საბავშვო ევროფესტივალის ფინალისტი დღეს გამოვლინდება
21 ნოემბერს,უკრაინის დედაქალაქის სპორტის სასახლეში, თბილისის დროით 23:15 საათზე ( კიევის დროით - 20:15 საათზე) საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი გაიმართება. კონკურსში 13 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ევროპა რიგით მეშვიდე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულს გამოავლენს.
2009 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი
,,PRINCESSES “ წარადგენს, სიმღერით - ,,ლურჯი ფრინველი”. ჯგუფი მეექვსე ნომრით იმღერებს.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებმა, მათ შორის ქართველმა მომღერლებმა დიდ სცენაზე კოსტიუმირებული რეპეტიციები უკვე გაიარეს.
გრანდიოზულ სანახაობას ექვსი წამყვანი ეყოლება. კონცერტს სცენაზე - გაუძღვებიან: ანი ლორაკი და თემურ მიროშნიჩენკო. წამყვანი ,,მწვანე ოთახში” - დიმიტრი ბოროდინი იქნება.კასტინგში გამარჯვებულები: ეკატერინა ტიმოშენკო და არტემ ნიკიფოროვი ონლაინ ინგლისურენოვან ტრანსლაციას - ,,ევროვიზიის კულისებში” უმასპინძლებენ. ევროკლუბს - ევროფესტივალის გასული წლების ნაციონალური ტურების კონკურსანტი, მომღერალი - მარიეტა წარუძღვება.
საქართველოს სახე საბავშვო ევროფესტივალზე 11 წლის ანა დავითაია იქნება. სწორედ ის გააცნობს ევროპას, თუ ვის დაუჭირა მხარი საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე და თითეულ მონაწილეს რამდენი ქულა დაუწერა.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წელს მესამედ მონაწილეობს. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს კვიპროსზე ჯგუფმა ,,ბზიკები” გამარჯვება მოიპოვა.
პირველი არხის მაყურებელი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პირდაპირ ეთერში იხილავს.
* * *
ნიუ ეხაა ანი ლორაკი რა ცვეტშიაა
პ.ს აშკარად არ იცით ვინაა : P არაუშავს