ანტისაოკუპაციო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ირაკლი წერეთელი იმ საფრთხეებზე საუბრობს რაც ავღანეთის საერთაშორისო სამხედრო მისიიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანას მოყვება. წერეთელმა თავისი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუქში გამოაქვენა.
"მიუხედავად დიდი გულისტკივილისა ავღანეთში დაცემულ ქართველ მეომართა გამოვაცხადებ მთელის პრინციპულობით, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს თავისი საერთაშორისო სამხედრო მისია ავღანეთში,რაც აუცილებლად შედის საქართველოს უმნიშვნელოვანეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებში. ავღანეთის საერთაშორისო სამხედრო მისიიდან გამოსვლა საქართველოს ჩააყენებს უმძიმეს პოლიტიკურ მდგომარეობაში, გააძლიერებს საქართველოში უდამპლესი რუსეთის იმპერიის გავლენას და მკვეთრად შეასუსტებს აშშ-სა და დასავლეთის სტრატეგიულ პოზიციებს,რაც იქნება ავისმომასწავებელი და დამღუპველი საქართველოსათვის, მისი ეროვნული თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ყველა ქართველმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს უტყუარი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სახერლმწიფოებრივ გაძლიერებას ნათელი და გარანტირებული პერცპექტივა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ აშშ-სთან და ნატოსთან უმჭიდროეს და უახლოეს სამხედრო-პოლიტიკურ კავშირსა და მეგობრობაში. ამერო-ატლანტიკურ სტრატეგიულ ორიენტაციას საქართველოს საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისა და გაძლიერებისათღვის ალტერნატივა არ გააჩნია."
- See more at:
http://politico.ge/index.php/news/view/451...h.5sISKgUR.dpufირაკლი როდის უნდა მორჩეს შენი ბაქიბუქობა ?

აღარ გოგბეზრდა მეგაფონით სიარული ???