Nielsen
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1860
წევრი No.: 171180
რეგისტრ.: 31-July 13
|
#39639159 · 30 Jan 2014, 00:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლეგენდა სახელად ზინედინ ზიდანი
ზინედინ ზიდანი – ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი ფეხბურთელი რომელიც მე მინახავს ფეხბურთით ტკბობის დროს. მინდა თავს უფლება მივცე და დავწერო მისი ლეგენდარული კარიერიდან რამოდენიმე მატჩზე.
სამწუხაროდ ზიზუს კარიერას მხოლოდ 4-5 სეზონი მოვესწარი. მისი თამაშის ხილვა პირველად 2002-ის მსოფლიოზე მომიხდა, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩი.
ამის მიზეზი მისი მუნდიალამდე მიღებული ტრავმა გახდა. მე ბავშვი კი საცოდავად ველოდებოდი მის მოედანზე შემოსვლას. მაინტერესებდა როგორი იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატის გმირი. ის კი სათადარიგოზე ხან იჯდა ხან იდგა.
პირველი ორი მატჩი ზიდანის გარეშე ჩაატარა საფრანგეთმა და ვერც ერთი თავის სასარგებლოდ ვერ დაასრულა. პირველი მატჩი საერთოდ შოკისმომგვრელის იყო საფეხბურთო სამყაროსთვის. სენეგლამა საფრანგეთს მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. მეორე მატჩში ყველა ელდოდა საფრანგეთის აღზევებას თუმცა აქაც იმედგაცრუება ელოდათ ფრანგებს. მატჩი ურუგუაის ნაკრებთან 0-0 დასრულდა.
აი მესამე მატჩი როდესაც ზიდანი აქტიურ მდგომარეობაში ვიხილე. მარცხენა ფეხი შეხვეული ჰქონდა. თამაში ისე დასრულდა რომ ერთი-ორი ეფექტური პასის გარდა ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ვიხილე. მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივია. ზიდანი შეხვეული, ნატკენი ფეიხთ თამაშობდა და აშკარად ეტყობოდა რომ სიარულიც კი უჭირდა და კოჭლობდა.
ზიდანის ხილვა მომიწია უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს. ჩემი საყავრელი გუნდის წინააღმდეგ. მადრიდის რეალი – მანჩესტერ იუნაიტედი იქ უკვე ნამდვილი არაბი ჯადოქარი ვიხილე, როგორც მას უწოდებდნენ. ბურთიანად ისე ლაღად დარბოდა აქეთ-იქით, ისე მოძრაობდა ბურთთან ერთად თითქოს მაგნიტის კაცი იყო, ბურთი კი რკინის.
ამ მატჩის პირველი გოლი ფიგუს შესრულებით, სწორდ მისი და ფიგუს გათამაშებით გავიდა. პორტუგალიელი ფლანგზე ფლობდა ბურთს დაუგორა ფრანგს, ზიდანის ერთი ელეგანტური მოძრაობა და უესლი ბრაუნი მთელი ტანით ტრიალდება და კარგავს პოზიციას. პასი ისევ ფიგუზე და ბურთი ცხრიანშია. მეორე გოლიც მან „გააკეთა“ . კარლოსმა ჩაჭრა ბურთი საჯარიმოს მოსადგომებთან, ბურთთან პირველი ზიდანი გაჩნდა და ერთი შეხებით პასი რაულზე და მეორე გოლი.
ამის შემდეგ მისი რამდენი თამაში აღარ ვიხილე, ერთის თქმა შეიძლება დანამდვილებით, ის არ აკონტროლბდა მხოლოდ ბურთს, ის აკონტროლებდა მთელ მატჩს. ის კარნახობდა მატჩის მიმდინარეობას. ზიდანი არ თამაშობდა გუნდის გარშემო, გუნდი თამაშობდა ზიდანის გარშემო.
