
კიდევ ერთი ძალიან მაგარი მწერალი რომელზეც როგორც ჩანს ცალკე თემა არ ყოფილა.
"ჩვენი პატარა ქალაქი" ჩვენში ცხადია თითქმის ყველამ იცის მიშა თუმანიშვილის წყალობით.
აი სხვა რომელიმე მისი ნაწარმოების ქართული თარგმანი თუ იცით ვინმემ, არსებობს?
პირველ რიგში მაინტერესებს მე მგონი მისი ყველაზე მაგარი
"The Ides of March". რუსული ტექსტები ბევრგანაა ინტერნეტში, აი აქ მაგალითად -
http://fictionbook.ru/author/uayilder_torn...ine.html?page=1 - რეკლამები კი ურევია, სამაგიეროდ საკმაოდ ვრცელი და შინაარსიანი კომენტარებია, რომლებიც ამ საოცარ რომანს ნამდვილად ჭირდება. ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას უნიკალური კომპოზიციაა. რომანი შედგება ოთხი ნაწილისგან, ყოველი შემდეგი ნაწილი იწყება წინაზე უფრო ადრინდელი დროის აღწერით და მთავრდება უფრო გვიანდელი დროის აღწერით. ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს აეროსტატით ადიხარ მაღლა და სულ უფრო ვრცელ პანორამას ხედავ უამრავი ახალ-ახალი დეტალებით, და ეს-ესაა რაღაც მთლიან უზარმაზარ თვალუწვდენელ შინაარსს ჩაწვდები. უაილდერისთვის დამახასიათებელი უამრავი პერსონაჟის ურთულესი ურთიერთქმედებები, თან რომანი ეპისტოლარულია, წერილებისა და დოკუმენტების კრებულს წარმოადგენს. ყველაზე საინტერესო ხაზი ეხება ცალკეული ადამიანების პირადი ცხოვრებისა და კაცობრიობის გლობალური ისტორიის ურთიერთკავშირს. იულიუს კეისრის, კლეოპატრასა და კატულუსის პირადი ურთიერთობები ურთულესად იხლართება რომის ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო მომენტის კულმინაციისას.
აგრეთვე წარმოუდგენელია რო ქართულად არ იყოს ნათარგმნი
"Teophilus North" - მისი ბოლო ნახევრად (კი არა და თითქმის სრულად) ავტობიოგრაფიული რომანი, სიკეთით, იმედით, სიცოცხლის სიყვარულით დამუხტულ-განათებული. ალბათ ერთადერთი რომანია რაც ვიცი სადაც მისტიციზმი ისე ბუნებრივად და ლამაზად ზის რო ცოტა ხნით მაინც თავისთავად ცხად რამედ აღიქვავ. მაგის რუსული თარგმანიც ბევრგან დევს, მაგალითად მოშკოვთან
http://lib.ru/INPROZ/UAJLDER/theophil.txtან ეს მაინც ხო სულ პატარაა,
"The Bridge of San Luis Rey", ეგ მაინც არ არის სადმე ქართულად? მისი შეიძლება ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, სამი ეკრანიზაცია არსებობს, თუმცა არც ერთი არ მინახავს და არც მაქვს სურვილი რო ვნახო - მიუხედავად იმისა რო პატარა ნაწარმოებია, მაგის მთავარი მუღამის კინოთი გადმოცემის მე მგონი შანსი არ არსებობს. ძალიან ლამაზი იდეა - ხიდი ჩაწყდება და მასზე ერთი შეხედვით სრულიად შემთხვევით მოხვედრილი რამდენიმე ადამიანი დაიღუპება. რატომ ინება უფალმა მაინც და მაინც ამ ადამიანების ერთად შეყრა ამ ხიდზე ამ მომენტში? რა შეიძლება მათ აკავშირებდეთ? ბოლო წლებში ასეთი კითხვის დასმის საბაბები კი გახშირდა უამრავი კატასტროფების წყალობით მარა მაინც აქტუალური რჩება

ესეც ბევრგანაა რუსულად, კვლავ შინაარსიანი კომენტარების ხათრით იმ რეკლამებიანი საიტის ლინკს ვამჯობინებ
http://fictionbook.ru/author/uayilder_torn...ine.html?page=2ვისაც წაკითხული გაქვთ რამე სხვა მისი ნაწარმოები იქნებ მირჩიოთ კიდევ რაზე ღირს დროის დახარჯვა. განსაკუთრებით მაინტერესებს როგორებია
"The Eighth Day",
"The Woman of Andros",
"The Cabala" და
"Heaven's My Destination".
This post has been edited by ჯიბ on 28 Jul 2009, 14:17