მოგესალმებით მეგობრებო, ყველას შეგხვედრიათ ალბათ ქართულ, უცხოურ ფორუმებზე, ვიდოებში ბიტკოინზე გაკეთებული პროგნოზები და დამეთანხმებით რომ საკმაოდ საინტერესო სანახავია დღეს თუ რას ფიქრობდა ხალხი 2-3 წლის წინ და გამართლდა თუ არა მათი პროგნოზები. ხოდა რადგან კრიპტოვალუტის მთავარ თემაში დაწერილი პოსტების მოძებნა რთული იქნება მომავალში, ამ თემაში დავწეროთ ვინ რას ფიქრობს, რა მოხდება კრიპტო სამყაროში მომავალი წლების მანძილზე. კარგი იქნება თუ მეთოდებსაც დაწერთ საიდან გამომდინარე გგონიათ რომ ამა თუ იმ ფასზე იქნება ბიტკოინი და არამარტო.
2019-ის ბოლოს მგონია რომ მივაღწევთ 100კ-ს რადგან უბრალოდ ამ ტიპს ვენდობი
100,000 (მისი წარსულის გამო, 2013 წლის შემდეგ თითქმის სულ ზუსტად სვამს 1-2 წლიან პროგნოზებს)
2020-ის ბოლოს კი უკვე ჩემი ვარაუდით მგონია რომ 300-350კ ზე ავალთ, 2020 წლის მაისში ბიტკოინების მოპოვება 2ჯერ გართულდება, ეხლა blockchain.info-ს მხოლოდ 26 მილიონი საფულეა გამოყენებული, შემდეგი ბუშტის გაბერვის მერე დარწმუნებული ვარ ხალხის უდიდეს პროცენტს მოუნდება ბიტკოინის ფლობა. როგორც 2017ის დეკემბერში მოხდა, უბრალოდ ეხლა გაცილებით დიდ მასშტაბებს მიიღებს.
This post has been edited by flippera on 31 May 2018, 01:20