როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 45–ე "კლასიკო". ერთმანეთს ორი ყველაზე ტრადიციული გუნდი თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
ყველას მოგიწოდებთ, ვინც თბილისის "დინამოს" გულშემატკივარია მობრძანდით სტადიონზე და უქუმაგეთ თქვენს საყვარელ გუნდს. თბილისის "დინამო" ის კლუბია, რომელიც ყოველთვის იცავდა და იცავს ქართული ფეხბურთის ღირსებას, ეს ის გუნდია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და მისი შელახვის უფლება არავის აქვს.
თბილისი "დინამოს" გულშემატკივრების საყურადღებოდ გთხოვთ ვისაც გაქვთ ფორმა ჩაიცვათ და ისე მობრძანდეთ სტადიონზე.
დღეს "დინამოს" ისე სჭირდება მხარში დგომა როგორც არასდროს.
ყველანი გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქის და კლუბის ღირსება.
გაუმარჯოს ჩვენს დედაქალაქს და თბილისის "დინამოს"!!!


საავტორო უფლებების მატარებელი თემა: ყველანი სტადიონზე: "დინამო" – "ტორპედო"