული მარცხენა – თვალებითურთ მარჯვენა ბეჭისაკენ ედრიკებოდა. იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელის მოკაკვული საჩვენებლი თითი ყოველი ორი სიტყვის წარმოთქმისთანავე თავისით ოდნავ გაეშლებოდა და მორიგი ორის ამოსათქმელად კვლავ მისით ეკაკვებოდა, ხოლო მოპირდაპირისაკენ მიმართული მისი მარცხენა ხელი კი, მარჯვენა საჩვენებლის მარჯვე გაშლა-მოკაკვასთან შეწყობილად ირჩევდა სამიზნეს. და ასე, ვიდრე არ დააოსებდა. ახლაც, სანახევროდ მოჭუტული მარცხენა თვალი გაახილა თუ არა, პრესცენტრელი თავისით, უთქმელად მიხვდა, თხრობა დაასრულაო და, ოდნავ შესამჩნევად კი შეიშმუშნა, თუმცა, გაუქმებულ კედლის ღუმელთან მდგომ ტელეფონიან მაგიდას ისე მიუჯდა, გარეგნულად არც კი შეიმჩნია ქუთაისელი თანაპარტიელის მიერ მისი სათქმელის სანახევროდ გამოცნობა. შესაძლოა იმის შიშითაც, ჩემი სათქმელი ამათ არ დაასრულონო, უცებ, იღლიაში ამოჩრილი გაზეთები მაგიდაზე დაყარა, ის ერთი, ყველაზე ყვითელი, წეღან რომ აფრიალებდა, მეთოთხმეტე გვერდზე გადაშალა და იქ მყოფთათვის დასანახად, ნელა, მსახიობურად მიატარ-მოატარა და, როგორც იქნა დაიწყო: _ ა, ბატონო! ჩვენს საზოგადოებას ცალკე მოიხსენიებს, ცალკე ,,მის შეიარაღებულ დაგჯუფებას ვაჟა ადამიას ხელმძღვანელობით~, როგორც ყოველთვის საგანგებოდ, ხაზგასმით გამოჰყოფს! უფრო მეტიც, შეხედეთ! მართალია, შავ ფონზე, ვეება კითხვის ნიშნით, სიგუა-კიტოვან-გუგუშვილ-ომანიძის გარემოცვაში, მაგრამ სანაცვლოდ, ლამის მთელ გვერდზე აქვს ჩვენი თავმჯდომარის სახელი და გვარი გამოტანილი! როგორც ჭეშმარიტ ,,ლოტბარს~ შეჰფერის, ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო~ სიმებიანი და სასულე ორკესტრებივით ორ - დაპირისპირებულ ბანაკებად დაუყვია და გაუჩაღებინებია ძმათამკვლელი ომი ეროვნული სამუსიკო ცნობიერების (ჩათვალე, ,,მრგვალი~ ხელისფლების) ძირშივე მოსათხრელად და ამოსაგდებად! ,,1991 წლის დეკემბერში შეიარაღებული დაპირისპირების ავტორი არის ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო!~ აცხადებს საზეიმოდ ჩვენი ,,პიარლოტბარი~ და იქვე დასძენს: ,,ხაზგასმით ვამბობ, როგორც ფაქტს – ამ დროისათვის, მთელი ცხრა თვეა რაც ციხეში ზის ,,მხედრიონის~ მთელი ბირთვი ჯაბა იოსელიანის ჩათვლით! გარეთ ,,მრგვალი მაგიდის~ გასამხედროებული დაჯგუფება ,,თეთრი გორგი~ იყო და ,,მერაბ კოსტავას საზოგადოებას~ ვაჟა ადამიას ხელმძღვანელობით საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავდა~... პრესცენტრელი აქ წამით შეყოვნდა, რათა ,,მაესტროს~ ნარნარი ლოღიკის ზეგავლენით აჩქროლებული გული ოდნავ დაეცხრო, თან მზერა წამიერად თანაპარტიელებს ჰკიდა და რა დარწმუნდა, ისინიც საამო განცდებში იყვნენ შთაფლულნი, ისე, ყოველი შემთხვევისათვის, როგორც, ასეთ დროსაა მიღებული, ერთი დარბაისლურად ჩაახველა და განაგრძო: _ ძვირფასო თანაპარტიელებო! ნება მიბოძეთ განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო პატივცემული ,,ლოტბარის~ განსაცვიფრებლად დახვეწილი სამჭერმეტყველო ხელოვნება, რომლის გამოისობითაც, მისი ყოველი განცხადება ლახვრავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ ან ჭეშმარიტების გზას აცდენილ არა თითო კურდღელს _ განცხადებისამებრ მისი ზოგიერთი ნაკლებნიჭიერი კოლეგისა _ არამედ კურდღლების მთელ ჯოგს! თავად განსაჯეთ: სად გაგონილა მარჯვენამ არ უწყოდეს რას იქმს მარცხენა? ანუ სუკი აპატიმრებდეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Mმთავრი სადაზვერვო სამმართველოს _ ГРУ –ს ისეთ მაღალჩინოსან ოფიცერს, როგორიც ჯაბა იოსელიანი იყო, და მის მხედრიონს?! მაშ, ცრუობს ,,ლოტბარი~? არა და რა! ჩვენი ძვირფასი ,,ლოტბარი~ სწორედ იმას მიანიშნებს დაბეჯითებით, რომ თუ ვერ დააპატიმრებდნენ, ე.ი... დიახ! მათ იქ ინახავდნენ! ცოტა ხნით ადრე ი. ჭავჭავაძის საზოგადოებასთან ორგანიზაციულ ერთიანობაში პოლიტიკური საფარველის შექმნის მიზნით შედუღაბებული ჯაბა და მისი მხედრიონი რაღაცას გაარიდეს! ერთ ლაკონურ წინადადებაში: ,,მთელი ცხრა თვეა რაც ციხეში ზის ,,მხედრიონის~ მთელი ბირთვი ჯაბა იოსელიანის ჩათვლით!~ ღრმად პატივცემული ,,ლოტბარი~ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და პირდაპირობით არა მხოლოდ ამ შემზარავ ფაქტზე მიგვითითებს, არამედ იმ ზუსტ ვადაზეც, _ ,,მთელი ცხრა თვეა~ - როდესაც ეს ნაღმი უნდა ამოქმედდეს! როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცა და მაინც ,,9 თვეა,~ და არა, სამი, ან თუნდაც შვიდი? იმიტომ, რომ 3 თვემდე აბორტი ემუქრებათ, 7 თვემდე – უდღეურობა, ,,მთელი 9 თვეა~ საჭირო, რათა ჯანმრთელნი იშვან! და ეწყებათ კიდეც სამშობიარო კრუნჩხვები, ვინაიდან ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი თ. კიტოვანი და თ. სიგუა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიასთან ძირითადად სატელოფონო რიტორიკით არიან დაკავებულნი და არა თავად სახელმწიფო გადატრიალების პროცესით! მერაბ კოსტავას საზოგადოების, როგორც ეროვნული მოძრაობის წევრთაგან ერთად-ერთი სტიქიურად, ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლის ველზე კრემლისა და მისი სპეცსამსახურების – КГБ-სა და ГРУ –ს ნებართვისა და სურვილის გარეშე შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩათრევას ,,ძმათამკვლელ ომში~ - როგორც ამას ხაზგასმით ,,ლოტბარიც~ აღნიშნავს – და ამ გზით მათ მიერ უმართავი, დამოუკიდებელი ძალის პოლიტიკურად განადგურებას, გულმოდგინე დაბეჯითებით ამაოდ ცდილობდნენ. ,,თეთრი გიორგის~ წევრები ,,მხედრიონის~ ძირითად ბირთვს ჯერ კიდევ მაშინ შეადგენდნენ, როდესაც ეს ორგანიზაცია აკაკი ბაქრაძემ და ჯაბა იოსელიანმა ერთობლივი რუდუნებით დააფუძნეს. ,,იმელის~ შენობასთან გათამაშებული დაპირიპისრების შემდეგ, სწორედ ეს ძირითადი ბირთვი გამოეყო ,,მხედრიონს~ და ,,თეთრი გიორგი~ დაირქვა. იგი რამოდენიმე ხანში ისე გაქრა თვალსაწიერიდან, რომ ძმათამკვლელ ომში – რომლის ძირითადი მამოძრავებელი ჯაბა იოსელიანი გახდა თავისი ,,მხედრიონით~ - მონაწილოება არ მიუღია. თენგიზ კიტოვანი ცხარედ კი ბილწსიტყვაობდა, მაგრამ საქმით იმდენად უხალისოდ ირჯებოდა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ, რომ კრემლი იძულებული გახდა სასწრაფოდ ჩაეტარებია სუკ-ის იზოლატორის დაწვის ოპერაცია, რათა სამარქაფო გეგმა აემუშავებია და რეზერვში მყოფი ,,მხედრიონის მთელი ბირთვი ჯაბა იოსელიანის ჩათვლით!