მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე სტაბილურობა სუფევს, ადგილობრივი მებენზინეებმა, საწვავის ფასის ზრდაზე საუბარი განაახლეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს საერთაშორისო ფასებთან არაფერი აკავშირებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ნაწილი საწვავის გაძვირებაზე ალაპარაკდა. კომპანია ”ვისოლში” აცხადებენ, წლის ბოლომდე საწვავის ფასი 5-10 თეთრით მოიმატებს. მათი თქმით, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი არასტაბილურია და დღითი დღე იმატებს.
- ”ჩვენთვის მტკივნეულია საწვავზე ფასის მომატებაზე საუბარი, თუმცა ვცდილობთ ფასები უკიდურეს შემთხვევაში გავზარდოთ. ამ ეტაპზე მომატებას არ ვაპირებთ, მაგრამ წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ ფასები 5-10 თეთრით გაიზრდება” - დასძენენ მენჯმენტში.
თუმცა, ”ვისოლს” მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, ვინაიდან ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასები ყოველდღიურად ნამდვილად არ იზრდება. ბოლო თვენახევარია, 1 ბარელი ნავთობის ფასი 76-78 დოლარის ფარგლებში მერყეობს და რაიმე მკვეთრ ზრდას ადგილი არ ჰქონია.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ძვირადღირებულ საწვავზე მოთხოვნა მაინც არის და იტალიური საწვავის ”აპის” წილმა ვისოლის საერთო გაყიდვებში 35% შეადგინა, სამომავლოდ კი, კომპანია ამ ციფრის გაზრდას 50%-მდე ვარაუდობს.
საწვავზე ფასების ზრდას არც კომპანია ”რომპეტროლ ჯორჯიაში”გამორიცხავენ. მარკეტინგის სამსახურის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე ფასები ხშირად იცვლება, თუმცა ამ ეტაპზე ფასების ზრდას კომპანიაში არ აპირებენ. ”რომპეტროლის” ქსელში ფასები
საწვავზე ფასები მომატების გადაწყვეტილება ჯერ არც კომპანია ”ლუკოილში” მიუღიათ.
კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ფასები მსოფლიო ბაზარზე არაპროგნოზირებადია და ხშირ შემთხვევაში იმატებს, თუმცა არის დღეები, როცა ფასები ეცემა და აქედან გამომდინარე, ფასების ზრდას ამ ეტაპზე არ აპირებენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი, თავგამოდებულად ირწმუნებიან, რომ საქართველოში საწვავის ფასი უახლოეს პერიოდში არც მოიმატებს, თუმცა არც შემცირდება. როგორც კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა აცხადებს, ამის საფუძველს მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება იძლევა.
მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. თუ წლის დასაწყისში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 35-40 აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 75-80 დოლარს გაუტოლდა.
ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან უმთავრესი ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირება და გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ნიშნების გამოკვეთაა. თავის დროზე, ნავთობის ფასის დაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ეკონომიკური კრიზისი გახდა.
ვანო მთვრალაშვილის თქმით, ქვეყნის საცალო სავაჭრო ქსელში ბენზინი ”სუპერი” - 1,85-1,90, ”პრემიუმი” - 1,80-1,85, ”ევრორეგულარი” - 1,65-1,70, აზერბაიჯანული ბენზინი - 1,60-1,65, ხოლო ევროპული დიზელი 1,75-1,80 ლარად იყიდება.
ეს ფასები, ოქტომბერთან შედარებით, 5-10 თეთრით არის გაზრდილი. საწვავის ღირებულებამ ბოლოს ნოემბრის დასაწყისში მოიმატა. უახლოეს ხანებში ასეთი ფასები სტაბილურად შენარჩუნდება.
რაც შეეხება საავიაციო ნივთს, მთვრალაშვილის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გამო, ბოლო წლებში მასზე მოთხოვნილება მკვეთრად შემცირდა. მისი ფასი 1,90 ლარია. ნავთის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=11044###ეები