U2-ს თემა ვეღარ ვიპოვე და ახალი იმიტომ გავხსენი.....
ცხადია, ძნელია ინფორმაციაში ეჭვის შეტანა, როდესაც წყარო ქვეყნის პრეზიდენტია, თუმცა მეტი სარწმუნოებისთვის მისი გადამოწმება მაინც გადავწყვიტეთ. აღმოჩნდა, რომ თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო საქმის კურსში არ არიან იმ უბრალო მიზეზით, რომ მათთვის ამ კონცერტის ორგანიზება არავის დაუვალებია (მათ კი იმის გამო მივმართეთ, რომ მსგავსი მასშტაბის, თანაც საახალწლო ღინისძიებებს სწორედ ეს ორი სახელმწიფო სტრუქტურა კურირებს ხოლმე). რაც შეეხება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის კომენტარს, მანანა მანჯგალაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ U2-ს კონცერტთან დაკავშირებით ოფიციალური ანუ დადასტურებული განცხადება სამშაბათის ბრიფინგზე გაკეთდება.http://24saati.ge/index.php/category/culture/2009-12-11/1983
http://www.facebook.com/pages/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98/123062714414548