~ - როგორც ამას პატივცემული ,,ლოტბარი~ მიუთითებს – საგანგებოდ შექმნილი ლეგენდით გაენთავისუფლებიათ ფსევდოპატიმრობიდან. უნდა ითქვას, რომ ამ გარემოებაზე თავად ჯაბა იოსელიანიც დაუფარავად მიანიშნებს საკუთარ ნაწარმოებში - ,,მესამე განზომილება~, როდესაც ამბობს, რომ სუკ-ის იზოლატორიდან განთავისუფლების შემდეგ, რამდენიმე დღეში უკან მიბრუნებულს, სუკ-ის ვეება შენობა სრულად განადგურებული დახვდა. ნახანძრალ-ნაღველფარში - რომელიც ჯერ სრულად არც კი მინავლებულიყო – მისი დღიური მთელი და უვნებელი იდო! საერთოდ კი, ღიმილისმომგვრელია, როდესაც იმართება პოლემიკა ჯაბა იოსელიანის საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურებთან დამოკიდებულების თაობაზე, მაშინ, როდესაც თავად პროფესორი აღნიშნული სამსახურებისადმი მისი კუთვნილების შესახებ ,,მესამე განზომილების~ მკითხველს იოტისოდენა ეჭვის საბაბსაც არ უტოვებს და დაუფარავად, ჩვეული იუმორითა და შეუნიღბავი თვითკმაყოფილებით საუბრობს. ,,მესამე განზომილება~, რომელიც ზემოთ ვახსენეთ მოგვიანებით დაიწერება. ახლა კი ,,მხედრიონის მთელი ბირთვი ჯაბა იოსელიანის ჩათვლით~ დამწვარი სუკ-იდან მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გადაბარგდებიან და იქ საკუთარ სამხედრო შტაბს გახსნიან. ჩვენი ,, პიარლოტბარი~ ჯაბასა და მის ,,მხედრიონს~ სწორედ აქ შეურთდება, რათა მათ წიაღში მისცეს ფართო გზა საკუთარ შესაძლებლობებს. გაერკვევა რა ძმათამკვლელი ომის მსვლელობის წვრილმანებში, ჯაბა აღმოაჩენს, რომ მერაბ კოსტავას საზოგადოება არის არა აქ, თბილისში, სადაც კრემლი საკუთარი მარიონეტების ხელით ახორციელებს გრანდიოზულ სპექტაკლს, რომელსაც ,,სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია~, არამედ მისი მუდმივი დისლოცირების ადგილზე – დვალეთში! (რომელსაც რატომღაც უსამართლოდ სამაჩაბლოსაც უწოდებენ) ჯაბა იოსელიანი დვალეთში სასწრაფო შეტყობინებას გზავნის, რომლის პირველი სტრიქონი ასე იკითხება: ,,ვაჟა! თუ სამშობლო გიყვარს გემუდარები სასწრაფოდ ჩამოდი თბილისში, ჯაბა~ (დოკუმენტი დაცულია). მერაბ კოსტავას საზოგადოებამ არ მიატოვა დვალეთი! მას არც პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ გასჩენია ,,სამხედრო საბჭოში~ შესვლის სურვილი, ვინაიდან თავს დამხობილი ხელისუფლების ნაწილად მიიჩნევდა! ის, რომ მერაბ კოსტავას საზოგადოება დვალეთიდან დაძვრას არ აპირებდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჯ. იოსელიანი თბილისში გულხელდაკრეფილი მჯდარიყო. ან მით უმეტეს სასოწარკვეთას