საინტერესო დიალოგს გადავაწყდი და მინდა შემოგთავაზოთ.
დიალოგის მონაწილეების სახელებს და გვარებს თქვენის ნებართვით არ დავწერ.
უფრო საინტერესო დიალოგის მიმდინარეობააა
შეიძლება მითხრათ, რომ ეს არაა ამ განყოფილების თემა, მაგრამ ვერ დაგეთAნხმებით, იმიტომ რომ დიალოგი ქართველებისთვის მეტად ფაქიზ სიმს ეხება....
************************************************
დიალოგი იწყება ასეთი ფრაზით:
ვინმე "იქსი" სვამს კითხვას:
იქნებ მაინც ამიხსნას ვინმემ, რატომ იყო გოგი დოლიძე დიდი მომღერალი...
და შემდეგ მოდის კომენტარები:
M:
didi ar vici, magram qalaquri simgheris kargi shemsrulebeli namdvilad iyo .:)xolo, rac sheexeba did qatvel mogherals ,aset personad hamlet gonashvili ganixileba , radgan qartuli folkloris korifeebma mas " saukunis xma" uwodes.
იქსი:
უკვე მხოლოდ ამ ნიშნით სცნობენ? ნუთუ ხალხის გემოვნება მატულობს?
იქსი:
ჰამლეტ გონაშვილი შეუდარებელია... ამის გაგებას კორიფეობა არ სჭირდება. რაც შეეხება ”ქალაქურ სიმღერას” - საერთოდ საკმაოდ მახინჯი ჟანრია. გაიჩხირა სადღაც საიათ ნოვასა და ბულატ ოკუჯავას შორის
H:
მეზიზღება ეგ ჟანრი და ტექსტები..სიყვარულის ბილიკები გავფინე, ჩაგეხუტები მინდვრის ბოლიში, და გვირილებს გაშობინებ. გული მერევა
იქსი:
სხვათა შორის,სახალხო მომღერლები სხვებიც იყვნენ. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში იყო ერთი ილია ზაქაიძე. ტენორი ხელში ფანდურით... დაიკარგა სადღაც. ხმა ჰქონდა და სიმღერაც იცოდა.
ასევე უსამართლოდ არის დავიწყებული სულიკო კოროშინაძე - ამანაც იცოდა სიმღერა და ისიც ჰქონდა, რასაც ხმა ჰქვია.
H:
მე ვიცი ქალი რომელიც ჩონგურით მრერის და მკითხაობს თან...
M:
suliko korishinadze "yvavilebsi qveyanas " yvelaze lamazad mgheroda. esec qalauri simgheraa
იქსი:
ეს ”ქართული ხმებიც” რა საშინელებაა. ასე როდის ყვიროდნენ ქართველები?! ერთი დუჟინი მამაკაცი ფორტისიმოზე ღრიალებს: ”აწი აღარ გაგაჩერებ შინ!” - ეს როგორ უნდა გავიგოთ?
იქსი:
არა მარტო ”ყვავილების ქვეყანას”... ”ბათუმს ქათქათას”, ”მე თბილისელი ბიჭი ვარ” - გემოვნება იყო და სტილი. ეგრე მაგ სიმღერებს ტიტო სკიპა ვერ იმღერებდა. გოგი დოლიძე კი რა უნიჭობა იყო...
L:
"gazafxuli shemosula,len"... ra sasacilo simgeraa,martlac da....

M:
samagierod gvyavs saxelmwifo ansambli " rustavi" mas vusminot.
იქსი:
”რუსთავში” იციან სიმღერა... უბრალოდ, სტილია საბჭოთა სახელმწიფო ანსამბლების: საოპერო ტემბრები ისმის... თუმცა ამ სტილმა თავისი ქნა: დასავლეთში სხვანაირად ვერ გავრცელდებოდა ქართული სიმღერა. ვოკალიზაციაში საზიარო რაღაც უნდა იყოს.
M:
"rustavma" dzalian didi sqme aketa tavis droze . akademiuri ansamblia , amashidac getanxmebit .

