1. ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი: სრული საერთაშორსიო სახელწოდება - “თურქეთის რესპუბლიკა”. დედაქალაქი – ანკარა
დიდი ქალაქებია – სტამბული, იზმირი, ანკარა. ტერიტორია 780კვ.კმ.
ართვინი; ოლთისი, იუსუფელი, არტანუჯი, არდაჰანი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, კოლა, ტაო, კლარჯეთი, პარხალი და სხვა. ამ ყველაფერს ერთი სახელი ტაო-კლარჯეთი აერთიანებს.
2. გეოგრაფიული მდებარეობა: სახემწიფო მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით ევრპიდან და სამხრეთ დასავლეთით აზიიდან. მცირე აზიის ნახევარკუნძული.
მას გარსს ეკვრის 4 ზღვა: შავი,მარმარილოს, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვა.
საქართველოდან სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყანა.
3. ხანგრძლივობა: 4 დღე და 3 ღამე
4. საბაჟო კონტროლი: არასამუშაოდ შესვლა 90 დღით უვიზოა,
ქვეყანაში შესვლა-გამოსვლისთვის ბეჭედი სასაზღვრო-გამშვებ დაწესებულებებში ირტყმება.
მანქანისთვის დაზღვევა 98.93 ლირა=60$ ღირს და 3 თვიანი ვადა აქვს.
5. საათობრივი განსხვავება თბილისთან: თურქეთში მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპის დრო (EET)
თურქეთი თბილისს 1-ით ჩამორჩება
6. ვალუტა, კურსი ლართან და დოლართან: 1 თურქული ლირა 1 ლარი და 15 თეთრია საქართველოში, ხოლო თურქეთში 1$=1.5
7. მონახულებული ადგილები: ბანა (Penek), იშხანი (IShan), ოთხთა (Dortkilise), პარხალი (Altiparmak), ოშკი (Oshvank), ხახული (Bagbashi), თორთუმის ტბა, დოლისყანა (Hamamli), ენი-რაბათი (Bulanik), არტანუჯის ციხე (ArdanuCh), ჯოჯოხეთის კანიონი, შატბერდი (okumuShlar), უცხო ეკლესია სახელი არაა ცნობილი, ხანძთა(Y.Porta), ოპიზა (BagChilar), ტბეთი (Chevizli), სათლე (შავშეთის ციხე), ქაჯის ციხე (Sheytan Kalesi)
ახლოდან ვნახეთ და ფოტოები გადავუხეთ:
ჯაყის ციხე, მერეს ციხე, ორეზაქი, ფარნაკი, აშმეშენი, კავკასიძეების ციხე, ვეჯანგეთი და მრავალი სხვა...
8. საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინატები ქვეყანაში: მისამართი:
ანკარა,
Hilal Mahallesi, Hollanda Cadde. N : 31 Yildiz/ Cankaya/ Ankara
კოდი:
90 312
ფაქსი:
442-65-07
ტელეფონი:
442-65-08/09/10
E-Mail :
geoemb@ada.net.tr
სამუშაო საათები:
9.00-18.00
9. განსაკუთრებული რჩევები: ვალეთი წამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თურქი მესაზაღვრეები საზღვარს
დილის 9-ზე ჩვენი დროით 10-ზე აღებენ და საღამოს 8-ზე კეტავენ.
ვფიქრობ, ვალეზე დაბალი მოძრაობის გამო, იქაურმა მესაზღვრეებმა თვითნებურად მიიღეს ეს
გადაწყვეტილება, რადგან გამშვები დაწესებულებები ყველგან 24 სთიან რეჟიმში მუშაობენ.
ტაო-კლარჯეთში სუვენირები არ იყიდება.
ქართული ძეგლების მდგომარეობაზე დავა-ჩხუბი თურქ მოსახლეობასთან დაუშვებელია. ეს საკითხები 2 ქვეყნის შესაბამისი უწყებებების განსჯის საგანია.
10. ღამისგასათევებელი ადგილები:იუსუფელი: ბარსელონა, რივერ საიდი, აგარა;
ართვინი: კარაჰანი.
დღეის-დღეობით მრავლადაა სასტუმროები მომრავლებული ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ყველაზე კომფორტული ეს სასტუმროებია. ფასი კვების ჩათვლით 20$ დან 30$ მდე მერყეობს.
11. ტურის ფასი:120$ ამ თანხაში შევიდა: ტრანსპორტირება, დაზღვევა, სასტუმრო, სამჯერადი კვება, გიდის მომსახურება.
