ვინმემ თუ იცით ეს მწერალი ჩემ გარდა?
მე 1 წლის წინ გავიგე, სატელევიზიო სერიები რო იყო, შარპის სერიები, ამ კაცის წიგნების მიხედვითაა გადაღებული, ძაან ბევრი წიგნი აქ ამ შარპზე დაწერილი, რომელიც ნაპოლეონის დროს ინგლისის არმიაში მსახურობდა, რა თქმა უნდა ის მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს სერიები, ვისაც გაქვთ ნანახი, ძალიან საინტერესო საყურებელი იყო, მართალია მსხვილ ბიუჯეტიან ბლოკბასტერებთან შედარებით ძალიან მცირე ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სატელევიზიო კინოსთვის მშვენივრადაა გადაღებული...
რაც შეეხება თვითონ წიგნებს და ავტორს, ამ სერიებიდან გავიგე ამ კაცზე მე და დავინტერესდი, თუმცა საქართველოში მისი წიგნების მოპოვება ვერ შევძელი და ამიტომაც ვხსნი ამ თემას, იქნებ ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა მიმასწავლოს ან ლინკი ან რამე ადგილი სადაც შეიძლება ამ კაცის წიგნების წაკითხვა, არაფერი არ მაქ წაკითხული, თუმცა უცხოეთში ძალიან აქებენ მის შემოქმედებას და არც ერთ მის წიგნზე ვიტყვი უარს...
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII