მოგესალმებით, მოკლედ გამიელვა იდეამ რომ, კარგი იქნება თუ მსგავსი თემა იქნებოდა. სადაც სხვადასხვა სახის კითხვებს დავსვავთ. მაგალითად ინგლისურის გრამატიკიდან, რუსულის, გერმანულის და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ "ჩაინიკური" კითხვების თემა რომ იყოს.
სანამ პირველ კითხვას დავსვამდე, მინდა დავკონკრეტდე. ესეიგი ინგლისური არ ვიცი მაგრამ, ძალიან მჭირდება მისი ცოდნა. გათვალისწინებით იმისი რომ, პედაგოგთან ვერ ვახერხებ სიარულს, შევიძინე წიგნები: თამილა შალიკაშვილის ორ ტომეული ( ვისწავლოთ წერა-კითხვა ინგლისურად და ვისაუბროთ ინგლისურად ) ასე ნელ-ნელა ვცდილობ დავეუფლო ინგლისურს.
თუმცა წიგნი მაინც გათვლილია პედაგოგ-მოსწავლისთვის და არა მხოლოდ მოსწავლისთვის. ანუ არის ბევრი საკითხი რაც ვიღაცამ უნდა ამიხსნას და ინტუიციას ვერ ვენდობი.
კითხვა მდგომარეობს პირველი იმაში რომ, აქ წერია ხომავანი ასო A დახურულ მარცვალში იკითხება როგორც მოკლედ "ე".
ანუ დახურული მარცვალია თუ ეს ასო ზის სიტყვაში ?
მაგალითად Alternative. სწორად მივხვდი?
და ღია მარცვალია თუ ეს ასო ცალკეულად დგას ?
დრო და დრო დავწერ ხოლმე კითხვებს და იმედი მაქვს მეც გამომადგება ეს თემა და ოდესმე სხვასაც