კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს
გრაფიკულ დიზაინშიკურსს გაუძღვება სანდრო ასათიანი
კურსის ხანგრძლივობა: სამი თვე, 45 აკადემიური საათი
საბუთების მიღების ბოლო დღე: 23 დეკემბერი
კურსის ღირებულებაა 720 ლარი
კურსი მოიცავს ორ ნაწილს:
გრაფიკული დიზაინი და ჟურნალის დიზაინიგრაფიკული დიზაინი: კურსის მსვლელობისას მსმენელებიგაეცნობიან გრაფიკული დიზაინის ძირითად პრინციპებს. მოკლე ექსკურსის შემდეგ გრაფიკული დიზანის ისტორიაში საუბარი იქნება იმ მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენება დასავლეთში და ეხმარება დიზაინერს გრაფიკული ელემენტების შემუშავებაში.
ჟურნალის დიზაინი: კურსის მსვლელობისას საუბარი იქნება ჟურნალის დიზაინის თავისებურებებზე. გარჩეული იქნება გრაფიკული ბადის მნიშვნელობა ჟურნალის დიზაინში. სტუდენტები გაეცნობიან კომპიუტერში ჟურნალის აწყობის პრინციპებს და კომპიუტერულ პროგრამებს. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა იმ პროცესებს, რომლებიც ხორციელდება სტამბაში ფაილის ჩაბარების შემდგომ.
ვისთვის არის გათვალისწინებული კურსი:
1. მათთვის, ვინც გრაფიკული დიზაინის სფეროში აპირებს მუშაობას და სჭირდება პრაქტიკული და თეორიული ცოდნა.
2. მათთვისაც, ვინც უკვე მუშაობს დიზაინერად სარეკლამო კომპანიებში, გამომცემლობებში და დაუგროვდა შეკითხვები.
3. პერიოდული გამოცემების რედაქტორთათვის და სარეკლამო კომპანიების ხემლმძღვანელთათვის, რომლებსაც სურთ გაეცნონ გრაფიკული პროდუქტის შემუშავებისა და დამზადების სრულ ციკლს.
მოსალოდნელი შედეგები: 1. კურსის მსმენელები მიიღებენ მსოფლიოში წამყვან გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას (Adobe InDesign, Adobe Illustrator, Adobe Photoshop).
2. თავად დაამზადებენ გრაფიკულ პროდუქტებს (ლოგოტიპი, ჟურნალი) და ამგვარად დაეუფლებიან
პროდუქტის შექმნის სრულ ციკლს — იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე.
3. სწავლების პერიოდში მსმენელები დაამყარებენ კონტაქტს დარგის წამყვან სპეციალისტებთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის უნივერსიტეტი
ქ. თბილისი, 0175, კოსტავას ქ. 77
საკონტაქტო პირი: კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი თამარ გაბისონია
ტელ:(995 32) 31 32 24 ან 31 32 25, შიდა 177 ან 899 540 984
ელ-ფოსტა: tgabisonia@cu.edu.ge; ვებ გვერდი:
http://www.cst.geინფორმაცია ლექტორის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდიდან: www.sandroasatiani.com