#16791522 · 5 Dec 2009, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მას ყავდა ერთი უსახური კატა.
მას ეყოლა მეორე უსახური კატა.
ის ჩემს სახლში მოკვდა და ორი უსახური კატა უპატრონოდ დარჩა.
ორი უსახური კატა სიკვდილს ჩემს სახლში ელოდება. მე ყოველდღე რძეს ვუსხამ მათ და ვეფერები, რომ სიკვდილის მოსვლა არ გამომეპაროს.
გაზაფხულზე კატები სახლიდან ჰორმონებს გაექცნენ და სიკვდილს მინდორში დასდევდნენ.
ერთმა ხუთი კნუტი გააჩინა, მეორემ ექვსი. მე ორი უსახური კატა და თერთმეტი უსახური კნუტი მყავს.
მე ჩემს ოთახში მოვკვდი და ორი უსახური კატა და თერთმეტი უსახური კნუტი უპატრონოდ დარჩა.
ორი უსახური კატა და თერთმეტი უსახური კნუტი სახლის სახურავზე ცხოვრობს. მათ არავინ უსხამს რძეს და ისინიც აღარ ელოდებიან სიკვდილს.
ორი უსახური კატა და თერთმეტი უსახური კნუტი სხვენის თაგვებით იკვებებიან.
ჩემმა სიკვდილმა ხელს სიკეთე გამოაყოლა - სახლის მაცხოვრებლებმა თაგვებისგან დაისვენეს. ალბათ ამიტომ არ მითხრეს კატებმა მისი მოსვლა.
უსახური კნუტები გაიზარდნენ და უსახურ კატებად იქცნენ. უსახური კატები გამრავლდნენ.
თაგვებმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს.
მე და ის დიდი ხნის წინ მოვკვდით. ის ჩემზე ცოტა ადრე.
--------------------
Juntos hasta la muerte
|