ვისაც ოდნავ მაინც გაეგება სამართალი მაგას ვერ იტყვის. თეორიული შანსიც არაა, რომ საიას სარჩელს ამაზე ემოქმედა.
რუსთავი2-ის ჟურნალისტმა იცით რა გააკეთა? დატყვევებულების ოჯახის წევრებს ეკიტხებოდნენ: იცით, საიას გამო შეიძლება თქვენი ნათესავი სამუდამოდ ცხინვალის ციხეში დარჩეს... ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
თვითონ დარეკა იმ ადამიანმა საიაში და თქვა შეცდომაში შემიყვანესო.
ამ ხალხმა საიას მიმართა და თხოვა დახმარება. შემდეგ, თქვეს, მოდი არ შევიტანოთ სარჩელი, იქნებ გაცვლა მოხდესო. ამის შემდეგ ძალია ბევრი დრო გავიდა და არაფერი მოხდა. შემდეგ ისევ ოჯახის წევრების თხოვნით გაიგზავნა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ორივე სარჩელი ერთი და იგივე შინაარსის იყო, უკანონო მძევლები უნდა განთავისუფლდეს.
ეს საქმეები ასევე ოჯახის წევრების თხოვნით არ ხმაურდებოდა, მაგრამ როცა ნახეს, რომ ტირძნისელი ბავშვების ამბავი ძალიან გაპიარდა გადაწყვიტეს ბრიფინგის მოწყობა, რომლის ორგანიზებაშიც საია დაეხმარა.
აი, მერე ზოგ-ზოგიერთებს ძალიან აეწვათ და შედეგიც სახეზეა. ის, რომ ამათმა ვერც გაცვლა მოახერხეს და ვერც პადოშა გახდა ცოტნე დადიანი თურმე საიაა დამნაშავე. "ევროპის სასამართლომ ტყვეების დაუყოვნებლივ გაცვლა მოთხოვაო" პიესის "ჟურნალისტი" ამბობს

ევრო სასამართლო 5-6 წლის შემდეგ განიხილავს საქმეებს და ზიანის ანაზღაურებას თხოვს მხარეებს. დაუყოვნებლივ ვერავის ვერაფერს თხოვს, თან რამდენიმე თვეში.
და თუ მართლაც ასეა, გამოვიდეს ნებისმიერი პარლამენტარი ან მინისტრი ან მოადგილე ან ვინმე და თქვას, რომ საიამ ამ ამ ბავში მიქარა... ცოტა ძნელია, არა? ეგ რომ თქვას ან არაკომპეტენტურობის გამო დაიცინება ან რასიზმის გამო გაიტისკება... ამიტომ ერორი გამოიყენეს... თან წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დისკრედიტაცია ძალიანაც უნდათ...