ძაღლის კიდევ ერთი ჯიში რომელიც პირადად მე კატასტროფულად მომწონს

რაც არ უნდა იყოს ამ ძაღლს გარეჰგნობისგან განსხვავებული ხასიათი აქვს
ეთის მხრივ, კომონდორი დამჯერი და მოკრძალებულია თავის პატრონთან, მეორეს მხრივ, შეუდრეკლად პირქუში და ღვარძლიანია მგლებისა და დათვების მიმართ, რომლებიც ფეხს შემოადგამენ ნახირის ტერიტორიაზე. რამდენიმე წუთში კომონდორი დაძლევს მასზე უფრო ძლიერ ცხოველსაც კი. ამ ძაღლისათვის უცნობია შიში, ვის პირისპირაც არ უნდა იდგეს.

რაღაც ისეთია, რაღაცანაირი როგორ ავხსნა
უსაზღვროდ ლამაზი
და საყვარელი გამოხედვით

ეს ძალიან დიდი, კუნთოვანი ძაღლია ღირსეული და დამოუკიდებელი სვლით. სიმაღლე მინდაოში – 65 სმ-დან, გვხვდება ძალიან დიდი მუშა ეგზემპლიარებიც. წონა: ხვადი – 39-69 კგ, ძუ – 59 კგ-მდე.

ამ ძაღლის მთელი სხეული დაფარულია განსაკუთრებული ბეწვის შნურებით, რომელიც შეხებისას მოგვაგონებს ფეტრს ან ქეჩას. ბეწვის სიგრძეა 20-27 სმ და იგი ყოველთვის თეთრი ფერისაა. მისი ვარცხნა არ შეიძლება, იგი თვითონ წარმოქმნის შნურებს; ეს პროცესი ძალიან ნელა ხდება: ძაღლი იწყებს ძირითადი ბეწვით დაფარვას 6-9 თვის ასაკიდან, კომონდორი (KOMONDOR, HUNGARIAN SHEEPDOG)მაგრამ სრულ სიგრძეს შნურები მხოლოდ 2 წლისათვის აღწევენ. ქინქლი – რბილი და ფუმფულაა, თვალები – მუქი ყავისფერი, ყურები – დაკიდებული და U-ფორმის
. ამ ძაღლს აქვს დიდი თავი, მასიური სხეული, სწორი ზურგი, ღრმა მკერდი, ძლიერი და კარგად განვითარებული ჩონჩხი. კუდი დაკიდებულია. კომონდორის ყბები ძალიან ძლიერია მაკრატისებული თანკბილვით

ნეტა ყავს ვინმეს საქართველოში?
კარგი კომონდორის საშშუალო ფასი 1300-1500 დოლარია
მაგრამ გუგლმა 500 დოლარიანებიც ამომიგდო და ეგენი რაა ვერ გეტყვით
