რამდენი დრო ფუჭად და უაზროდ მაქვს გატარებული ამ განყოფილებაში, რამდენი საინტერესო რამ შემეძლო მეკეთებინა და მაინც და მაინც აქ შემოვდიოდი და დავტანტალებდი.
პლუტონი მეცხრე სახლში მიბიკვინტილებული მარსთან რომელიც თავის მხრივ ზის ასცენდენტზე და ქმნის ოპოზიციას ნეპტუნისა და ###პტუნის შეერთებასთან. აი რაში უნდა გამოგადგეს კაცს ეს სისულელე.
ვინმეს გამოგიყენებიათ? თუ კი, მაშინ რაიმე რეალურად სარგებელი მიგიღიათ?
ერთადერთი ვინც რეალურად გამოიყენა რაიმეში აქ მიღებული "ცოდნა" არის პატივცემული სოფია ( <3 ) რომელიც მიხვდა (ან ვერ მიხვდა. ორი ვარიანტია, ნუ მეორე უფრო რეალურია (98%) მაგრამ საქმეს პირველზე ყურადღების გამახვილება სჭირდებოდა), რომ თავის მოტყუებას ისევ სხვა დააბოლო ჯობია და გახდა ასტროლოგი
ჰოდა ან თქვენც გახდით ასტროლოგები, ან გაჩერდით

რა მინდოდა ახლაც ვერ ვხვდები.
ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახის წევრებს, რომ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდი მათ.
ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს იმ დაკარგული დროისთვის რომელიც მათთან შემეძლო გამეტარებინა და არ გავატარე.
ბოდიშს ვუხდი ჩემს ორგანიზმს, რომელიც ნაცვლად იმისა რომ ამეწია და გამეტანა სადმე სხვაგან, მედო ერთ ადგილას, გაუნძრევლად.
ვნანობ, ძალინა ვნანობ


ბევრი გაგიცანით, ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კუტუ
განყოფილება იყო, არის და იქნება
მაპატიეთ ზედმეტი პირდაპირობა,
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძალიან ფეთქებადი მთვარე მყავს

პ.ს.
ყველაზე ქალურო ქალთა შორის, ქეთევან. როგორც ძამიკოს ისე გიყურებდი, ყოველთვის, შენც ხომ იცი. დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის რატომ დამბლოკე