"სანამ პოსტის დედააზრს გეტყოდეთ, მანამ მინდა, ერთი ფრაგმენტი შეგახსენოთ, კინოფილმ "ყვარყვარედან"...
გადახდილ მანქანაზე ამაყად გაჯგიმული ყვარყვარე ჯარისკაცთა კოლონას უდგას თავში და მანქანა ერთი მიმართულებით წავა , დაღლილი ჯარი კი - მეორე მიმართულებით... ყვარყვარე ამას შეხედავს და გამწარებული დაამუნათებს მძღოლს: "ე, ბიჭო ჩოუდექი თავშიო"...
მანქანა მიმართულებას შეიცვლის და ისევ კოლონის თავში აღმოჩნდება, რასაც კიდევ უფრო გაჯგიმული ყვარყვარე გაბმული სიგნალითაც აღნიშნავს..... გახსოვთ ხომ ?
ხოდა, მეც ეს ეპიზოდი გამახსენდა, როდესაც გუშინწინ სადღაც ელიტარულ ლუდხანაშიი (sic!) საქართველო-პორტუგალიის სარაგბო მატჩის მიმდინარეობისას ნაც-ელიტა უგულავას მეთაურობით და ახლად დაარსებული ე.წ. საქართველოს ნაკრების ფან-კლუბის წევრები ვიხილე (სხვათა შორის, ეს ფან კლუბი თითქმის მთლიანადაა დაკომპლექტებული იმ ხალხისაგან, ვინც უწინ ნაც-მოძის თაოსნობით ფეხბურთის ფან-კლუბი შექმნა)....ყველა ნაციონალურმა არხმა კი ამ ხსენებული "ფან-კლუბის" გაპიარებას უფრო დიდი დრო დაუთმო, ვინემ თავად მატჩის პერიპეტიებს და ყველაფერმა ამ ერთგარად შემაშფოთა კიდეც, თუ რატომ ქვემოთ მოგახსენებთ;
1. ყველას ცხვირწინ გვიდევს ის მაგალითი თუ რა "ხეირსა სწია" ქართული ფეხბურთი პოლიტიკსთან უაზრო დაახლოებამ და პარტაქტივისტების მიერ ამ სპორტში ხელების უშნოდ ფათურმა !
2. მრავალი წელია, თითქმის არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია რაგბში საქართველოს ჩემპიონატისა და უნდა მოგახსენოთ, რომ არც ერთი იმ ხსენებული პარტ-აქტივისტებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისა მე იქ არასდროს არ შემხვედრია, შესაბამისად ერთობ მიკვირს, მათი პირველ პლანებზე გამოსვლა და მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ყელყელაობა საყოველთაო ზეიმისა და გამარჯვების დროს !
3. აბსოლუტურად გაუგებარია რას ნიშნავს ტერმინი "საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი", რადგანაც იდეაში საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი, ალბათ, მთელი ქვეყანა უნდა იყვეს... აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიო რაგბიში საყოველთაოდაა გავრცელებული კლუბური სისტემა და ამ კლუბის წევრები არიან როგორც მოთამაშეები ასევე გულშემატკივრებიც, მაგრამ ეს არანაირად არ შეეხება ეროვნულ ნაკრებებს, რა შუაშია კლუბი და ნაკრები სიმართლე გითხრათ არ მესმის....
ამასთან, ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ რაგბში არაა მანდამაინც მიღებული ტერმინი "ფანატი" და "ფან-კლუბი"...
რაგბს ქომაგები ყავს, ფანატები კი იმ სპორტში ეძებეთ ბატონებო, რომლის "ფან-კლუბიც" თქვენ დააარსეთ წლების წინ და რომელიც ნაცმოძიდან ფინანსირდებოდა, ამასთან თითქმის ყოველწუთას სხვადასხვა არხებზე თქვენი ჰიმნიც ტრიალებდა "ჩვენ ერთი გუნდი ვართ", ხომ გახსოვთ ?
4. ასევე გამიჩნდა ეჭვი, რომ ნაცმოძი რაგბში მიღწეული წარმატებების გამოყენებას ცდილობს ვიწრო-პარტიული პიარისათვის, ამ საქმეში მხარდამჭერებად კი ხსენებული ფან-კლუბი გვევლინება, რომლის წევრებისა და ხელმძღვანელების უმრავლესობა ყოფილი ფუტბოლნი ფან-კლუბის წევრები და ანგაჟირებული პირები (იმჰო) არიან !
5. ეგება, განმიმარტოთ, ვინმემ, რა იმალება იმის უკან, რომ ნებისმიერი სპორტული წარმატებას ამ ქვეყანაში ერთი და იგივე ხალხი ექცევა ყვარყავრესავეთ თავში, ხოლო წარუმატებლობის დროს კი იგივე ხალხი საეჭვოდ იყურსება და თავის თავს არსად აფიქსირებს (აბა, წარუმატებლობასთან ასოცირება ვის რად უნდა !) ?
მოგიწოდებთ ამ ახალი "ფან-კლუბის" წევრებს თუ მართლაც გული შეგტკივათ ქართულ რაგბიზე, ეგება, სწორედაც კლუბური რაგბის განვითარებისათვის შეგეწყოთ ხელი და გაწევრიანებულიყავით საქართველოში არსებულ სხვადასხვა კლუბებში, თუმცა ალბათ "ხულიგანას", "არმაზისა" და "დევების" წევრობას ისე მარჯვედ ვერ გამოიყენებთ პიარისათვის და აღარც ნაცმოძი დაგაფინანსებთ, ასე რომ არა ხართ თქვენ ამის გამკეთებლები, ვიცი მე, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ...
და ბოლოს, თუ კი ვინმე ჩემს ნამეტან გალანძღვას გადაწყვეტთ ამ პოსტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პოსტის ავტორს არასდროს ახლოსაც არ გაუვლია არც ერთ პარტიასთან თუ პოლიტიკურ მოძრაობასთან....ამასთან ამ პოსტის ავტორი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავის ჯანმრთელობა შესწირა რაგბს.... თუმცა, ის ვერასდროს გახდება რაგბის "ფანატი', რადგანაც რაგბი მისი ცხოვრებაა...
ღმერთმა დამიფაროს, ვიფიქრო, რომ ნაცმოძელები გულწრფელად არ ხარობენ ჩვენი ნაკრების წარმატებით, მაგრამ გამიგეთ, ბატონებო, ძალზედ დიდი შიში მაქვს იმისა რომ პოლიტიკის დაახლოება ჩემს საყვარელ სპორტს დათვურ სამსახურს გაუწევს მხოლოდ და მხოლოდ !
რაც მალე შეწყვეტთ ამ "ე. ბიჭო ჩოუდექი თავში"-ს პოლიტიკას მით უკეთესი ყველასათვის....
მომავალი დიდი წარმატებების იმედით უზერი chombe ! "
=======================================================
თემა გავხსენი პოლიტგანში და ეს დავპოსტე სეფე-პოსტად, ხოდა ეხლა მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე, ძალიან ვურევ თუ არის რაღაც სიმართლეც ჩემს ნაცოდვილარში ???
ა, თემაც -
ე, ბიჭო, ჩოუდექი თავში ! This post has been edited by chombe on 16 Feb 2010, 00:31