მისცემოდა. პროფესორი – პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას ჯერ ისევ თბილისში ყოფნისას! – მის მარჯვენა ხელად ქცეულ პატივცემულ ,,ლოტბარს~ ავალებს თბილისის #5 იზოლატორში პატიმრობაში მყოფ ტორეზ კულუმბეკოვის – ოსი ხალხის საამაყო შვილის – გათავისუფლებას და ცხინვალში მორჭმით ტრანსპორტირებას. ,,ლოტბარი~ ამ პასუხსაგებ დავალებას მისთვის ჩვეული იმგვარივე გულმოდგინებით ასრულებს, როგორითაც სუკ-თან ზიარი ვიდეოკამერით იღებდა მერაბ კოსტავას ყოველ ფეხის ნაბიჯს, რათა ამით ზნეობრივი საფუძველი შეექმნა, სამომავლოდ საკუთარი თავის მერაბ კოსტავას თანამებრძოლად გამოსაცხადებლად! როდესაც ამას წინათ ,,ლოტბარს~ ჰკითხეს, თუ რის საფუძველზე, რა მიზეზით გაათავისუფლა პატიმრობიდან ტორეზ კულუმბეკოვი, მან საკუთარი მოქმედება, წესისამებრ, ჰუმანური, ინტერნაციური ზოგადსაკაცობრიო მოტივებით ახსნა. იმას კი, რასაკვირველია, ვერ გაამხელდა, რომ მათგან ,,არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე – ვენეციელი, ორივე ბედკრული~ საბჭოთა სპეცსამსახურების
გაგრძელება შემდეგ ნომერში
პ.ს ეს გახლავთ სიმართლე! * * * მაესტრო ჩვენი (?) - პიარ აგენტი
გაგრძელება
მემორიულ-დოკუმენტური მოთხრობის ამ ტკივილიან მონაკვეთზე ოთახში უჩუმრად შემოხოხებული, მსმენელთა ცნობიერებას დაუფლებული კაეშნის უკანვე გაძევების მიზნით, პრესცენტრელს ერთობ მორიდებით, მაგრამ საქმიანად მომღიმარი ქუთაისელი თანაპარტიელი შეეხიდა: _ მეგობრებო, მე ორი შენიშვნა მაქვს: _ დაიწყო მან და ღიმილის მასშტაბები, _ არ ვიცი მადლირების ნიშნად, სიტყვა რომ დროულად დაუთმეს, თუ გულისყურით მოყურადე თანაპარტიელთა მიმართ კეთილგანწყობის დასტურად _ კიდევ უფრო გააფართოვა. _ პირველი თბილისელებს გეხებათ: დედაქალაქელებს ყველაფრის გადმოქართულება რომ გიყვართ, თითქოს ეშინიათო, პროვინციელებმა არ დაგვასწრონ, საცნაურს, რაცხა უცნაური არ დაარქვან და სიტყვა ,,შოუსავით~ სასეიროდ არ დაგვიმკვიდრონო! მაგ ჩვენზე დამაშვრალ მუშაკს ,,მაესტრო~ ჰქვია და ნუ დავიწყებთ ცეცხლთან თამაშს, ნუ შევეცდებით ,,მაესტროს~ გადმოქართულებას ,,ლოტბარად~, ნუ შევუზღუდავთ საერთაშორისო ,,სამაესტროს~, ლოკალური ,,სალოტბარო~ სივრცით! ე მასე ნუ დავამცირებთ ჯერ იმიტომ, რომ საკუთარი სახელის თარგმნა არაა მიღებული! მერე კიდევ ის, თუ გახსოვთ, ვარდიკო როგორ ვკადრო ამხელა კაცსო და, წინდაუხედავად ,,ვარდენო~, მიმართა ერთმა პატიოსანმა კაცმა ვარდიკო ნადიბაიძეს. ვარდიკო ისე გაწიწმატდა, სამხრეებიდან ლამის ვარსკვლავები ჩამოსცვივდა. არამკითხე ნათლიის თავხედობით უკიდურესად აღშფოთებული, ქართულის უცოდინარი გენერალი გულწრფელი გაოცებით ჩიოდა: ,,ჩემს სახელს თქვენი დასაწუნი რა სჭირსო?~ ე, მასე არ დაგვემართოს, ჩვენზე გადამკვდარ ,,მაესტროს~ ნუ გავანაწყენებთ ვარდიკოსავით ჩვენც თქვა! მეორე ის გახლავთ, რომ, თუ ქუთაისელები სტუმართან გოგისვანიძეების რესტორნებით ვიწონებდით ყოველთვის თავს, თბილისელებმა ხომ, მისდღემში რაცხა უსაშველო უნდა მოიგონოთ, ოღონდაც ვალში არ დარჩეთ და რამენაირად გვაჯობოთ. იმ ავად სახსენებელ, დასაწვავ მოსკოვის პროსპექტზე რომ რესტორანი გქონდათ, რაცხა, ქლა სასწაული სახელი რომ ერქვა _ ,,ყვერები!~ ე მანდ რომ მომავალი ,,ხუნტა~ _ სამხედრო საბჭო თავის ,,მაესტროიანა~ საკუთარის დასაგემოვნებლად დაეპატიჟა ბატონ ზვიადს და, როცა კარგად დანაყრდებოდნენ, თავისი სამუშაო ოთახის გასაღებიც გადაეცა! ე, იმას უფრო იოლად დაიჯერებს ადამიანი, ვიდრე ,,მაესტრო~ რომ ბრძანებს, ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო~ საკუთარ თავს თვითონვე ებრძოდა და დაამხოო. უსათუოდ უნდა გავარკვიოთ, ე მასე უკუღმართად, წინდაწინვე დაუჯერებლის დასაჯერებლად გასაღებას რატომ ცდილობს ,,მაესტროს~ დონის ოსტატი? ე, მაგაა საეჭვო სწორედ, ეტყობა, რაცხა უჭირს მაგ უბედურს. ქე უნდა მივუხვდეთ, ჩავწვდეთ მის გასაჭირს და წავაშველოთ რაცხა. თუ არა და, მაგი რომ ბოლომდე გაიშიფროს, კაი დღე არც ჩვენ დაგვადგება, _ ,,მაესტროს~ დონის პიარ აგენტი მეორე არ მოგვეძევება! თუ კიდევ ვინმეა შემოჩენილი, ქე რო წეღან ი რაცხა სასწაული რესტორნის სახელი ვახსენე, ე, იქამდეც კი ვერ წვდებიან ,,მაესტროს~! ყველანი კარგად ხედავთ, რომ ყვითელი მედია სივრცის ერთ_ერთი მთავარი სახე ,,მაესტროა!~ ქე რო გველუკაშვილმა ქნა ისე, ჩვენი გაფრთხილების მერე, ამანაც არ გაგვიგონა და ასე გამომწვევად გააგრძელა თავის გამჟღავნება, მოსისხლე მტერივით ჩასაფრებულ ნაცებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩებათ, ისედაც, სულ მიზეზის ძებნაში არიან გაფაციცებით. ,,მაესტროს~ რა უჭირს, დაასვენებენ ცოტა ხნით, სულს მოათქმევინებენ. ჩვენ კი, ყვითელ მედია სივრცესაც დავკარგავთ და ყვითელი მედიის არამიზნობრივად მომხმარებელ ელექტორატსაც, რომელზეც წლებია ,,მაესტრო~ თავდაუზოგავად მუშაობს ჩვენს გამო. მართალია, ასე დიდხანს არ გაგრძელდება: პუტინის მიერ მართული ,,პამიატის~ მსგავსი არასამთავრობოები ამჯერადაც ერთ ჟივილ_ხივილს ასტეხენ: ,,მაესტროს~ ნუ გვიჩაგრავთო!~ დღევანდელ უმძიმეს საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში კი, როდესაც ობამამ ჩვენი ქვეყნისა და ხინკლის მოყვარული ჯორჯის მიერ წვალებით შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო პროექტის მშენებლობა უგულვებელყო და ამით, არა მხოლოდ პოლონეთი და ჩეხეთი, არამედ, მთელი აღმოსავლეთ ევროპაც, ცივი ომის დროინდელი პერიოდივით, ისევ რუსებს მიუგდო საჯლიგინოდ! ასეთ დროს პუტინის თხოვნას: ,,გამოუშვი ,,მაესტრო~ მაგ შენი ვირის აბანოდანო~, ვეღარ წაუყრუებს მიშიკო, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციად მის მიერ გადაკვარახჭინებული სატრანსპორტო პოლიციის სახურავზე შედგმული მინის გუმბათიდან შეუიარაღებელი თვალით უმზერს ახალგორს _ მან რომ ხალხის დაუკითხავად, უკანონოდ შეუერთა მის მიერვე დანაშაულებრივად აღდგენილ ავტონომიურ ოლქს _ და იქ განლაგებულ, თბილისზე დამიზნებული ზარბაზნებითა და ,,ტოჩკა_უ~ ტიპის რაკეტებით შეიარაღებულ რუსის საოკუპაციო ჯარს! კიდევ გიმეორებთ, იმის შიში კი არ მაქვს, ქლათ აგერ, ახალგორში მოსული პუტინის ნათქვამს არ შეისმენს მიშიკო და ,,მაესტროს~ მაია თოფურიასავით, წლობით არ გამოუშვებსთქვა. მე ის მაფიქრებს, ვიდრე რუსეთ_საქართველოს ავტორიტარულ_ბიუროკრატიული ხელისუფლებები ციხიდან გამოსაშვებ ნოტებს ერთმანეთში გაცვლიან, რათა განთავისუფლების დროს ,,მაესტროს~ ხელში დააკავონ, ამასობაში არჩევნები ქე ჩაიარს ჩვენი პიარის უმისოდ და რა დახლი უნდა დაგვიდგესთქვა! _ თქვენა გენაცვა, მე თუ მკითხავთ, გეტყვით რომა, ამ საკითხსა სწორად არ უდგებით. აგერა, დგას ეს ადამიანი და სახალხოდა ცრუობს ჩვენზედა. ჩვენ კი უნდა გავარკვიოთ, ამ სიცრუითა საჩვენოთ ირჯება, თუ სასხვითოთა! ისე, სიმართლე თუ გინდათ, მე თავის დღეში არ მინახავს და არც გამიგია სიცრუითა ვისმეს სიკეთე ეკეთებინოს, მაგრამ პოლიტიკაში რას არა ნახავს თურმე კაცი! ამ ყველაფრის გასაგებათა თავიდან უნდა ჩამოვყვეთ, გაიგე? ვინ არის ,,მაესტროი~? საიდან მოვიდა, რა უკეთებია დღემდინა? ასე ავწონ_დავწონოთ, შევიქმნით მასზე მართალ წარმოდგენასა და საქმე თვითონა გვიჩვენებს, ჩვენგანა ქებას იმსახურებს თუ გინებასა, გაიგე? _ ჩაერთო საუბარში დვალეთიდან დევნილი კოსტაველი. ნუ იუცხოებ მკითხველო დვალეთს! შენი ცნობიერებიდან ამ ტოპონიმის ამოშლას საგანგებოდ ეცადა საბჭოთა ქართული ისტორიოგრაფია, რათა იგი სამაჩაბლოთი ჩაენაცვლებია იმ გვარის პატივსაცემად, რომელმაც ათწლეულების მანძილზე იქ მასიურად დაასახლა ოსები. _ ჩემი ფიქრითა, თუ იმას გაიხსენებთ, ჩვენთანა დვალეთში რა დროს გამოჩნდა, ძალიან ადვილად გაარკვევთ ვისთვისა მუშაობს ეგა, გაიგე? 1989 წლის დეკემბერი იყო. ჩვენა ცხინვალი ალყაში გვყავდა. ჯაბა თავის ხალხითა კი, ალყაშემორტყმულ ცხინვალში ოსებთან ერთადა ქეიფობდა და დროს ატარებდა. ალყით შეწუხებულმა ოსებმა ჯაბასა შესჩივლეს: ,,გვიჭირს, ქალაქსა პროდუქტი და კიდევ ათასი რამა სჭირდება, აღარაფერი შემოდის და გვიშველეო~. ჯაბამ ოსებსა 2 ტომარა ფული გამოართვა იმ პირობითა, რომა ვაჟასა ალყას მოვახსნევინებო. მართლაც მოვიდა მეღვრეკისში, ჩვენს შტაბში და ვაჟასა უთხრა: ,,ცხინვალსა ალყა უნდა მოვხსნათო~. ვაჟამ უპასუხა: ,,შენა და შენი ხალხი ალყაში არც როდისა მდგარხართ და ,,უნდა მოვხსნათ~ რას მიქვიანო?~ მოკლედა, რომ ვეღარაფერი გააწყო, რაღა ექნა? წავიდა გაწბილებული. მეორე დღესვე გამოჩნდა ,,მაესტროი~ ერთ ქალბატონთან ერთადა, რომლის გვარსაც მე არ დავასახელებ! ის კი ძალიანა მიკვირს, ამ ინტერვიუში ,,მაესტროი~ შეფარვითა ემაგ ქალბატონსა სხვებთან ერთადა აგენტად რომ ასახელებს! მოკლედა, შევუშვით ესენი ცხინვალში. მას იქით ერთი კვირაც არ იყო გასული და მეღვრეკისში შტაბში მოგვადგა ცხონებული ზვიად გამსახურდიაი. ძაანა ბრაზობდა. ვაჟას მივარდა: ,,ეს ნაბიჭვარი გოგა ხაინდრავა, რატომ შეუშვი ცხინვალში, საავადმყოფოში სურათები გადაუღია დაჭრილი ოსებისათვის და შუაგულ ევროპაში _ პარიზში გამოუფენია: ,,აი, ეს არისო ქართული ეროვნული მოძრაობა!