iqneb axali taoba amodzravdes sxvagvarad
იქსი:
ეგეთები შეკვეთით არ გამოდის... შეკვეთით არის ”ჩვენებურები” და კიდევ ჯგუფური ნათლობა ჭოროხში. აუცილებლად ამოძრავდებიან... ადამიანები ყოველთვის მღერიან.
L:
aq profesionalebs unda davekitxot vin ufro magrad mgeroda da mgeris da mere vin ras mgeris da ramdenad jdeba qaltul stilshi....
იქსი:
სულ ვიღაცას უნდა დავეკითხოთ... პროფესიონალები გარკვეული სისტემის პროდუქტები არიან. არც ”ქართული სტილი” არსებობს ისტორიისა და სოციუმის მიღმა, როგორც რაღაც აბსტრაქტული ნიმუში. სხვათა შორის, ბაზრობებზე და მარშრუტკებში აჟღერებული ”მუსიკებიც” ქართული სტილია.
M:
chems bavshvobashi jansugh kaxidze momavali taobis musikaluri gemovnebis chamoyalibbebistvis karg saqmes aketebda . kvirashi etxel tv- shi misi saavtoro gadacema gadioda. ar iyo aucilebeli xmis da smenis qona. igi adamianebs aswavlida rogor ganesxvavebina kargi musika, ugemovno da " bazrobis" musikisgan. ar iyo cudi idea
G:
ბატონო იქს, თქვენ ხმა და სმენა გაქვთ?
იქსი:
თუ მღერით, აკომპანემენტს გაგიწევთ. საკუთრივ სიმღერას რაც შეეხება, სინდისი მაქვს

იქსი:
მახსოვს ეგ გადაცემები. ჯანსუღ კახიძე არტისტული პიროვნება იყო. მაგის რეპეტიციებს ვესწრებოდი. პიესასავით იყო დადგმული. მართალია, უფრო მაყურებლებზე მუშაობდა, ვიდრე საკუთრივ ორკესტრზე, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო.
გემოვნების გარდა საქმე მომზადებაზეცაა. და სიყვარულზეც
L:
vigacas ki ar unda davekitxot saqmis mcodes. xolo roca dge diologebi, iuristebi da a.sh. ekonomikashi mushaoben, momgerlebi politikosoben da sxva mravali mitom aris saqme kargad
G:
სამწუხაროდ არც მე ვმღერი, მაგრამ იცით რა შეგრძნება გამოჩნდა თქვენი პოსტის შემდეგ, ის ვინც თქვენზე ოდნავ უკეთ მღეროდა ზიზღს იწვევს. ჰამლეტ გონაშვილს კი იმიტომ ვერ შეეხეთ, რომ ჰამლეტ გონაშვილია. რა უბედურებაა მიცვალებულებთან ბრძოლა? ცოცხლებში ვერავინ ნახეთ ისეთი, რომელიც გასაკრიტიკებელია და რომელსაც "დიდ მომღერლად" ან "მომღერლად" მოიხსენიებენ? პ.ს. აქვე დაზუსტებისთვის დოლიძის მხოლოდ ორი თუ სამი სიმღერა მაქვს მოსმენილი და ისიც წლების წინ . . .
იქსი:
ჰოდა, იმას ვამბობ, რომ ”საქმის მცოდნე” თვითონ არის გარკვეული სისტემის პროდუქტი... მაგალითად, ქ-ნი ბერიძე, ”ჯეოსტარის” ქალი. მთელი ცხოვრება დაკვრა ეზიზღებოდა (ვერ იყო კარგი კონცერტმაისტერი), ახლა კი თავისი თავი იპოვა
იქსი:
არა, ქართველები მხოლოდ პირად კატეგორიებში აზროვნებენ
მიცვალებულებს კი არ ვებრძვი, ის ტენდენცია მაღიზიანებს, რომელიც გოგი დოლიძეს რაღაც ტრადიციის სათავედ აღიქვამს. როგორ ფიქრობთ, თუ ერბოკვერცხი მიყვარს, ქათმისა უნდა მშურდეს?
იქსი;
მასეთი ტენდენციების გამო არის, რომ ნანი ბრეგვაძის ”ავტორიტეტის” გამო იძულებულნი ვართ მამალაძეს ვეძახოთ მომღერალი... და ვითმინოთ ეს ყველაფერი ნანის ”ხათრით”. რატომ? - ყველამ საკუთარი თავი ისე უნდა გაყიდოს, თითქოს ამქვეყნად მარტოა.
L:
es cnobili mamikoebisa dedikoebis shvilebis xelshi ayvana martla mosashlelia, magram moishleba ki????
G:
ძალიან მაინტერესებს ვინ აღიქვამს დოლიძეს რაიმე ტრადიციის სათავედ და სად ისმენთ ამ აზრებს? გამოდის რომ ყველაფერი რამდენიმე თითქოსდა რამდენიმე საქმის მცოდნეს უნდა ვკითხოთ, რომელიც ცდილობს კომპეტენტურად გაასაღოს თავი, რაც ცოტა არ სასაცილოა. ვაცადოთ იქნებ ხალხს, დროს და გამოჩნდება ვინ - ვინ არის. რაც შეეხება მამალაძეს, ნუ დაუძახებთ თქვენც მომღერალს და ეს იქნება.
იქსი:
ძეგლი დავით აღმაშენებლის გამზირზე... რეგულარული რეფერენციები ტელევიზიით...
მართლაც ძალიან მცირეა იმათი რაოდენობა, ვის რჩევებსაც მე შევისმენ, მაგრამ იმათგანაც არ მივიღებ სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩაყოფის რჩევას.
რას მეკამათებით, ნეტავ? - თვითონ უერთგულეთ საკუთარ პრინციპებს და უგულებელჰყავით ჩემი აზრები
L:
თვითონ უერთგულეთ საკუთარ პრინციპებს და უგულებელჰყავით ჩემი აზრები... magari frazaa

