ჟურნალისტმა ზვიად ხუჯაძემ პრესკომფერენცია გამართა
ნაკადული
http://radiodk.ge/index.php?option=com_con...&id=32&Itemid=1სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში, რადიოკომპანია ”ძველი ქალაქის” საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა, ჟურნალისტმა ზვიად ხუჯაძემ დღეს პრესკომფერენცია გამართა. ჟურნალისტმა ისაუბრა იმ ფინანსურ დარღვევებზე რაც ბოლო პერიოდში ქუთაისის კულტურის სამსახურში ხდება და ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე, ამავე სამსახურის უფროსის გიზო თავაძის მიერ, ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო. რასაც გაზეთში ”ახალი გაზეთი” ინტელიგენციის კოლექტიური წერილი მოჰყვა გიზო თავაძის ქებით და შერიგების მოთხოვნით. ზვიად ხუჯაძემ განაცხადა, რომ შერიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩინოვნიკი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და საჯაროდ მოიხდის ბოდიშს ინტელიგენციის იმ წარმომადგენელთა თანდასწრებით, რომლებმაც შერიგების ტექსტს მოაწერეს ხელი.