ის ყოველთვის ერთი ან ორი ნაბიჯით წინ იყო მეტოქეზე, ბურთის მიღების დროს მან უკვე იცოდა რას იზავდა მეტოქე და რა უნდა ექნა მას, ამას აკეთებდა ელეგანტურად და ეფექტურად. ზედმეტი მოქმედებებისა და ბურთთან შეხების გარეშე.
არიან მთელი რიგი ფეხბურთელები რომლებსაც ბურთი მართავს. ამ რიგში არ შედიოდა ზიდანი. ის თავად მართავდა ბურთს, თითქოს ბურთი იწევდა მისკენ და ემორჩილებოდა მას როგორც გაწვრთნილი ძაღლი ემორჩილება პატრონს.
ჩემს მეხსიერებაში არის კიდევ ერთი მატჩი. ევროპის ჩემპიონატი 2004 წელი.
ზიზუმ კიდევ ერთხელ გაილაშქრა ჩემი გუნდის წინააღმდეგ და ამჯერად უშუალოდ თვითონ დაამარცხა.
ანგარიში ინგლისმა გახსნა. ბექჰემის ჩაწოდება და ლამპარდმა გაიტანა. თამაში დაძაბული გამოდგა, ნამდვილი დრამა გამოვიდა. ბექჰემმა პენალტი გააფუჭა. მატჩის ბოლოს კი ზიდანმა ჯერ ჯარიმა შეუგდო ინგლისს, შემდეგ კი პენალტი. თამაში დამთავრდა. მორჩა, ზიზუ გამარჯვებულია.
ზინედინ ზიდანმა განცხადება გააკეთა, რომ ის დატოვებდა დიდ ფეხბურთს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე. ასე რომ წინ ცხელი მუდნიალი იყო, ზიდანისთვის ბოლო მატჩები დიდ ფეხბურთში.
ჯგური ეტაპზი საფრანგეთმა დამაჯერებლად ვერ გაიარა. ორი ფრის შემდეგ მესამე გადამწყვეტ მატჩში ზიდანმა ვერ მიიღო მონაწილეობა ორი ყვითლის გამო. თუმცა ფრანგებმა მთავარი ლიდერის გარეშე 0-2 დაამარცხეს ტოგო და ფლეი ოფ-ში მეორე ადგილიდან გავიდნენ.
ფლეი ოფი კი უკვე ზიდანის გამოდგა. ესპანეთი – საფრანგეთი (1:3) ზიდანი მესამე გატანილი გოლის ავტორი იყო. შემდეგ საფრანგეთმა მთავარი ფავორიტი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცა (0:1) და გამოთიშა ასპარეზობას. მატჩის ვარსკვლავი ზიზუ იყო. სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ გავიდა გოლი ბრაზილიელთა კარში. ნახევარფინალში საფრანგეთი პორტუგალიას დაუპირისპირდა. აქაც ერთადერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი ზიდანი იყო. მან პენალტი გამოიყენა და წინ გაიყვანა თავისი ნაკრები. (0-1) სწორედ ამ გოლით გავიდა საფრანგეთი ფინალში. ფინალის მთავარი მოქმედი პირიც ზიზუ იყო, მანდ ულამაზესი პენალტი გაუტანა იტალიის ნაკრებს.
მატჩის ბოლოს მოხდა ინციდენტი რომლის შემდეგაც ზიდანი მოედნიდან გააძევეს. მან იტალიელთა მცველს მარკო მატერაცის თავი მკერდში ჩაარტყა და ბალახზე დააგდო. ეს იყო მატჩის პიკი. შოკისმომგვრელი მომენტი. მაშინ არავინ იცოდა თუ რა იყო ამის მიზეზი. გადაწყვეტილება იყო მკაცრი და ამის შეცვლას არავინ აპირებდა. ზიზუმ მოედანი დატოვა, ამის შემდეგ პირადად ჩემთვის ამ ფინალმა სხვა სახე მიიღო. თითქოს რაღაც უბრალო მატჩი იყო რომელიც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.
გაძევებისას მან ნელა ჩაუარა მსოფლიო ჩემპიონატის თასს და ისე გავიდა მოედნიდან. ეს იყო სევდიანი დასასრული საფეხბურთო ლეგენდისა. ლეგენდისა რომელმაც შექმნა დიდი ეპოქა და დაარქვა მას თავისი სახელი. მისი სახელია ზინედინ ზიდანი.