~ თავი მოგვჭრა ყველას მაგ სუკის აგენტმა, მაგ არამზადამ...~ ბევრი ლანძღა ,,მაესტროი~ ზვიადმა, მაგრამა მარტო იმ სიტყვებითა, რაცა ზემოთ გითხარით. გინებაი არა სცოდნია! ვაჟამა სცადა შედავება: ,,ასე უცებ მაგ როგორ მოასწრებდა, გავერკვეთ, რამე შეცდომა არ მოგვივიდესო~. ,,ჩემი ნათესავია, მაგ ნაბიჭვარსა შენ მასწავლი ვინ არისო?~ ,,შენ კი, ეხლავე უნდა მოხსნა ალყა ცხინვალსა და თბილისში წამოხვიდეო!~ ვაჟამა კატეგორიული უარი უთხრა ალყის მოხსნაზედა: ,,მე არცერთი დაჭრილი არა მყავს, ალყა რომ მოვხსნა, ოსებს გული მიეცემათ, ალყა ვერ განახორციელეს ბოლომდე, ძალები არ ეყოთო იფიქრებენ და შემოგვიტევენ, მერე დაჭრილიც მეყოლება და მოკლულიცაო. ესა იძულებულსა გამხდის შევუტიო და ორ-სამჯერ მეტად ვაზღვევინო და ასე გაგრძელდება, მაშინ როცა ოსები უკვე დამთანხმდნენ შეიარაღებული ბლოკპოსტებიც აიღონ და ეს საბჭოთა დროშებიც ჩამოხიონ ლამპიონებიდან. ომსა ჩვენ ფაქტიურად ვასრულებთო!~ ცხონებულმა უთხრა: ,,გამგეობის გადწყვეტილებაა და ვალდებული ხარ დაემორჩილოო!~ ვაჟამა უარი უთხრა, რადგანა ჩვენებურები ეუბნებოდნენ: ,,თუ მიგვატოვებ, იცოდე, საშვილიშვილოდ დაგწყევლითო!~ ჯაბაცა ამოვიდა ცხინვალიდანა თავის ხალხთან ერთადა. ზვიადსა დაჩაგვრა მოუნდომა. ვაჟამა შემოუსწრო და შავი დღე აყარა ჯაბასა. ამ ყველაფერსა ერთი კაციცა შეესწრო, რომელზედაცა ამ ბოლო დროსა გაზეთში დაიწერა: ,,მაგ კაცზე და მის პარტიაზე რესპუბლიკის პროკურატურასა მოსკოვიდანა გვიბრძანეს, ხელი არ შეუშალოთო!~ ზვიადის გამო ვაჟას ჩხუბის მერე ჯაბა იქაურობასა სასწარფოდ გაეცალა: ოსებისგანა ფული ჰქონდა აღებული და ცხინვალზედა ალყა ვერ მოგვახსნევინა. ჩვენებურებიც ერჩოდნენ, ხედავდნენ ქართულ საქმესა არ აკეთებდა, თავისთვინა და რუსისთვის ირჯებოდა. ეხლა ვაჟაც გადაიკიდა და იქა ჯაბასა აღარ დაედგომებოდა, გაიგე? ამ ამბების გახსენების შემდეგა, რაღა საკითხავია ,,მაესტროი~ _ რომელიცა სასწრაფოდა ჯაბას დაახმარეს; ცხინვალის საავადმყოფოში სურათები გადააღებინეს, ვიზა და უცხოური პასპორტი გაუმზადეს, პარიზში გამოფენა მოუწყვეს და ეს ყველაფერი სულ რამოდენიმე დღეში მოახერხეს, ისიცა საბჭოთა დროშია _ ვინაა და რომელ სამსახურს ეკუთვნის? 1989 წლის დეკემბრიდან უნდა ჩაითვალოს ,,მაესტროი~ ჩვენს პიარ აგენტადა. მისი პარიზული გამოფენის შემდეგა ლამისა ყოველდღე, მიტკოვა გვახსენებდა ,,ვრემიაში~: ,,მერაბ კოსტავას საზოგადოებამ ორი რაკეტა ჩამოაგდო ორჯონიკიძის გარეუბანშიო~. ცალკე _ საბჭოთა ვიცეპრეზიდენტი _ იანაევი: ,,ადამიას ბანდები მოქმედებენ ცხინვალშიო~. შეადარეთ მიტკოვასა და იანაევის 20 წლის წინანდელი განცხადებები ,,მაესტროს~ ეხლანდელ გამონათქვამებსა და ყველაფერი გასაგები გახდება! გაიგე? ამ ყველაფრის შემდეგა მიშაი შევარდნაძესავითა ,,მაესტროს~ რომ გზავნიდა ცხინვალში ოსებთან სალაპარაკოთა, როგორა ფიქრობთ, ჭკუა არა ........