12.გავლილი მანძილი თბილისის ცენტრიდან ისევ უკან თბილისის ცენტრამდე გავიარეთ 1656 კმ
13 სასარგებლო ბმულები: www.virtualtao-klarjeti.com
14. განსაკუთრებული მადლობები:პირველ რიგში მადლობა ბატონ თემურ ხუციშვილსა და ქალბატონ ირინე გივიაშვილს მათი დახმარების გარეშე შატბერდის მიგნებას ვერც მოვახერხებდით.
და სიტყვით გამოუხატველი მააადლოოობააა ანის (სასკვას) მისი გამძლეობა რომ არა ამ ტურს ბევრი ძეგლი გამოაკლდებოდა.
* * *
15 ოქტომბერი დილის 6 საათი შეხვედრის ადგილი სამთო-ქიმია. შეკრებისთანავე გავემართეთ ვალეს საზღვრისკენ 6:30 გასვლა თბილისიდან.
* * *
გზათ ვნახეთ სლესისა და აწყურის ციხეები. გავჩერდით ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურზე, საზღვარზე ზუსტად 10:00 ვიყავით, თურქებმა გრიპზე შეგვამოწმეს ვინემეს რამე ხომ არ გჭირთო მაგრამ გადავურჩით სუფთები ავღმოჩნდით. ნახევარი საათი მოგვიწია ფაქსისთვის ლოდინი და გავეშურეთ თურქეთის დასაპყრობათ.
* * *
* * *
პირველი გაჩერება არდაჰანი იყო სადაც ანგარიში შევივსეთ და ქართველი მოხუციც გავიცანით.
* * *
გზა დიდი გველოდა პირველი ძეგლი ბანა იყო. გზად რამოდენიმეჯერ გაგვაჩერეს სამხედროებმა და პასპორტები შეგვიმოწმეს. შესვენების გარეშე გადავედით ორ უღელტეხილს 2805 (სახელი ზუსტად არ ვიცი) და აგუნდირს 2070. გავიარეთ ბანის წყლის ხეობა და როგორც იქნა მივადექით სოფელ Peneks. საზღვრიდან ბანამდე 170 კმ-ია.

* * *
* * *
ბანა[CODE]
IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა (ახლანდელი Penek) ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. სუმბატ დავითის ძე (XI საუკუნის I ნახევრის მემატიანე) იხსენიებს ბანას IX –X სს. ამბების მოთხრობისას: ადარნასემ, ქართველთა მეფის _ დავით ბაგრატიონის ძემ, `აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი _ იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ~. `მატიანე ქართლისაÎს~ მიხედვით, ბანაში დაიწერეს ჯვარი 1030 წლის ახლო ხანებში ბაგრატ IV-მ და ბიზანტიელმა ელენემ. ბანას ეკლესიაში იმარხებოდნენ ერთ დროს ბაგრატიონები; უკანასკნელად იქ დაასვენეს ვახტანგ IV (1442-1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნ, ფანასკერტელის ასული. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს ბანას: `ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტის წყალზე), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფე ადარნესემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი~. ბანას არქიტექტურის შესახებ პირველი ჩანაწერები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, რომელმაც ბანა 1843 წელს ჯერ კიდევ დაუნგრეველი იხილა. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკლესიის გარშემო რუსის `ოტრიადი~ იდგა. ასევე თავისი ბანაკი ჰქონდათ იქ ოსმალებსაც. ყირიმის ომის დროს ბანა ციხედაც კი გადუქცევიათ. 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანას ტაძარი, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩამოქცეული. 1881 წელს ე. ვეიდენბაუმს ბანა უკვე დანგრეული ხვდება. 1881 წელს იქ ჩასული დ. ბაქრაძე, რომელმაც გამოაქვეყნა ტაძრის მოკლე აღწერა, ასევე უკვე გუმბათჩამოქცეულ ტაძარს ნახულობს.
