დოენზა არის იგივე დონეზეპილი, რომელსაც პფაიზერი უშვებს არისეპტის სახელწოდებით და საქართველოშიც არის ამ სახელწოდებით ხელმისაწვდომი (ავერსი: არისეპტი 10მგ #28ტ - 204.75 ლარი). არის ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება ძირითადად ალცჰეიმერის დაავადების და სხვადასხვა სენილური დემენციების დროს. ინტერნეტში მოძებნე ან არისეპტი ან დონეზეპილი დანარჩენი ინფორმაციის სანახავად. მე მგონი არ ღირს რომ თარგმანი დავწერო აქ გვერდით მოვლენებზე და დანარჩენ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ გინდა ან მე ან სხვა ვინმე არ დაგზარდება მაგასაც დანარჩენი ნახე აქ
http://www.vidal.ru/poisk_preparatov/aricept.htm (ერთადერთი რუსული ვებსაიტი სადაც ნორმალური რეფერენს ინფორმაცია შეიძლება ნახო ჩემი აზრით) ან
http://www.medscape.com/druginfo/dosage?ci...onotype=default რაც შეეხება მის შემცვლელ პრეპარატს იგივე ჯგუფიდან შეიძლება იყოს კოგნექსი (ტაკრინი), რემინილი (გალანტამინი, ნივალინი) ან ექსელონი (რივასტიგმინი), ასევე როგორც ვხედავ ნეირომიდინი, თუმცა ამ უკანასკნელის წარმოშობაზე, ეფექტურობაზე და ა.შ. არაფერი არ ვიცი. არისეპტი (საერთოდ ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები) ხშირად გამოიყენება NMDA ანტაგონისტებთან (მემანტინი ანუ ნამენდა) კომბინაციაში ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ. ანუ როგორც ავღნიშნე, თუ კონკრეტულად რომელიმე წამლის ანოტაცია გინდა ნახო, ზემოთ აღნიშნული სახელწოდებებით მოძებნე. და კიდევ დარწმუნებული არ ვარ საქართველოში ეს წამლები არის თუ არა ხელმისაწვდომი. ვიცი რომ არისეპტი და ნივალინი ნამდვილად არის(www.aversi.ge), მაგრამ ერთiსაც და მეორეს დანიშვნას ან ჩანაცვლებას ჭირდება ექიმის მკაცრი ჩარევა, რადგან შენც წაიკითხავ რომ თითოეულ პრეპარატს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები თუ სხვა წამლებთან ურთიერთქმედება აქვს..
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???