არ ვიცი შეიძლება აქ იყო კიდეც საუბარი ამ პროექტზე, მაგრამ მე რომ არ აღმენიშნა ჩემი დამოკიდებულება, არაფრით არ გამოვიდოდა

ხოდა, მინდა ვთქვა რომ პროექტი Playing For Change არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ მუსიკალურ სივრცეში რასაც წავაწყდი ამ ბოლო პერიოდში.
ძველი და ახალი მელოდიები, არანჟირებული მთელი მსოფლიოს მიერ და დაკრული მთელ მსოფლიოში ერთდროულად. ასე ვიტყოდი. მე ჯერ არ ვიცი ტექნიკურად როგორ ჩაიწერა ეს სიმღერები, მაგრამ გემოვნებით რომ არის გაკეთთებული მემგონი ამაში დამეთანხმებით.
ხოდა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი სიმპატიები.
გაუმარჯოს ლაღ, უამბიციო, გახსნილ, თავისუფალ, მშვიდობიან მსოფლიოს და მის მუსიკას, რომელიც ზუსტად ისეთივეა როგორიც ხალხი. ძირს ყველა პოლიტიკოსი, ძირს ყველა მთავრობა, ძირს საზღვრები, ძირს კარჩაკეტილობა და ბოღმა, ძირს უპატივცემულობა და არდათმობა. გაუმარჯოს მუსიკას, რომელსაც არ სჭირდება თარჯიმანი და რომელიც მთელ მსოფლიოს აკავშირებს ერთ ანსამბლად.