ბანას ხუროთმოძღვრების კვლევა, რეალურად, ექ. თაყაიშვილმა დაიწყო. 1902 წელს, როცა მან ბანა პირველად ინახულა არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად, ტაძარი უკვე ძალზე დანგრეული იყო. შემდეგ, 1907 წელს ექ. თაყაიშვილმა კვლევა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად განაგრძო (პუბლიკაცია 1909 წელს გამოქვეყნდა). `1907 წელს, როდესაც მეორეხელ ვინახულე ბანა, _ წერს ექვთიმე თაყაიშვილი, _ სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო~. 1917 წელს ბანა ნახა ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის წევრმა ი. ზდანევიჩმა, რომლის სიტყვები ბანას შესახებ, ვფიქრობთ, ზუსტად განსაზღვრავს იმ განწყობას, რომელიც აქ მისვლისას გეუფლება: `არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის _ დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე _ სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. და დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი~. მართლაც, მშვენიერია ტაოს ბუნება ჭრელ-ჭრელი და მკვეთრი ფერადოვანი მთებით, ხოლო მათ შუა `ამოზრდილია~ ბანა, როგორც გვირგვინი ამ დიდებული ბუნებისა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ბანა რამდენჯერმე მოინახულა და საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ ვ. ჯობაძემ. ბანაზე მუშაობდნენ ფრანგი მკვლევრები ჟ. და მ. ტიერები, რ. ედვარდსი და სხვანი. ბანას არქიტექტურა ადგილზე უნახავად განიხილეს გ. ჩუბინაშვილმა, ვ. ბერიძემ, ნ. ზაქარაიამ, აგრეთვე რ. მეფისაშვილმა და დ. თუმანიშვილმა, რომელთაც საკუთარი გამოკვლევები წიგნებადაც გამოსცეს. ბანას კათედრალი წარმოადგენს გუმბათიან როტონდას მასში ჩაწერილი ტეტრაქონქით, რომელიც უწყვეტი გარშემოსავლელითაა გარშემორტყმული. მისი ცენტრალური ნაწილი გეგმაში ჯვრის ფორმისაა. თანატოლი მკლავები დაბოლოებულია სვეტებზე გადაყვანილი თაღებით, რომლებიც აფსიდების კედლებს იკავებენ. აღმოსავლეთი ექსედრა სხვა დანარჩენებისაგან განსხვავდება. აქ ექვსი ერთნაირი სვეტი 2.00 მ-ის სიმაღლის კედელზეა აღმართული. აღმოსავლეთი აფსიდის კოლონებს იონიური კაპიტელები აქვს, რომლებიც ოდნავ განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. ჯვრის მკლავებს შუა სივრცე შევსებულია სამ-სამსართულიანი ოთახებით, რომლებიც ერთმანეთის თავზე ლაგდებიან და ერთიმეორეს კიბის ვიწრო უჯრედებით უკავშირდებიან. პირველი და მეორე სართულის ოთახები ჯვრის ორსავე გვერდითა მხარეებზე ორმაგი ნალისებრი თაღებითაა გახსნილი, რომლებიც ეყრდნობა იონიური კაპიტელებით შემკულ კოლონებს. მესამე სართულის ოთახები სამკუთხა ფორმისაა, ასევე ორივე მხრით გახსნილია მხოლოდ თითო სადა თაღით. ყოველი სამსართულიანი მოცულობა გუმბათის მძლავრ საყრდენს წარმოადგენს, რომელიც ჯვრის გადაკვეთაზე მასიური 3/4 კოლონებით არის გამაგრებული. ბანას კათედრალური ტაძრის მშენებლობის ეპოქის შესახებ, მიუხედავად სუმბატ დავითისძეს პირდაპირი მითითებისა (ბანა კვირიკე ბანელის ხელით აუშენებია ადარნასე ქართველთა მეფეს), აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. დ. ბაქარაძე და ექ. თაყაიშვილი ენდნენ მემატიანის ცნობას და როგორც დ. თუმანიშვილი წერს, თაყაიშვილი `დაეჭვებისათვის ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს~. მას ემხრობიან ქართველ ხელოვნებათმცოდნეთაგან შ. ამირანაშვილი, სომეხთაგან _ ნ. ტოკარსკი, ს. მნაცაკანიანი; ევროპელთაგან _ ი. სტრიგოვსკი, ტიერები, რ. ედვარდსი. ნაკლებად ნდობა წყაროსი და უფრო მეტად მემატიანის ჩანაწერის სხვაგვარი ინტერპრეტაციის აუცილებლობა ქართულმა ხელოვნებათმცოდნეობითმა სკოლამ აუცილებლად ჩათვალა ბანას არქიტექტურული ფორმებისა და მისი მხატვრული სტილის განხილვის კვალად. ბანას ტაძრის სხვაგვარ დათარიღებას გვთავაზობს გ. ჩუბინაშვილი. მის აზრს იზიარებენ ნ. სევეროვი, ვ. ბერიძე, ირ. ციციშვილი, რ. მეფისაშვილი და დ. თუმანიშვილი, შ. დელვუა, ჰ. ნიკელი, ე. ნოიბაუერი, ვ. პონომარევი. დ. თუმანიშვილი წერს: `სახელოვნებათმცოდნეო ანალიზის მეთოდთა მოშველიებით ჩატარებულმა კვლევამ იგი (გ. ჩუბინაშვილი) დაარწმუნა, რომ ეს ნაგებობა შეუძლებელია IX- X საუკუნეებს ეკუთვნოდეს, არამედ VII საუკუნის უნდა იყოს~. ავტორი თავადაც ამ აზრს იზიარებს და ცდილობს განავრცოს გ. ჩუბინაშვილის არგუმენტები. ამავე დროს, ვ. ჯობაძე ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს, ეჭვქვეშ დააყენოს ბანას მატიანისეული დათარიღების საკითხი და მას X საუკუნის I ნახევრის ძეგლთა რიგში განიხილავს. მშენებლობის პერიოდების საკითხს ნათელს მოჰფენს მხოლოდ ძეგლის გათხრა და კომპლექსური შესწავლა.
VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს — ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა.ბანის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები — პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამჭოლი თაღედით გარსშემოსავლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ აღემატება. ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ტექნიკური ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტს მისდევს დეკორატიული თაღედი, თაღებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბანელი ეპისკოპოსის ძალაუფლება ვრცელდებოდა ფანასკერტზე, ტაოზე, ოლთისზე და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე.
ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072წწ.) ბიზანტიის იმპერატორის რომან არგირის დაზე — ელენეზე. აქვე, XV საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგი და მისი მეუღლე სიტი-ხათუნი.
ოსმალეთის იმპერიის დროს ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადაუქცევიათ და 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ძლიერ დაზიანებულა.
ბანაზე ვრცელი ისტორიული ცნობები მოცემული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბანა მოინახულა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა, სპეციალობით ბოტანიკოსმა კარლ კოხმა. „ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა კონსტანტინეპოლს არ ჩავთვლით...“[3] ბანა ოლთისიდან 33, ხოლო არტაანიდან 79 ვერსის მანძილზეა. 1889 წელს ფანაკში ნაჩვენებია 43 კომლი, ხოლო „დავთრის“ დროის ფანაკში 36 კომლია (აქედან ორი კომლი მუსლიმია). ამ პერიოდში ფანაკს შეწერილი ქონია გადასახადი 30 000 ახჩის ოდენობით.
* * *



* * *
აქვე მამომ პარაკლისი გადაიხადა და შემდგომ მოვაწყვეთ პიკნიკი ყველამ გემრიელად ვისაუზმეთ და გავემართეთ იშხნისკენ (გეგმის მიხედვით სოლომონ მღვიმის ეკლესია უნდა ყოფილიყო მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე იშხნის მონახულება გადაწყდა), იშხანში რომ ჩავედით უკვე ბნელდებოდა დავათვალიერეთ, სურათები გადავუღეთ აქაც მამაომ პარაკლისი გადაიხადა და სასტუმროსკენ გავემართეთ.
* * *
* * *
* * *

* * *
წარწერა, სადაც მოხსენიებულნი არიან გიორგი მეფე და ანტონ იშხნელი
* * *
იშხანი„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე. იშხანი. გუმბათი. IX ს-ის I ნახევარი
ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.
იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“, - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.
როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.
ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).
საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი „ქართველთა მეფე“ ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.
იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
იშხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.
არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. ახლანდელი ტაძარი თვალსაჩინოდ წარგძელებული ჯვაროვან-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდას ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის სვეტებით. ჩრდილოეთით მას გრძელი, უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბოძს, რომელთაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან წერილი ლილვებითა და გრეხილებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული.
იშხნის ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და თავისი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი, XI საუკუნის I ნახევრის, მხატვრობის ფრაგმენტებია. დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა (1066). იშხნის მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X-XI საუკუნეები) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული (A-35) და მესტიის სახარება (1033) ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებათა და დახმარებით განუახლებიათ 1233-ით დათარიღებული ხელნაწერი (A-85).
* * *
* * *
* * *
იშხანი, კათედრალი, წნული ჯვრები
* * *

იშხნის საწინამძღვრო ჯვარი. 973წ.
* * *
მოლოცვის შემდგომ გავემართეთ იუსუფელისაკენ სადაც სასტუმროს უფროსი გველოდებოდა.
* * *
* * *


* * *
* * *
საღამოსკენ წავხალისდით კიდეც......
* * *
* * *
ამით დასრულდა ჩვენი პირველი დღე...... დილით 5 საათზე გასვლა გვქონდა დაგეგმილი და ყველა გავემართეთ ჩვენ-ჩვენი ოთახებისკენ.......
This post has been edited by ika-bebo on 23 Oct 2009, 23:33