<<ის იყო მოედნის მეპატრონე. მე ზიზუს შევიყვანდი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში. უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში, არავინ ყოფილა ისეთი, როგორიც იყო ზიზუ . ზიდანი იყო მატჩის ჯადოქარი 2006 წელს საფრანგეთი-ბრაზილიის დაპირისპირების დროს>> - პელე
<<მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ ზინედინ ზიდანს ,ზუსტად ეს ფეხბურთელი ქმნის სპექტაკლს, ის ძალიან ტექნიკურია და მისით აღფრთოვანებულნი არიან ფეხბურთის ლეგენდები. მსოფლიო ჩემპიონატზე, მას ვნახავ და მივესელამები ფეხზე მდგომი.ასევე, ვთხოვ, რომ გააგრძელოს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. იმისთვის,რომ ის არ წავიდეს ფეხბურთიდან , ის არის ცოცხალი ლეგენდა , ჩვენ გვიყვარს ფრანგი, არა იმიტომ, რომ მან მოიგო მუნდიალი, ჩვენ გვიყვარს ის თავისი საოცარი ტალანტის გამო. თუ ის წავა ფეხბურთიდან , მაშინ ჩვენ დავკარგავთ ადამიანს ,რომელიც ანიჭებდა დიდ სიხარულს სრულიად მსოფლიო ფეხბურთის მოყვარულებს . ზიზუ არის პროფესიონალითავისი საქმისა . მის მოსვლამდე არ ყოფილა ისეთი ფეხბურთელი რომელსაც შეეძლო ბურთის ფლობა ამ დონემდე და ალბათ არც მომავალში იქნები მისი მსგავსი>> -დიეგო მარადონა
<<მე ვფიქრობ რომ ზიზუ უბრალოდ ლეგენდა არ არის ფეხბურთისა , ის ასევე გახდა ადამიანი ეპოქით, 1998 წლიდან 2006 წლამდე . ზიზუ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო.თუ იქნებოდა შესაძლებელი რომ 4 საუკეთესო ფეხბურთელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში , პელეს , პლატინს ,მარადონას და ზიზუს გვეთამაშა ერთ გუნდში , მაშინ ჩვენ გვეყოლებოდა საოცარი შემადგენლობა.>>. მიშელ პლატინი სანტი კასორლა: “ყველაზე რთული ზიდანის წინააღმდეგ თამაში იყო” დავიდ ბექჰემი არ გახდა გამონაკლისი. ყველა კითხვაზე, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს ეხებოდა, ის მუდამ პასუხობდა:
"ზიდანი-საუკეთესოა" რონალდოც ეთანხმება:
"ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მას ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა. მისი ბურთის ფლობა განუმეორებელი იყო. ის საუკეთესო იყო იმათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია."
ყოველწლიურად, უფრო და უფრო უკეთ ვხვდები, რომ ნამდვილ ზებუნებრივთან მომიწია მუშაობა. ზინედინ ზიდანი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც ზებუნებრივ ფეხბურთს აჩვენებდა. ეს იყო შოუ, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა. მისი თამაშის მანერის უფრო ზუსტი დახასიათება ჟოზე ალფატინისგან მოვისმინე, რომელიც ყველაზე უკეთ წვდება მაღალი ფეხბურთელების აზრს.
მას ერთადერთი ნაკლი ჰქონდა, თუ შეიძლება ასე ვთქვა - მას ნაკლებად გაჰქონდა გოლები, ვიდრე შეეძლო, რადგან მას არ სურდა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაში ჩარეულიყო. ის სიღრმიდან მოქმედებას და გუნდის თამაშის წარმართვას ამჯობინებდა. მე და მისი თანაგუნდელები მის მოქმედებებს პირდაღებულნი ვუყურებდით.
This post has been edited by Nielsen on 30 Jan 2014, 01:05
|