რამდენჯერ გვინატრია ღმერთო მეტეორი გამოგვიგზავნეო
ხოდა შანსი გვეძლევა
https://reginfo.ge/world/item/11740-meteoru...7RMbkbbtjygp4_Uდღეს ღამეს, უფრო ზუსტად კი 4 იანვარს გამთენიისას, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები კვადრანტიდების მეტეორული წვიმის მომსწრენი გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის - საქართველოდან. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ერთი საკმაოდ ხელსაყრელი გარემოება - ახალი მთვარე, შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება.
მეტეორთა ცვენა პიკს 4 იანვრის დილას, თბილისის დროით 07:00 საათზე მიაღწევს. ახალი მთვარის გამო ნაკლები იქნება ბუნებრივი სინათლე ცაში და შესაბამისად, დავინახავთ მეტეორთა უმეტესობას. ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, პიკის დროს, შესაძლებელი იქნება საათში 60-100 მეტეორამდე დანახვა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდება.
მეტეორების ხილვა მთელ ცაზე იქნება შესაძლებელი, მაგრამ კვადრანტიდების მეტეორული წვიმა ყველაზე კარგად დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს გამოჩნდება.
მეტეორული წვიმა ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით შემოიჭრება კოსმოსური ნარჩენები - მეტეორიდები. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და შესაბამისად, ყველა მათგანი ატოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.
მეტეორული წვიმა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ მხოლოდ სამი მათგანი აღწევს საათში 100-ზე მეტ ერთეულს, ესენია: პერსეიდები აგვისტოში, ჯემინიდები დეკემბერში და კვადრანტიდები იანვარში.