ჰქონდა? ჰქონდა, როგორ არა ჰქონდა, მაგრამა რუსები ,,მაესტროს~ ითხოვდნენ და რა ექნა? მოლაპარაკებებზედა ვითომ ქართველების სახელითა ,,მაესტროს~ აქეთ დასვამდნენ, იქითა _ მაესტროსნაირსა ოსების სახელითა. შუაში კიდევა მათი _ ორივეს პატრონი რუსი დაჯდებოდა და მთელ მსოფლიოსა წლების მანძილზე ატყუებდნენ: ,,სამმხრივი კომისია მუშაობსო!~ გაიგე? აბა ეს ამბავი ჩვენს ქვეყანასა კარგ დღემდე მიიყვანდა? ტაატით დაასრულა თხრობა კაცმა, რომელსაც 19 წლის მანძილზე ძილის დროსაც კი თვალი არ მოუხუჭავს _ თვალგახელილს ძინავს! დიახ, მკითხველო, ხატოვნად ნათქვამი არ გეგონოს! ორი ათეული წლის მანძილზე მიმდინარე ამ საშინელ ომებში კოსტაველებს წინ მუდამ რუსი დამპყრობლებისა და მათი მარიონეტი ოსების, ხოლო უკან _ ზურგში ასეულობით ,,მაესტროს~ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული მოქმედებების მიმართ შესაბამისი სიფხიზლე უნდა გამოეჩინათ! პირსისხლიანი, დაუნდობელი მტრის პირისპირ მხოლოდ ღვთისა და ერთმანეთის იმედად დარჩენილებს უკიდურესად ფხიზელი _ თვალღია ძილი დასჩემდათ! უფრო მეტიც, როცა ჭირისა თუ ასე იშვიათი ლხინისას სავალდებულო სამიოდ ჭიქა ღვინის შესმა უწევთ, თუნდაც თბილისში ყოფნისას, ტანზე გახდას ვერ აიძულებ, ლოგინში ტანსაცმლიანად წვებიან, საბნის კიდეს დაგორგლავენ, საბრძოლო იარაღივით გულში ჩაიხუტებენ და სძინავთ ასე, ტანთგაუხდელებსა და თვალებდაჭყეტილებს, მუდმივ მზად ყოფნაში ნებისმიერ წამს ფეხზე წამოიჭრან მტერთან შესაბმელად! მსგავს გამოვლინებებს ამერიკელმა მედიკოსებმა ჯერ კიდევ 50 წლის წინ ,,ვიეტნამის სინდრომი~ უწოდეს. ჩვენში, ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, ვერც ხელისუფლება ამაღლებულა აღნიშნული სინდრომით შეპყრობილ თავის მოქალაქეებამდე და შესაბამისად, ვერც მედიცინა _ მათ სარეაბილიტირებოდ. მხოლოდ ,,მაესტროები~ და მათი კრემლელი პატრონები გვიხსენებენ უწინდებურად, დაჟინებით, ნიადაგ! _ დვალეთში ხომ მთლად ავუშენებივართ! მერე ჩვენთან _ სოხუმში დაიწყო წანწალი. _ მხარი აუბა დვალს სოხუმელმა კოსტაველმა _ კაკოს რომ ეფერება მაგერ: ,,ჩემო კაკო! ტყუილია! მე შევარდნაძის მთავრობაში არ ვყოფილვარ! მე ვიყავი დროებით სა<
--------------------
სიკვდილი მოღალატეებს!
|