და მაინც ისევ ყველამ მიმატოვა, მიმატოვეს ხალხმა, რომლებსაც ალბად ვერ გავუგე რა უნდოდა, მიმატოვა ყველამ სადღაც შორს გაფრინდნენ ფრინველები, რომლის ჭიკჭიკსაც ვუსმენდი და რომლის ხმიც გაგონებაც მსიამოვნებდა , რომლებიც მავიწყებდნენ მარტოობას,
წავიდა შორს სადღაც ჩემგან ჩემი შეყვარებულიც.. გაუჩინარდა როგორც გუშინდელი ღამის სიზმარი...თან გაიყოლა სინანული, მონატრება, მოლოდინი , ნატვრა, ოცნება....უძილო ღამეები
და დამტოვა ჩემს თავთან მარტო,...დამაბრუნა ჩემს წარსულთან საიდანაც დავიწყე ყველაფერი......
თითქოს ამ ყველაფერს ელოდებოდაო და მზეც ღრუბელს ამოეფარა, ვეღარ მათბობს მისი სხივებიც....სხივები, რომლებსაც მოჰქონდათ ჩემთვის სითბო....წავიდა სადღაც გაჰქრა ღრუბლის უკან, და დამიტოვა ცივი წვიმის წვეთები, რომლებიც სულელებივით თავგზა აბნეულნი ციდად მიწაზე ეშვებიან თვითონაც არ იციან რისთვის მოდიან რა უნდათ....მოჰქრიან ებლიტებიან ფანჯრებზე და როგორც ნელ ნელა ცურდებიან დაბლა და უჩინარდებიან......
ძალიან ძალიან აცივდება... მე კი მე კი თავშესაფარი მაქვს საპოვნელი..
მე ხომ მარტო ვარ

ალბად სადღაც ტყესთან ახლოს ავიშენებ რაიმე პატარა ერთ ოთახიან ვიწრო სახლს, სიმწვანეში და დაველოდები ჩიტების მოფრენას, მზის გამონათებას და შეყვარებულის დაბრუნებას...
მანამდე კი გავახუნებ ოცნებებს რომლებიც ჯერ კიდევ არ წასულან ჩემგან
