ოპერაცია ''მარლბორო''
2005 წლის ივლისი იდგა, როდესაც SAS-ის სნაიპერების ჯგუფმა, ბაღდადის შუაგულში, ყველასათვის შეუმჩნევლად პოზიციები დაიკავა,
ეს მებრძოლები აწ უკვე კარგად ცნობილი სპეციალური დაჯგუფების, კოდური სახელწოდებით ''Black''-ის წევრები იყვნენ,
''Black''-ის ძირითად ბირთვს წარმოადგენდა: დიდი ბრტანეთის SAS & SBS და აშშ-ს სპეციალური ძალების პირველი ოპერატიული განყოფილების (იგივე Delta) დანაყოფები.
ერაყის დედაქალაქში, განთიადის დადგომამდე ერთი საათით ადრე, 16 კაცისაგან შემდგარმა SAS-ის ჯგუფმა, ალყა შემოარტყა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს.
16 კაციანი დანაყოფის ძირითად ძალისხმევას წარმოადგენდა 4 სნაიპერული ჯგუფი, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ლ115ა (ავმ) სისტემის სნაიპერული შაშხანებით, თითოეული ჯგუფი შედგებოდა ორი კაცისაგან (მსროლელი & მემიზნე). დანარჩენი 8 მებრძოლი კი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენდა:
იცავდნენ სნაიპერებს და აკონტროლებდნენ იმ სახლის ყველა გასასვლელს, სადაც სამიზნე-ობიექტები უნდა ყოფილიყვნენ.
აგრეთვე ''სწრაფებს'' (ტაქტიკური ჯგუფი ''Red''-ის შემადგენლობიდან), სამიზნე შენობის მახლობლად ეჭირათ პოზიციები.
ამავდროულად, ქალაქის თავზე, აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი, უპილოტო ''პრედატორი'' ახდენდა სახლზე ვიდეო დაკვირვებას,
გამოსახულებას კი ლაივ რეჟიმში გადასცემდა ,,შავი'' ჯგუფის სამეთაურო შტაბს,
ასევე სახლში წინასწარ იყო დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა, რომლებსაც არაბული ენის მცოდნე ოპერატორები უსმენდნენ,
დაზვერვა ინფორმაციას ორმაგი აგენტებისაგან ღებულობდა, რომლებიც მი6-თან თანამშრომლობდნენ, მათ მიერ მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით,
ზემოთაღნიშნულ სახლს თვითმკვლელი ტერორისტები იყენებდნენ როგორც თავშესაფარს,
სამი თვითმკვლელი კი ერთდროულად სამი ტერ-აქტის მოწყობას გეგმავდა,
დიდი ალბათობით ქალაქში მდებარე კაფეებში და საჯარო თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში.
ასე რომ საკმარისზე მეტი მიზეზები იყო დაგროვილი იმისათვის, რათა შავ ჯგუფს ეს სახლი მიწასთან გაესწორებინა,
თავიდან. ოპერაციის დაგეგმვის დროს იდეაში სახლის შტურმით აღება მოიაზრეს, მაგრამ ეს იდეა როგორც ზედმეტი რისკის შემცველი უარყოფილ იქნა,
რადგან. თუ რომელიმე ამბოხებული შტურმის დაწყების მომენტში თავის აფეთქებას მოასწრებდა, დიდი შანსი იყო მოიერიშეები მთლიანად გაენადგურებინა.
ამიტომ გადაწყდა: შაჰიდები მაშინ უნდა მოეკლათ, როდესაც ისინი სახლს დატოვებდნენ.
მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით სნაიპერებს სამივე შაჰიდი მომენტალურად, ერთდროულად უნდა მოეკლათ,
რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ყოველგვარი ზედმეტი რისკი.
დილის რვა საათი სრულდებოდა, როდესაც სამივე სამიზნე, ერთდროულად გამოვიდა სახლიდან...
ცეცხლის გახსნის ბრძანება სპეცრაზმის სნაიპერებმა რადიოთი მიიღეს, ერთდროულად SAS-ის სამმა სნაიპერმა გაისროლა (მე-4 რეზერვში იმყოფებოდა და მისი დავალება იყო, თუ რომელიმე სნაიპერი დანარჩენი სამი ჯგუფიდან მიზაანს ააცილებდა, მის მაგივრად მას ემოქმედა) ...
სამივე შაჰიდს თავში მოხვდა .338 ლაპუა მაგნუმის ტყვია და ადგილზე, მომენტალურად მოკვდნენ.
ოპერაცია ''მარლბორო'' იყო ერთ-ერთი უიშვიათესი, საუკეთესოდ დაგეგმილი და წარმატებულად შესრულებული ანტი-ტერორისტული ოპერაცია მათ შორის, რაც ერაყელი აჯანყებულების წინააღმდეგ ჩატარებულა. ეს იყო არა მხოლოდ SAS-ის ზე-პროფესიონალიზმის, არამედ დაზვერვის მიერ მოპოვებული, ზუსტი და კარგად შეჯერებული ინფორმაციის შედეგი.
''შავები'':
"Energetically will I meet the enemies of my country.
I shall defeat them on the field of battle
for I am better trained and will fight with all my might."
© 75th Ranger regiment creed - 5th stanza.