G:
დიდად არც მე მანაღვლებს რას შეისმენთ და რას არა, მაგრამ მეორეა, რომ ცოტა უხერხულია თითიდან გამოწოვილ თემების ასეთი გაპიარება, თან როცა საქმე მიცვალებულს ეხება

არ გიფიქრიათ, რომ უმჯობესი იქნებოდა იქნებ ამ საკითხში თქვენზე უფრო კომპეტენტურ ადამიანს ესაუბრა?
იქსი:
მე რომ დამეწერა, ჯუზეპე ვერდი მუსიკალური პოპულისტი იყო-მეთქი (არადა იყო, ეგ ცხონებული), არავინ ყურსაც არ გაიბერტყავდა. მაგრამ საკმარისია შეეხო ფიგურას, რომლის გაპიარებას თბილისური საძმაკაცო ეწევა, მაშინვე შეგეკითხებიან, სმენა და ხმა თუ გაქვსო
G:
აი ეგ რა შუაში იყო??? მაშინ როდესაც ყრუებითა და უგემოვნოებით არის სავსე "ქართული ესტრადა", ნუთუ სხვა ვერავინ მონახეთ, რომელიც გასაკრიტიკებელი იქნებოდა და საქართველოში ამა თუ იმ ჟანრის "ფუძემდებლად ითვლება"???
იქსი:
აქედან დავიწყე, კეთილო
იქნებ განვაგრძობ, იქნებ დამეზარება... ამას, ჩემ გარდა, ვერავინ განსაზღვრავს...
G:
რა თქმა უნდა, ბატონო იქს, ეს თქვენი კონსტიტუციური უფლებაა

ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა რომ უფრო სიღრმისეულად მომესმინა ზოგადად ამ სფეროსადმი თქვენი მიდგომა და როგორ აპირებდით ქართველი მსმენელის გემოვნების დახვეწას, სწორედ ამიტომ ჩავერთე დიალოგში.
M:
tanamedrove qartuli musika ,seriozul siduxchires ganicdis. da amis uaryofa sheudzlebelia
იქსი:
ეგეთ რამეს ვაპირებ? - ეგ ფალიაშვილმა და არაყიშვილმა ვერ მოახერხეს. აი, მაშინ კი მართლა სასაცილო ვიქნებოდი

G:
ხოდა სწორედ მაგ გზით რომ გეგმავდით წასვლას და ამიტომ ვცადე თქვენი "შეჩერება" პ.ს. ესეც, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია.
იქსი:
ობიექტები არ აზროვნებენ... ვინმეს რაიმე ილუზიები აქვს, იმაზე რომ ვინმეს ”შეჩერება” შესაძლებელია? ასეთი შეხედულებები ”ჟამი ყვავილობისაში” თუ გამოდგება...
G:
აზროვნებენ

სამწუხაროდ არ ვუყურებ

*************************************************************
ვერ ვხვდები, რატომაა ყველა და ყველაფერი, რაც საბჭოთა საქართველოს დროინდელია, უვარგისი....
და რა დოლიძის ბრალი იყო, რომ იმ დროს დაიბადა...