ზოგადად ჰექსადეციმალური რომ გარდაქმნა დეციმალურ ფუძეში, თითოეულ ციფრს წერ როგორც დეციმალური 16-ის ხარისხს და ამ ხარისხებს კრიბავ. დავუშვათ გაქვს რიცხვი A1A2...AN (სადაც A1, A2, ... AN არის ჰექსადეციმალური ციფრები). ამას ასე ჩაწერ:
B1*16^(N-1)+B2*16^(N-2)+...+BN*16^0
აქ B1, B2, ... BN არის დეციმალური რიცხვები, რომლებიც შეესაბამებიან ჰექსადეციმალურ A1, A2, ... AN-ს.
შენს შემთხვევაში 134-ის შესაბამისი ჰექსადეციმალური იქნება:
1*16^2+3*16^1+4*16^0=1*16^2+3*16^1+4*1=256+48+4=308
ჰექსადეციმალური 1, 3 და 4-ს შეესაბამება დეციმალური 1, 3 და 4.
F40 ჩაიწერება შემდეგნაირად. ჯერ აქ საჭიროა F-ის გადაყვანა დეციმალურში. F აღნიშნავს 15-ს. 0-დან 9-მდე ციფრები ერთნაირია ჰექს-ში და დეციმალურში. ამრიგად გვაქვს:
15*16^2+4^16+0*16^0=3840+64+0=3904
ახლა შეკრიბე ეს ორი და მიიღებ პასუხსაც:
3904+308=4212
თუ პრინციპი იცი და მარტო პასუხების შემოწმება გინდა, მაშინ სპეციალური ონლაინ კონვერტერები შეგიძლია იხმარო, რომელიც ავტომატურად გარდაგიქმნის ამ ორ სისტემას შორის. აგერ 2 მათგანის ლინკი:
http://www.statman.info/conversions/hexadecimal.htmlhttp://www.mathsisfun.com/binary-decimal-h...-converter.htmlმეორე ლინკზე ბინარულში გადაყვანის კონვერტერიც არის.
ზუსტად ასეთივე პრინციპით ხდება გადაყვანა დეციმალურისა ჰექსადეციმალურში. დეციმალური რიცხვი უნდა წარმოადგინო ჯერ 16-ის ხარისხებად და 16-ის ხარისხებს წინ მამრავლად რა რიცხვებიც უძღვებიან, იმათ გარდაქმნი ჰექსადეციმალურში და შემდეგ ჩაწერ. შენ თვითონ შეგიძლია ასეთი რიცხვები შეადგინო. თვალსაჩიონებისათვის პირდაპირ ჩავწერ რაიმე რიცხვს დეციმალურ ხარისხებში და გადავიყვან ჰექსადეციმალურში. დავუშვათ გვაქვს დეციმალი:
15*16^4+13*16^3+0*16^2+11*16^1+12 (ეს რიცხვი უდრის 1036476)
ჰექსადეციმალურში რომ ჩაწერო, 15, 13, 0, 11 და 12 გადაიყვანე ჰექსადეციმალურში და დამთავრდა საქმე.
15 (H)=F (D)
13 (H)=D (D)
0 (H)=0 (D)
11 (H)=B (D)
12 (H)=C (D)
საძიებელი რიცხვი იქნება FD0BC.