პირველი თოვლი მოსულა... პირველია თუ მეორე თუ მესამე თოვლი ყველაზე მაგარი რამეა, რო დადიხარ და ხრაშუნებს და ყველაფერი რო თეთრია, იF

მოკლედ ჯიგრულად რო დადო თოვლმა სასტიკად მომინდა გარეთ გასვლა, მაგრამ ვერ გავიდოდი დაულევლად. არადა, დალევა არ შეიძლებოდა კიდევ ოთხი თვე შრატის პონტში(ნუ მე კიდევ ორი თვე ვაპირებდი პაუზას და არა ოთხი, თან ექიმს ნათხოვნი ჰქონდა სამი თვე მაინც მოიცადე და მერე იშვიათად დალიე ძაან სანამ 6 თვე არ გავაო), მაგრამ...
თან ამხანაგი გარხოზასგან(David_Gilmouridze) წამოვიდა იგივე იდეა, გავიდეთო, დაულევლად ვერ გავიდოდი, ჰოდა ავდექი და სამი ჭიქა ვარციხე დავარტყი ეგრევე, თქვენ არ იცით რა ბედნიერი ვიყავი იმ პერიოდში, მთელი სამი თვე(ბოლ ნემსიდან ორი) იყო გასული რაც ჩემს ბაგეებს ეს სათნო სითხე არ შეხებია და რაც ეს სითხე არ მიმეღო, ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედიის ტოლფასი გახლდათ

ძალიან ვისიამოვნე და გამიხარდა რომ მყისიაერად არაფერი დამემართა(კარგი დრო კი შევარჩიე, ღამის 4 საათი და დათოვლილი ქალაქი, რო რამე რო ან მოვა სასწრაფო ან არა

არადა ადრე საავადმყოფოს ფოიეში ვაპირებდი დალევას), ე.ი. ალერგიული არ აღმოვჩნდი(ნუ იმ ,ჭკვიან' ექიმებს ეგრე ჰქონდათ ნათქვმი, უცებ თუ არ გეტაკა ე.ი. ასე თუ ისე ნორმაშია ყველაფერიო, წამლის განეიტრალებას და ცოფის შიშს ვინღა ჩივის, მთავარია რეაქცია არ იყო) თუმცა იკებანამ ყველაფერი გააფუჭა

ე.ი. ბოროტმა იკებანამ განაცხადა, შენი გადასაწყვეტია,მაგრამ ეგ როგორ ქენიო და მეტი აღარ დალიოო. ჯერ ერთი რო გადარჩი ხვალ ამ დროს თქვი ახლა კი ნუ გიხარიაო. მერე მეორე ეს ამჯერად შეიძლება გამოძვრე, მაგრამ შემდეგ დალევაზე ან გაგიმართლებს ან არა, ალერგიას ბევრი გამოვლინება აქვსო, მათ შორის საშინელიცო... ჩათავლე რუსულ რულეტკას თამაშობო

ეს არ უნდა ეთქვა, რადგან უნებურად, უტამლონიე სოლნცემ-ის დასაწყისი გამახსენდა სადაც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი ოლეგ მენშიკოვის შესრულებით მიწია

ანუ იაწიმ ფილმის დასაწყისში ჯიგრულად,ითამაშებს რუსულ რულეტკას და მერე წავა საქმეზე... ჰოდა უფრო მოვინუსხე ამ ყველაფრით :გივი:
მოკლედ ასეა თუ ისე იკებანამ ნამდვილად შემაშინა, თან ძალიან(ანდრომაც ვერ გაანეიტრალა ეს შისი თავისი ჩართვებით: Yლეზე დაიკიდე შეჩემა და ამ სტილში). ორი დღე არ მქონდა მოწეული და ნახევარი პაჩკა მოვწიე უცებ, მაგრამ მაინც დავლიე კიდევ ოთხი ჭიქა და ჯერჯერობით ცოცხალი ვარ

იმედია კიდევ საკმაო ხანი ვიცოცხლებ, რადგან ცხოვრება იმაზე გაცილებით მეტად მიყვარს, რომ ვიღაც უაზრო ძაღლის უაზრო ნაკაწრისა და ჩინური შრატის გამო უაზროდ დავიბრიდო :ბოლი: როდის და როგორ დავლევ ეგ აღარ ვიცი ამ დაშინებულზე. მაგრამ იკებანან ისიც თქვა 6 თვე რო გავა მერეც თავი უნდა შეიკავო დალევისგანო და ეგ უკვე რიჟა ბაზარია, მაგას ჯობია ოთხი ფიცარი, ბოლო ჭიქა და ჰერი ჰერი :გიგი:
ნუ ამ ისტორიაში განგებ გამოვტოვე ჩემთან სახლში ატეხილი პანიკა, ნერვიულობა, ბებიაჩემის წყევლები და რაღაცეები :გივი:
meta: ikebana
როგორ მომნატრებია ნასვამზე სისულელეების წერა. ეს ნაბეღლავის ბოთლიც მომენატრა აგერ რო დევს და ისე რო ეწაფები თითქოს უკვდავების წყაროს წყალია. არადა უკვე აბსოლუტურად ფხიზელი ვარ თითქმის :ალკ: და კმაყოფილი ამხელა პაუზის მერე მიღებული სიამოვნებით
და რაც ყველაზე მთავარია, თოვლისგან მიღებული სიამოვნებით
ჩვენი მოგზაურობით, ჯერ ანდროს და ტაბოს წამოსაყვანათ, საილენთ ჰილში მირებული ფსიქოლოგიური შოკით, გაწვალებული ტაქსის მძღოლით, იპოდრომზე დალევით, ერთი-ორი გუნდის გასროლით და ბევრი ბევრი თოვლით, სითეთრით და იმ მონსტრებით იქ რო დადიოდნენ და ცენტრში რო შეერთდნენ მერე

იმ წყვილითაც... და ყველაფრით
ნეტავ რამდენიმე დღე კიდევ იყოს ჯიგრული თოვლი
ესეც მცირე ფოტოკოლაჟი(ეჰ სად არ იყო კაი აპარატი

), ჩემი, ანდროს, გარხოზას, ტაბოსა და ჩვენი ძმისა და მეგობრის ლაშას მონაწილეობით
http://www.link.ge/file/170870/ipodromi.rar.htmlმაგრამ თქვენ ვერ მიხვდით რა იყო ამ ისტორიის მორალი
მთელი ამ ნაამბობის დედაჰაზრი გახლდათ კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ერთი უტყუარი ფაქტისთვის - იხილეთ ფოტო
მიმაგრებული სურათი
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani